... (A-363), XVII ს.

543. ქუაბნი: ომითა: წაუხმან: სახლად: აქუს: დევთა: სახლები: საყუარელისა: მისისა: ქალი: ჰყავს: გვერცა: ნახლები: ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უჩს: სტავრა: ნახლები: აღარა: ნახავს: სოფელსა: ცეცხლი: სწვავს: ახალ: ახლები:

544. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა: ჴამს: გასრულება: მოყურისა: სიყუარულისა: მტკიცისა: ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: უვიცისა: ჩემი: თქუი: რა: ვქნა: ბნელ: ქმნილმან: მზე: მიმეფაროს: მე: ცისა:

545. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა: ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა: ცუდი: არის: სიყუარული: ქუეით: კოცნა: მზისა: წურვა: თუ: გიახლო: ერთხელ: ვაი: და: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა:

546. ვაი: თუ: გავიჭრა: გაჭრილსა: სადა: გლახ: დამწვავს: სად: ალი: გული: ძეს: საგნად: ისრისა: მესვრის: საკრავად: სამალი: დრო: სიცოცხლისა: ჩემისად: დღისითღა: ჩანს: ნასამალი: მალვა: მწადს: მაგრა: გარდაჴდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი:

547. მესმა: თქუენი: ნაუბარი: გავიგონე: რაცა: ბრძანე: ვარდსა: ქაცვი: მოაპოვებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე: მაგრა: მზეო: თავი: მზესა: ჩემთვის: სრულად: დააგვანე: სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: არ: წამატანე:

548. ყმა: ტკბილი: და: ტკბილქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი: ამაზედა: ეუბნების: ვით: გაზრდილსა: ამო: მზრდელი: ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულქნა: მისი: საწადელი: ღ~თნ: ქნას: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი:

549. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლ: ლალსა: თანა: ახიოს: ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს: მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერ: მჭურეტსა: ავაგლახიოს: ვა: მოყვარისა: გაყრილსა: ახიო: ეყოს: ახიოს:

550. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა: მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დააშვენებდეს: ღიმილსა: რა: მოიშორო: მოყვარე: თუალთაგან: დასდები: მილსა: მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვიმილსა:

551. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვისაცა: მეტის: მეტითა: იტყუის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: სისხლთა: ჩემთა: ხურეტითა:

552. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მის: მოყურისა: მოშორება: აწ: აბინდებს: არ: აჩრდილებს:

553. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწვი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკუირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: ვირე: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

554. ვინ: გუშინ: ედემს: ნაზარდი: ალვა: მრწყო: დამრგო: მახია: დღეს: საწუთრომან: ლახუარსა: მიმცა: დამხია: მახია: დღეს: გული: ცეცხლსა: უშრეტსა: დაბმითა: და: ამახია: აწყა: ვსცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

555. ამას: მოსთქვამს: ცრემლსა: აბნევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს: გულამოსკუნით: ოხვრა: სულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყუარლისა: სიახლესა: მოშორვება: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს:

556. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითა: საყუარელსა: არ: მოსწყდების: ვით: მწუანვილსა: თრთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: რაგუარ: ადრე: დააჩნდების:

557. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ბროლი: ბღუჯოს: ვარდი: კონოს: გულსა: იდებს: იტყუის: კაცმან: ჭირი: ლხინსა: შეაწონოს: ლხინმან: სძლოს: და: გაძლება: ჴამს: ჭირი: სთმოს: და: ჟამთა: მონოს: ვით: ქონება: არ: იმადლოს: მას: სხუა: ღ~თნ: რა: აქონოს:

558. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გულია: ჟამ: ჟამ: ყოველთა: ჭირთა: მოთმო: ლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: თვით: ვერას: ვერ: გამზომელი: ვერცა: პატრონობს: სიკუდილი: ვერცა: პატრონი: რომელი:

559. ამ: სოფელსა: კარგად: ყოფით: კეისარი: იყოს: ვითა: რა: მოკუდების: წარიყვანონ: მძიმედ: შეკრან: ბორკილითა: მიაბარონ: გეენიას: დაწუან: მისით: სიბნელითა: ეს: სოფელი: ამას: გიზამს: კარგსა: ნუ: ვინ: მოელითა:

560. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი: თვით: მარგალიტნი: მიხუნა: მის: მზისა: სამეყვისონი: მის: მზისა: მკლავსა: ნაბამნი: მათ: კბილთა: შესატყუისონი: პირსა: დასდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

561. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მომკითხავი: დარბაზს: მჴმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილ: ნაკრთობი: ერთმანერთსა: ეჯავრიან: დგას: მჭურეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოემზადა: დაბდაბ: ნობი:

562. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქომოდა: ქოს: დაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყუა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბოლა: მიდამოდა: მას: დღეს: მათგან: დანაღუარი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა: