ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

540. ზახილი მესმა გავჰკვირდი, მოყმე ამაყად ყიოდა ჩვენ მონადირე გვეგონა, მას თურმე წყლული სტკიოდა ჴმლისა ნატეხი დასურილი,აქუს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა, იგინებოდა ჩიოდა

541. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მითქს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა, გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა, შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს რომელი

542. მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყუა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე, მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე, სიარული დაითმინა

543. გამიცხადა ღმერთსა ჰკადრა, შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მაგრამ პირველ მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ

544. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი, გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი, კარგი მახვილის კვეთასა თანა წამამყვა წავედით, უტკბოსი მამაძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა, მის ყმისა სინაზეთასა

545. ერთი მონა დასტაქარი, მყუა და წყლულნი შეუხუივნა ისრის პირნი ამოუხუნა, დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ, მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა

546. პირველ მითხრა არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამგზავსო რამან შეგქმნა მოყუითანოდ, ვარდგიშერი რომე რგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო ღმერთმან მისგან ანთებული, სანთელიმცა რად დაგავსო

547. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქუსო რომელი ნურადინფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამჴდომელი ცოტაა მაგრა ყოველგნით, სიკეთე მიუწდომელი

548. მამის ძმა და მამაჩემი, პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადირო არ მივსცემდი მამერჩოდეს

549. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასულა მომდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე

550. ნავით გაველ ზღვისაგან, შტო რამე გამოვიდოდა არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქუი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნნეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი, ჴმა ჩემი არ გავიდოდა

551. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ჴამდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძასძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა

552. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ჴმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს, ჩემი ზედა წამოკელვა

553. კულა სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მამიჴდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს ჴმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს

554. მომეჯარნეს ვეღარა ვქენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი, დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამჴვდა, მიუბრუნდი მივაბრუნვე

555. აწ იგი იქნას რაღაცა, ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭუ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა ოჴრად გაუჴდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა უჴმობ ყუავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

556. იმა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება, შენი ყოლა არად უნდა მეცა თანა წამოგყუები, დაიჴოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი, გაღანამცა შეგვიძრწუნდა

557. ესეცა უთხარ ამბავი, ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიანბობ, თუ ჟამი ჩუენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების დღედ სიკუდილადმდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების

558. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნიდეს, ჴრმალსა და სალტეკოტასა

559. კულა მოვეწონე ვეტურფე, მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა, მზეო ხარ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქი, მისი ტურფა და მდიდარი ყუელასა ტანსა ემოსა, ზარქაში განაზიდარი