... (პარიზული ხელნაწერი 10)

526. მე჻ მისთუის჻ ვკვდები჻ მიამა჻ ასმათის჻ ნახვა჻ მე჻ მისად჻ აღარ჻ მიუშვი჻ ვაკოცე჻ ქნადღა჻ თაყვანის჻ ცემისად჻ ხელი჻ მოვჰკიდე჻ დავისვი჻ ახლოს჻ ტახტისა჻ ჩემისად჻ ვჰკითხე჻ თუ჻ ნეტარ჻ მისულა჻ მორჩი჻ ალვისა჻ ხე჻ მისად჻

527. მიანბე჻ მისი჻ ამბავი჻ სხვად჻ ნურად჻ მეუბნებია჻ მითხრა჻ თუ჻ გკადრებ჻ ამბავსა჻ აწ჻ ჩემგან჻ არა჻ სთნებია჻ დღეს჻ ერთმანერთი჻ გინახავს჻ და჻ ტურფად჻ მოგწონებია჻ აწ჻ კვლაცა჻ ცნობა჻ ამბისა჻ მას჻ ჩემგან჻ უბრძანებია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი჻

528. წიგნი჻ მომართვა჻ ჩავხედენ჻ პირისა჻ თემთა჻ მთენისა჻ ეწერა჻ ვნახე჻ სიტურფე჻ წყალჯავარისა჻ შენისა჻ ომგარდახდილი჻ შვენოდი჻ შენატევები჻ ცხენისა჻ არ჻ ავი჻ მიმიჩს჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ ცრემლთა჻ დენისა჻

529. ღმერთმან჻ თუმცა჻ ენა჻ ჩემი჻ ქებად჻ შენდა჻ უშენოსა჻ მზემან჻ ლომსა჻ ვარდგიშერნი჻ ბაღი჻ ბაღჩად჻ უშენოსა჻ შენთვის჻ მკვდარი჻ აღარ჻ ვიტყვი჻ მაშა჻ მომკლავ჻ უშენოსა჻ შენმან჻ მზემან჻ თავი჻ ჩემი჻ არვის჻ მართებს჻ უშენოსა჻

530. თუმაცა჻ მიგდის჻ ღვარი჻ ცრემლთა჻ მაგრა჻ ცუდად჻ არ჻ იდენო჻ ამას჻ იქით჻ ნუღარ჻ იდენ჻ ჭირსა჻ თავი჻ არიდენო჻ შენნი჻ მჭვრეტნი჻ ჩემთა჻ მჭვრეტთა჻ აგინებენ჻ არ჻ იდენო჻ რომე჻ წეღან჻ მოგეხვივნეს჻ იგი჻ ჩემთვის჻ არიდენო჻

531. იგი჻ მე჻ მამცენ჻ რიდენი჻ რომელნი჻ წეღან჻ გშვენოდეს჻ რა჻ მნახო჻ შენცა჻ გიამოს჻ შენეულითა჻ მშვენოდეს჻ ესე჻ სამკლავე჻ შეიბი჻ თუ჻ ჩემი჻ გაღაგვლენოდეს჻ ერთი჻ ასეთი჻ ცოცხალსა჻ სხვა჻ ღამე჻ არ჻ გაგთენოდეს჻

532. აქა჻ მჴეცქმნილი჻ ტარიელ჻ ტირს჻ ჭირი჻ ეათასების჻ თქვა჻ მე჻ მაქვს჻ სამხრე჻ რომელი჻ კვლა჻ წინას჻ მკლავსა჻ მას჻ ების჻ იგი჻ შეიხსნა჻ მოიღო჻ თვალვით჻ არ჻ დაიფასების჻ პირსა჻ დაიდვა჻ დაცაბნდა჻ ქვე჻ მკვდართა჻ დაედასების჻

533. ასრე჻ წვა჻ რომე჻ არ჻ ჰგვანდა჻ მკვდარი჻ სამარის჻ კარისა჻ ორგნით჻ ჩანს჻ ლები჻ მჯიღისა჻ მართ჻ გულსა჻ გარდნაკარისა჻ ასმათს჻ სდის჻ ღვარი჻ სისხლისა჻ ღაწვთაგან჻ ნახოკარისა჻ კვლა჻ წყალსა჻ ასხამს჻ უშველის჻ ხმა჻ ისმის჻ მუნ჻ წკანწკარისა჻

534. ავთანდილცა჻ სულთქუნა჻ მწარედ჻ დაბნედილსა჻ შემოსჭვრიტნა჻ ასმათ჻ ვამნი჻ გაამრავლნა჻ ცრემლმან჻ მისმან჻ ქვანი჻ ხვრიტნა჻ მერმე჻ სულად჻ მოაქცია჻ ცეცხლნი჻ წყლითა჻ დაუშრიტნა჻ თქვა჻ ცოცხალვარ჻ საწუთრომან჻ აწცა჻ ჩემი჻ სისხლი჻ ხვრიტნა჻

535. ზე჻ წამოჯდა჻ ფერმიხდილი჻ აყოლებდა჻ თვალთა჻ რეტად჻ ვარდი჻ სრულად჻ შექნილიყო჻ ზაფრანად჻ და჻ ვითა჻ სპეტად჻ დიდხან჻ მათად჻ არა჻ სცალდა჻ საუბრად჻ და჻ არცა჻ ჭვრეტად჻ დარჩომა჻ და჻ არსიკვდილი჻ მას჻ უმძიმდა჻ მეტისმეტად჻

536. ავთანდილს჻ უთხრა჻ ისმენდი჻ ცნობა჻ უც჻ თუცა჻ ხელისა჻ გითხრა჻ ამბავი჻ ჩემი჻ და჻ ჩემისა჻ დამმარხველისა჻ ლხინად჻ მიჩს჻ შეყრა჻ მოყვრისა჻ მის჻ შენგან჻ შეუყრელისა჻ მე჻ მიკვირს჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ასრე჻ დარჩომა჻ მრთელისა჻

537. ასმათის჻ ნახვა჻ მეამა჻ ჩემგან჻ დად჻ საესავისა჻ წიგნი჻ რა჻ ვნახე჻ მომართვა჻ ესე჻ საბამი჻ მკლავისა჻ მკლავსა჻ შევიბი჻ მაშინვე჻ მოვიხსენ჻ რიდე჻ თავისა჻ იგი჻ უცხოა჻ ღარიბი჻ მტკიცისა჻ რასმე჻ შავისა჻

538. რიდენი჻ და჻ ყაბაჩანი჻ რომე჻ მესხნეს჻ სამძღვნოდ჻ მისად჻ ერთგან჻ შევჰკრენ჻ გაუგზავნენ჻ მზესა჻ აკლდა჻ ოდნად჻ მისად჻ ასმათ჻ დიდხანს჻ არ჻ გაუშვი჻ მე჻ იმედად჻ სულთა჻ დგმისად჻ მისგან჻ კიდე჻ მომეცალა჻ საუბრადმცა჻ სხვადღა჻ რისად჻

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი჻

539. მიუწერე჻ მზეო჻ შუქი჻ შენი჻ შენგან჻ მონაფენი჻ გულსა჻ მეცა჻ გამიცუდდეს჻ სიჩაუქე჻ სიალფენი჻ ხელმან჻ შენნი჻ განვიცადენ჻ სინატიფესიტურფენი჻ სულთა჻ ნაცვლად჻ სამსახურნი჻ რადმცა჻ ვითა჻ გიმუქფენი჻

540. მაშინ჻ ოდეს჻ დამარჩინე჻ სულთა჻ სრულად჻ არ჻ გამყარე჻ აწ჻ ჩემთვინსცა჻ ესე჻ ჟამი჻ მასვე჻ ჟამსა჻ დავადარე჻ სამხრე჻ შენი჻ მომივიდა჻ შემოვიბი჻ მკლავსა჻ გარე჻ რომე჻ მმართებს჻ სიხარული჻ ეგზომიმცა჻ რა჻ ვიხარე჻

541. განაღამცა჻ ვიწინაშე჻ აჰა჻ რიდე჻ რომე჻ მთხოვე჻ ყაბაჩაცა჻ ასეთივე჻ ამისებრი჻ ვერა჻ ვჰპოვე჻ დაბნედილსა჻ ნუ჻ დამაგდებ჻ მიშველე჻ რა჻ მარგე჻ მოვე჻ სოფელს჻ მყოფსა჻ უშენოსა჻ კაცსა჻ ვისმცა჻ შევეპოვე჻

542. ქალი჻ ადგა჻ გამეყარა჻ დავწევ჻ ამოდ჻ დამეძინა჻ მაგრა჻ შევჰკრთი჻ საყვარელი჻ ჩემი჻ ვნახე჻ ძილსა჻ შინა჻ გამეღვიძა჻ აღარა჻ მყვა჻ სულდგმულობა჻ მომეწყინა჻ ღამე჻ ასრე჻ გავათენე჻ მისი჻ ხმაცა჻ არ჻ მესმინა჻

543. დილასა჻ ადრე჻ სრას჻ მიხმეს჻ დღე჻ რა჻ ქმნა჻ მწუხრმან჻ ჟამითა჻ ავდეგ჻ ვცან჻ მათი჻ ამბავი჻ წასლვა჻ ვქმენ჻ მითვე჻ წამითა჻ ვნახე჻ ორნივე჻ ერთგან჻ სხდეს჻ სახითა჻ ოდენ჻ სამითა჻ რა჻ მიველ჻ მითხრეს჻ დაჯდომა჻ წინაშე჻ დავჯე჻ სკამითა჻