... (A-363), XVII ს.

738. ხადუმნი: უჴმნა: უბრძანა: ისმინეთ: მოდით: ცნობასა: მოღორებულხართ: დამცდარხართ: თქუენ: ჩემსა: პატრონობასა: დამცდარა: თქუენი: პატრონი: ჩემსა: თუ: ლამის: სძლობასა: ჩემთვის: ბუკსა: და: ტაბლაკსა: ცუდად: გლახ: იცემს: ნობასა:

739. არ: ვარგვარ: თქუენად: დედოფლად: ჩემი: და: კიდეგანია: მაშოროს: ღ~ნ: მამაცი: პირად: მზე: სარო: ტანია: სხუასა: რას: მნუკავთ: საქმესა: ჩემნი: საქმენი: სხუანია: თქუენთანა: ჩემი: სიცოცხლე: არ: ჩემი: შესაგუანია:

740. უცილოდ: თავსა: მოვიკლავ: გულსა: დავიცემ: დანასა: თქუენ: დაგჴოცს: თქუენი: პატრონი: სოფელს: ვერ: დაჰყოფთ: ხანასა: ესე: სჯობს: მოგცე: საჭურჭლე: მძიმე: მარტყია: ტანასა: მე: გამაპარეთ: გამიშვით: თვარა: დავიწყებთ: ნანასა:

741. შემოიხსნა: მარგალიტი: შემოერტყა: რაცა: თუალი: მოიჴადა: გვირგვინიცა: გამჭუირვალი: ერთობ: ლალი: მისცა: უთხრა: გამომიღეთ: გეაჯები: გულ: მჴურვალი: მე: გამიშვით: ღ~თსა: თქუენსა: მიავალეთ: თქუენი: ვალი:

742. მონათა: მიხვდა: სიხარბე: მის: საჭურჭლისა: მძიმისა: დაჰვიწყდა: შიში: მეფისა: ვითა: ერთისა: გზირისა: გამოპარება: დაასკუნეს: მის: უებროსა: პირისა: ნახე: თუ: ოქრო: რასა: იქს: კუერთხი: ეშმაკთა: ძირისა:

743. რა: ოქრო: მისთა: მოყუასთა: აროდეს: მისცემს: ლხენასა: დღედ: სიკუდილამდის: სიხარბე: შეაქნევს: კბილთა: ღრჭენასა: შესდის: და: გასდის: აკლია: ემდურვის: ეტლთა: რბენასა: კულა: აქა: სულსა: დააბამს: დაუშლის: აღმაფრენასა:

744. რა: ხადუმთა: აუსრულეს: საქმე: მისი: საწადელი: ერთმან: ტანსა: აიჴადა: მისცა: მისი: ჩასაცმელი: სხუანი: კარნი: გამოარნეს: იჯარვოდა: დარბაზს: მსმელი: დარჩა: მთვარე: გუელისაგან: გავსებული: ჩასანთქმელი:

745. მონანიცა: გარდეხუეწნეს: გაიპარნეს: მასვე: თანა: ქალმან: კარსა: დამირეკა: ფატმანობა: ჩემი: ბრძანა: გაველ: ვიცან: მოვეხვიე: გამიკვირდა: მეცა: განა: შინა: ყოლა: არ: შემომყუა: რად: მაწუეო: შემანანა:

746. მიბრძანა: თავი: ვიყიდე: მოცემულითა: შენითა: მუქაფა: ღ~ნ: შემოგზღოს: მოწყალებითა: ზენითა: ვეღარ: დამმალავ: გამიშვი: ფიცხლად: გამგზავნე: ცხენითა: სადამდის: სცნობდეს: ჴელმწიფე: კაცთა: მომწევდეს: რბენითა:

747. შეველ: ფიცხლად: საჯინიბოს: ავჴსენ: ცხენი: უკეთესი: შეუკაზმე: ზედა: შევსვი: მხიარული: არ: მომკუნესი: ჰგუანდა: ოდეს: ლომსა: შეჯდეს: მზე: მნათობთა: უკეთესი: წაჴდა: ჩემი: ჭირნახული: ვერ: მოვიმკე: რაცა: ვსთესი:

748. დღე: მიიყარა: ჴმა: გაჴდა: მოვიდა: მისი: მდევარი: მოიცვეს: შიგან: ქალაქი: შეიქმნა: მოსაწევარი: მე: მკითხეს: ვარქუი: თუ: ჰპოვოთ: მუნ: სახლსა: სადა: მე: ვარი: მეფეთა: ვიყო: შემცოდე: და: მათთა: სისხლთა: მზღუევარი:

749. მონახეს: ვერა: შეიგნეს: დაბრუნდეს: დაწბილებულნი: მას: აქათ: იგლოვს: ჴელმწიფე: და: ყოვლნი: მისნი: ხლებულნი: დაჰჴედენ: დარბაზის: ერთა: შევლენ: ისფერით: ღებულნი: მზე: მოგუეშორა: მას: აქათ: ჩუენ: ვართ: სინათლე: კლებულნი:

750. მას: მთვარისა: სადაობა: კულა: გიამბო: საქმე: კულაცი: აწ: უწინა: ესე: გითხრა: რას: მექადდა: ისი: კაცი: მე: გლახ: ვიყავ: მისი: ნეზვი: იგი: იყო: ჩემი: ვაცი: კაცსა: დასურის: უგულობა: და: დიაცსა: ბოზი: ნაცი:

751. მით: არ: ჯერ: ვარ: ქმარსა: ჩემსა: მჭლე: არის: და: თუალად: ნასი: ისი: კაცი: ჩაშნაგირი: დარბაზს: იყო: მეტად: ხასი: ჩვენ: გვიყვარდა: ერთმანერთი: არ: მაცვია: თუცა: ფლასი: ნეტარძი: ვინ: სისხლი: მისი: შემახვრიტა: ერთი: თასი:

752. ესე: ამბავი: მასთანა: ვთქუი: დიაცურად: ხელურად: ჩემთისვე: მოსლვა: მის: მზისა: და: გაპარება: მელურად: გამჟღავნებასა: მექადდა: არ: მოყვარულად: მტერულად: აწ: ისრე: მკუდარსა: ვიგონებ: იშ: თავი: ვიჴსენ: მე: რულად:

753. დამექადის: რაზომჯერცა: წავიკიდნით: თავის: წინა: ოდეს: მეჴმე: არ: მეგონა: მე: იმისი: ყოფა: შინა: მოსრულ: იყო: მოსლვა: ეთქუა: შენცა: მოხველ: შემეშინა: ამად: გკადრე: ნუ: მოხვალო: მოგაგებე: მონა: წინა:

754. აღარ: დაბრუნდით: მოხუედით: შუქნი: თქუენ: ჩემთვის: არენით: შეიყარენით: ორნივე: ჩემ: ზედა: დაიჯარენით: ამად: შევშინდი: ღონენი: ვეღარა: მოვაგვარენით: იმას: გლახ: ჩემი: სიკუდილი: გულითა: სწადდა: არ: ენით:

755. თუმცა: ისი: არ: მოგეკლა: მისრულიყო: დარბაზს: ვითა: შემასმენდა: ჯავრიანი: გული: ედვა: ცეცხლებრ: წვითა: მეფე: მწყრალი: გარდასწმედდა: სახლსა: ჩემსა: გარდაგვითა: შვილთა: ღ~თო: დამაჭმევდა: დამქოლვიდა: მერმე: ქუითა:

756. მუქაფა: ღმერთმან: შემოგზღოს: მადლსა: გკადრებდე: მე: რასა რომელმან: დამჴსენ: მშვიდობით: იმა: გუელისა: მზერასა: აწ: ამას: იქით: ვნატრიდე: ჩემსა: ეტლსა: და: წერასა: აღარ: ვიშიშვი: სიკუდილისა: ჰაი: ჰია: ქუე: ჩავიჭერასა:

757. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: წიგნსაცა: აგრე: სწერია: მოყუარე: მტერი: ყოვლისა: მტრისაგან: უფრო: მტერია: არ: მიენდობის: გულითა: თუ: კაცი: მეცნიერია: ნუღარ: იშიშვი: იმისგან: აწ: იგი: მკუდართა: ფერია: