... (S-4499), XVII ს.

502. რომე: გკადრებ: ესე: სიტყვა: აწ: თუ: ცუდად: ნალიქნია: ცამცა: მრისხავს: მზისა: შუქნი: ყოლე: ჩემთვის: ნაშუქნია: თუ: მაღირსებ: განკითხვასა: ავი: არა: არ: მიქნია: მან: მიბრძანა: რაცა: იცი: თქვიო: თავი: დამიქნია:

503. კვლაცა: ვჰკადრე: მეთუ: მზეო: შენთვის: ფიცი: გამეტეხოს: ღმერთმან: აწვე: რისხუა: მისი: ზეცით: ჩემთვის: გაამეხოს: ვისი: გინდა: უშენოსა: პირი: მემზოს: ტანი: მეხოს: მაშა: მაშინ: როგორ: დავრჩე: რა: ლახვარი: გულსა: მეხოს:

504. მე: მეფეთა: დარბაზს: მიჴმეს: შექნეს: დიდი: ვაზირობა: მათ: წინასვე: დაეპირა: იმა: ყმისა: შენი: ქმრობა: დამეშალა: ვერ: დავშლიდი: დამრჩებოდა: უმეცრობა: თავსა: ვუთხარ: მიემოწმე: ჟამად: გიჯობს: გულმაგრობა:

505. მემცა: დაშლა: ვითა: ვჰკადრე: რადგან: იგი: ვერ: მიმხუდარა: არ: იტყვის: თუ: ჰინდოეთი: უპატრონოდ: არ: გამჴდარა: ტარიელ: არს: მემამულე: სხვასა: მართებს: არად: არა: ვის: მოიყვანს: არა: ვიცი: ანუ: იგი: ვინ: მამცდარა:

506. ვთქვი: ამითა: ვეღარას: ვიქ: ღონე: სხვარამ: მოვიგვარო: თავსა: უთხარ: ნუ: მოგიცავ: გონებაო: მრავალგვარო: მედვა: გული: მჴეცისაებრ: ათასჯერცა: მინდორს: ვარო: ვისმცა: მივეც: თავი: შენი: შენვე: სადმე: არ: წამგვარო:

507. სულთა: ვჰრყიდი: გულისათვის: კოშკი: ამად: გამებაზრა: იგი: წუიმა: დარენელდა: რომე: პირველ: ვარდი: აზრა: ვნახე: ძოწსა: მარგალიტი: გარე: ტურფად: მოემაზრა: მიბრძანა: თუ: ეგე: საქმე: მემცა: მართლად: რად: მიაზრა:

508. არ: დავიჯერებ: მე: შენსა: ღალატსა: ორგულობასა: უვარის: ქნასა: ღმრთისასა: ამისთვის: არ: მადლობასა: იაჯდი: თავსა: ჩემსა: და: მორჭმით: ინდოეთს: ფლობასა: მე: და: შენ: ვისხდეთ: ჴელმწიფედ: სჯობს: ყოვლსა: სიძესძლობასა:

509. მე: ლმობიერად: მომიტკბა: გამწყრალი: გამქისებული: ანუ: მზე: იყო: ქვეყანად: ან: მთვარე: პირგავსებული: ახლოს: დამისვა: მაღირსა: აქამდის: არღირსებული: მეუბნებოდა: დამივსო: ცეცხლი: ამითა: გზებული:

510. მიბრძანა: თუ: გონიერი: ჴამს: აროდეს: არ: აჩქარდეს: რაცა: სჯობდეს: მოაგვაროს: საწუთროსა: დაუწყნარდეს: თუ: სასიძო: არ: მოუშვა: ვაი: თუ: მეფე: გაგიმწარდეს: შენ: და: ისი: წაიკიდოთ: ინდოეთი: გარდაჰქარდეს:

511. კვლა: თუ: სიძე: შემოუშვა: მე: შემირთავს: იყოს: ასდენ: ერთმანერთსა: გავეყარნეთ: ძოწეულნი: გაგვიფლასდენ: მათ: მორჭმულთა: მოივლინონ: ჩვენ: პატიჟნი: გაგვიასდენ: ესე: ამბვად: არ: ეგების: რომე: სპარსნი: გაგვიხასდენ:

512. მე: ვჰკადრე: ღმერთმან: აშოროს: მის: ყმისა: შენი: ქმარობა: რა: შემოვიდნენ: ინდოეთს: შევიგნა: მათი: გმირობა: უჩვენო: ჩემი: ძალგული: და: ჩემი: მეომარობა: ასრე: დავჰჴოცენ: შეეძლოს: აღარა: არსაჴმარობა:

513. მიბრძანა: თუ: ჴამს: დიაცი: დიაცურად: საქმე: დედლად: დიდსა: სისხლსა: ვერ: შეგაქნევ: ვერ: ვიქმნები: შუა: კედლად: რა: მოვიდეს: სიძე: მოკალ: მისთა: სპათა: აუწყუედლად: ქნა: მართლისა: სამართლისა: ხესა: შეიქს: ჴმელსა: ნედლად:

514. ასრე: ჰქენ: ჩემო: ლომო: და: მჯობო: ყოველთა: გმირთაო: მიპარვით: მოკალ: სასიძო: ლაშქართა: ნუ: მოირთაო: მისთა: სპათაცა: ნუ: დაჰჴოც: ზროხათა: ვითა: ვირთაო: დიადი: სისხლი: უბრალო: კაცმამცა: ვით: იტვირთაო:

515. იგი: რა: მოჰკლა: ეუბენ: პატრონსა: ჩემსა: მამასა: ჰკადრე: თუ: სპარსთა: ვერა: ვიქ: ინდოეთისა: ჭამასა: ჩემია: მკუიდრი: მამული: არ: მივსცემ: არცა: დარასა: არ: დამეხსნები: გაგიხდი: ქალაქსა: ვითა: ტრამასა:

516. ჩემი: ყოლა: ნურა: გინდა: სიყუარული: არცა: ნდომა: ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოჴდომა: ქნას: მეფემან: ყელ: მოტეხით: შემოხვეწა: შემოკდომა: ჴელთა: მოგცეს: თავსა: ჩემსა: შეგვფეროდეს: ერთგან: სხდომა:

517. ესე: მეტად: მამეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაქადე: დასაჴოცლად: ჴრმლისა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქვევა: წვევა: მწადდა: მაგრა: ვერ: შევმართე: შეჭიდება: შემოხვევა:

518. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჴე: ვითა: ხელი: ასმათ: წინა: ჩამომიძღვა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრჯელ: ვიათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასულა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

519. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: ღამით: უჭვრეტდი: ვარსკვლავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახვარი: შავთა: წამწამთა: სროლილი: მისმან: შუქმან: დამალება: დამლურჯა: დამდვა: წყლული:

აქა მოსულა ხვარაზმთ მეფის შვილისა საქორწილოდ ინდოეთს:

520. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა: მაგრა: თუ: ღმერთი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა: მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყუა: ივაგლახა: რა: მიბრძანა: ახლოს: მიმისვა: მოდიო: თავი: დახარა: