... (S-4499), XVII ს.

521. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დასასრულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია: უხვად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

522. მე: გავგზავნენ: ყოვლგნით: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელნი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყუნეს: ხანსა: არდამზმელნი: შიგნით: ჩვენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხუარაზმელნი: მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ველნი:

523. მეფემან: ბრძანა: მოკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაჰყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სპანი: სხვანი: შენ: აქა: ნახენ: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია:

524. მოედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდაჰჴდა: დღე: ჰგუანდა: არ: აღუსებისა: შეიქმნა: გასლვა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყეს: დგომა: ლაშქართა: თემთემად: დასდასებისა:

525. მე: დავშვერ: ვითა: წესია: საურავ: გარდაჴდილისა: შინა: წამოველ: მაშურალსა: ქნა: მამდომოდა: ძილისა: მონა: მოვიდა: მამართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მგზავსი: ალვისა: ზრდილისა:

526. ცხენისაგან: არ: გარდავჰჴე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: დამხუდა: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: მილდი: მითხრა: შენი: შესწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყვედლად: ვით: გამართლო: რაგვარადმცა: გავექილდი:

527. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედა: წარბ: შერჭმით: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: სდგა: დღე: მიგჩანს: წინ: საომარე: ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კვლაცა: მომიცდომარე:

528. მე: მეწყინა: აღარა: ვთქვი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომსა: როგორ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მოველ: მოკულა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

529. ასსა: ვუბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით: კარავსა: შეველ: სასიძო: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლოდ: მოვჰკალ: იგი: ყმა: თუცა: ჴმდა: სისხლისა: დადენით:

აქა ტარიელისაგან სასიძოს სიკუდილი:

530. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავსჭერ: ჩავაქარაბაკე: ყმასა: ფერჴსა: მოვეკიდე: თავი: სვეტსა: შეუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახეს: გლოვა: მიხუდა: საარაკე: ცხენსა: შევჯე: წაცამოველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე:

531. ხმა: დამივარდა: შეიქმნა: ზახილი: მოსაწევარი: წამოველ: წევნა: დამიწყეს: დავჴოცენ: ჩემი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მუნ: შიგან: შევე: მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

532. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყველასა: აქა: მომმართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გაწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემი: რა: სცნიან: სცუდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

533. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღმერთმან: იცის: გაგზარდეო: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად:

534. ხუარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე: თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღედ: სიკვდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე:

535. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თუ: არ: რად: მიშლის: სიკვდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა: მაგრა: თვით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა: მე: თქვენმან: მზემან: მაშოროს: ნდომა: თქვენისა: ქალისა:

536. იცით: ინდოთა: სამეფო: რაზომი: სრასაჯდომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკვიდრე: ყველაი: თქვენ: მოგჴდომია: ამოწყდა: მათი: ყველაი: მამული: შენ: დაგრჩომია: სამართლით: ტახტი: უჩემოდ: არავის: არ: მონდომია:

537. ვერ: გათნევ: თქვენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არ: მართალია: ღმერთმან: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთიღა: ქალია: ხვარაზმშა: დასვა: ჴელმწიფედ: დამრჩების: რა: ნაცვალია: სხვა: მეფე: დაჯდეს: ინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ჴრმალია:

538. შენი: ქალი: არად: მინდა: გაათხოვე: გამარიდე: ინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცე: ჩემგან: კიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: ამოვჰფხურიდე: სხვას: მეშველსა: გარეგანსა: მომკალ: ვისცა: ვინატრიდე:

აქა ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგვისა: