ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

621. ვეღარ გავგზავნენ, სიტყუანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრამ დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად სამყოფი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტსკეპნე ქუე მინდორნი და ზე მთანი.

622. ესე ქუაბნი უკაცურნი ვპოვე, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყუიდენ, ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიჴოცნეს, ჯაჭუნი ავად მოექაფნეს; საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კულავ მეცქაფნეს.

623. “აჰა, ძმაო, მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები; ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ ნადები, ჩემად ღონედ სიკუდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

624. რომე-ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყუარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მამისახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქუამს, ზოგჯერ ახავს, რადგან თავი არ მამიკლავს,ჴრმალი ცუდად მომიმახავს.

625. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრივ მხსენები; სხუად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

626. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწუი, ვარდი აახეწა, ლალი ქარვად-გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ სახე, წა, მერე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

627. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დად სამებულმან: “შენ ყუელაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან, აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

628. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მამეთმინების; თუ გაგეყრები, თუალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთუის კუდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

629. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხუა უჴმოს მკურნალი და მაჯისაცა შემტყვებარი; მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მამდებარი, სხუამან სხუისა უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

630. რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყუი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი. აწ მე მინდა ნახუა მისი, ვისგან დამწუავს ცეცხლი ცხელი.

631. იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთუის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკევ, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

632. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგაჯერებ, არასათვის არ გაგწირო, კულავ მოვიდე შენად ნახუად, შენთუის მოვკუდე, შენთუის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთუის კუდები, მისთუის აგრე არ გატირო”.

633. მან მიუგო: ”უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყუარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგუარამცა დაგივიწყე, რაგუარამცა უკუმქარდი! ღმერთმან ქნას და კულაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

634. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭვრეტა სიახლემან მამაქარვოს სევდა, მითხოს!”

635. ამას ზედა შეიფიცნეს მოყუარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყუა ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყუარდა ერთმანერთი, სწუიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყუნეს შუენიერნი ამხანაგნი.

636. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, - რა ქმნას, - ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

637. ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავყოფ შინა ხანსა, ოდენ სხუაგან არ წავიდეს, ნურსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თუე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგუანსა, შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანის თანსა”.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

638. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მჴეცი ყოვლი გაამლოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

639. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, როგორამცა მართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლავ თავნი არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვითუის ლხინი გაგვემწარნეს!”