... (W-17), XVII ს.

506. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გაჰჴდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდევ გასათხოველი ვეჭუ მოგუცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

507. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდეს ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ეთქუა თუ მოგვხუდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩუენ ჴელსა რასა ვჴდიდითა

508. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედნეს თუ ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწევ ჭირთა მოპოვნებად

509. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

510. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი აჩნდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვსჭურეტდი მეტად ნატირებსა ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლუა ნდომით

511. მზე გლახ ვნახე შეწყენილი კულავ ეს უფრო დამომძიმდა ვითა წინას შემომცინის აღარ ეგრე გამიღიმდა ოდენ სიტყვა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

512. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყუანა ფარდაგსაცა ამიზიდნა მე რა ვნახე იგი მთუარე ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგა მაგრამ გული არ დამიდნა

513. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი მოშლით ებურნეს პიროქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

514. ქუე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული ვერცა მზე გვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭუმით გამწყრალი გამეხებული

515. მიბრძანა მიკვირს რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამ იცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მართ უიცისა

516. ვთქუი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კულაცა მითხრა რას გეუბნო მტყუვანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწუავ ამით ალსა

517. შენ არ იცი ხუარაზმშას საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქნას და დაგირჩინა ცუდად შენი ჴელოვნება

518. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალთყე მოგიტანდეს ავთა კაცთა სიცრუესა ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

519. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების აწ მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან ტყუვანსა და შენ აგეთსა

520. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს ღმერთო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ჴორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

521. ვთქუი რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტისმეტად კულავ მიეცა თვალთა ძილი მის ნათლისა ეგრე მჭურეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად

522. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

523. შევხედენ ვნახე სასთუნალს მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მე ღ~თისა და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავ ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი ერთია გკადრო მე ბარე

524. კულაცა ვჰკადრე მეთუ მზეო თქვენთუის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვამისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

525. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა ვუთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა