ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

521. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თსა ვუთხარ დაუბამს, მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი, რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო, მისად პატიჟად მზად ესა»

522. მის მეფისა წესი იყო, თავი მისი ძვირად ფიცის თუ ფიცის და არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან, ვისცა ესმა ვინცა იცის მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის

523. დავარს დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს იცის ერმან» მან ეგრე თქუა უბრალო ვარ, იცის ღ~თნ სახიერმან ვისგან მოვჰკვდე ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან»

524. პატრონი ჩემი აგრევე, იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი, ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ, ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს

525. როსკიპო ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა, ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხუდე, ვის ესე დააშლევინე»

526. ჴელი მიჰყო წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა

527. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს იქნას დარაჯებითა

528. მან უთხრა წადით დაჰკარგეთ, მუნ სადა ზღვისა ჭიპია წმინდისა წყალი ვერ ნახოს, მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ჴმა მაღლად, იყივლეს იპი იპია ესე ვნახე და არ მოვჰკვე, არა მგავს არცა სიპია

529. ზღვათაკენ გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქმნელი ამისი, ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მამკლევდენ მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა» დანა დაიცა მოცაკვდა, დაეცა გასისხლმდინარდა

530. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს, ამისსა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე, სულთა დგმა დაუთმობელსა» საბრალოდ ცრემლსა ადენდა, უკლებსა დაუშობელსა

531. მე უთხარ დაო რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქმენ ნაცვლად თვით, რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად, მივსცემ სად კლდე და წყალია» სრულად გავქვავდი შემექმნა, გული მართ ვითა სალია

532. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მამივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკუდები, არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა» აჰა ჟამი ვისცა გინდა, ჩემი თანა წამოყოლა

533. შევე ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხანდაზმული წამომყუეს და წამოვედით, კართა გარე დარაზმული ზღვის პირს მიველ ნავი დამხუდა, მენავემან მნახა ზმული

534. ნავსა ჩავჯე ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი, უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი

535. რომე დავყავ წელიწადი ,თვე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა, სიზმრივ კაცი არ მეოცა თანამყოლი ყველაკაი, ამომიწყდა დამეჴოცა ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა»

536. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა ყუელაკაი დამეფანტნენ, დარჩომოდა რაცა ჭირსა გული სრულად გამიმჴეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა

537. ერთაი ესე ასმათი, და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი, და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვაცან ამბავნი, ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად, და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინ ფრიდონისა

538. ღამით მევლო მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით, ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავჰჴე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი

539. ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად, ვერ ჭორი ვერ დასტური ველთა ცრემლი ასველებდა, თვალთა ჩემთა მონაწური