... (W-17), XVII ს.

526. მემცა მიღმა რაღა ვჰკადრე რადგან იგი ვერ მიმხუდარა არ თუ იცის ინდოეთი უპატრონოდ არ მომჴდარა ერთი მე ვარ მემამულე სხვასა მართებს არად არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მამცდარა

527. ვთქუი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვარა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალგვარო მედა გული მჴეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე სადმე არ წამგვარო

528. სულთა ვჰრყიდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი თოვლი დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა

529. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უარის ქნასა ღმრთისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა

530. მოლმობიერად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ახლოს დამისვა მაღირსა აქამდის არღირსებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირგავსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

531. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგვიმწარდეს შენ და ისი წაიკიდოთ ინდოეთი გარდაჰქარდეს

532. კულავ თუ სიძე შემოუშვა მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩუენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგუიხასდენ

533. მე ვჰკადრე ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს მათ მიხუდეს მესამარობა უჩვენო ჩემი ძალგული და ჩემი მეომარობა ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს აღარას არ საჴმარობა

534. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყუედლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

535. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მათთა სპათაცა ნუ დაჰჴოც ზროხათა ვითა ვირთაო უბრალო სისხლი კაცისა კაცმანცა ვით იტვირთაო

536. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა უთხარ თუ სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკუიდრი მამული არ მივსცემ არცა დარასა არ დამეჴსნები გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა

537. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული არცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა შემოკუდომა ჴელთა მოგცეს თავსა ჩემსა შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

538. ესე დია მამეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასაჴოცლად ჴმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვევა წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხუევა

539. ხანი დავჰყავ გავეყარე მაგრა გავჴე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასულა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

540. გარე ვაქციე ასმათი მუნ ჩემი ჩამოყოლილი ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი გულსა დამესვის ლახვარი შავთა წამწამთა სროლილი მისთა შუქთა სიშორემან დამალურჯა ვითა ლილი

541. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხუდა სიამე არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

542. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიჴადოთ ქორწილი ჴამს ვითა დასასრულია გავგზავნოთ კაცი მოვიხუნეთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

543. გავგზავნენ კაცნი ყოვლგან საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არდამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი ორთავ ერთგან სიმრავლესა ვინღა იყუნეს მიმხდომილნი

544. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სხვანი სპანია შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისად კმანია

545. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჴდა დღე გვანდა არ აღვსებისა შეიქნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა მართ იყო დგომა ლაშქართა თემთემად დასდასებისა