... (A-363), XVII ს.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა:

524. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა: პირსა: იხოკს: ვარდსა: აპობს: ჴელი: მისი: გაამხოკლა: სისხლი: მისგან: დანადენი: მჴეცი: ყოვლი: გაამლოკლა: მისმან: ფიცხლად: სიარულმან: შარა: გრძელი: შეამოკლა:

525. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს: ნახეს: იცნეს: რაგუარაცა: მართებს: ეგრე: გაეხარნეს: შერმანდისცა: ახარებდენ: ფიცხლად: კაცთა: თავნი: არნეს: მოვიდაო: აქანამდის: ვითუის: ლხინი: გაგვემწარნეს:

526. გაეგება: მოეხვია: ზედა: დახვდა: პირი: ჴელსა: აკოცებდა: სიხარულით: ცრემლსა: ღურიდა: ველთა: მსვრელსა: ესე: თქუა: თუ: ნეტარ: ღ~თო: ცხადსა: ვხედავ: ანუ: ბნელსა: მე: ვით: ღირს: ვარ: ამას: რომე: თუალნი: ჩემნი: ჭურეტდენ: მრთელსა:

527. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყუანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირსა: ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა:

528. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: [....] [...............] მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: [........................] მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმით: ლაღი: [..] [................] ენა: მის: დღისა: შუებასა: ყოლა: ვერ: იტყუის: კლ[.....]

529. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნა[.....] ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახ[...] ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თუალ: დაფახუ[..] უმისოდ: მყოფსა: სწორად: მიჩს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

530. მან: ამბავი: შინაური: ყველაკაი: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

531. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცა: ქნად: კულა: ხალვათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა:

532. [...........................]დრი: ხარმცა: მორჭუმით: და: დიდებით: [............................]რებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით: [............................]ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდებით: [........................]გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

533. [.............]: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი [............]: მოციქულობა: თუით: მოახსენა: ყოელი: [............]დილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოელი: ბრძანა: ვცან: ჩემი: ღ~თისაგან: სააჯო: და: სათხოელი:

534. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: მას: უღამოსა: ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა: იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა: მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყუელაი: დამოსა:

535. მეფე: შეჯდა: გაეგება: ყმასა: მუნით: მომავალსა: ამას: პირმზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა: მიეგება: მოეგება: მხიარული: გულ: მჴურვალსა: დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგნი: ჰგუანდეს: ვითა: მთურალსა:

536. რა: მიეახლა: გარდაჰჴდა: ყმა: თაყუანისსცა: მეფესა: აკოცა: როსტან: მიმხვდარმან: ნიშატთა: სიიეფესა: გულმხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა: მის: ყმისა: მოსულა: უხარის: ყოველსა: მუნ: მეკრეფესა:

537. მას: ავთანდილ: თაყუანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა: მუნ: ბროლი: და: ვარდ: გიშერი: გაეტურფა: სინაზესა: პირი: მისი: უნათლეა: სინათლესა: ზესთა: ზესა: სახლ: სამყოფი: არა: მართებს: ცამცა: გაიდარბაზესა:

538. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა: ყმასა: მეფე: ასრე: უჭურეტს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა: მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა: უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა:

539. სმა: გარდაჰჴდა: თავის: თავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა: დიდებულნი: არ: გაუშვნეს: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა: მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა: მერმე: მისი: უცნობოსა: რა: ენახა: რა: ესმინა:

540. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ისმენდა: ეუბნებოდა: ბაგეთათ: გასჭვრის: ბროლ: ლალი: მათ: კბილთა: ელვა: ჰკრთებოდა: ახლოს: სხდეს: ღირსნი: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელო: ჴსენება: არვისგან: იკადრებოდა

541. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკვირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა: ნუთუ: მზე: ვთქუა: მსგავსი: მისი: და: ან: მისისა: სახისა: ვინ: უნახავ: ქნას: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა: ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორს: მყოფი: ახისა:

542. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: მოუთმოს: მოუთმინამან: ქაცვი: ლერწამი: ზაფრანა: იმსგავსოს: ფერად: მინამან: ავანდილ: მისმან: მჴსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან: წურილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან: