... (H-461), XVIII ს.

506. მას჻ ღამით჻ ვსხედით჻ ნადიმად჻ მუნ჻ ამოდ჻ გავიხარენით჻ დილასა჻ ქალაქს჻ შევედით჻ მოედნით჻ ავიყარენით჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ლაშქარნი჻ უჴმევით჻ შემოჯარენით჻ დღეს჻ ხატაველნი჻ მიჩვენეთ჻ ტყვენიცა჻ შემამგვარენით჻

507. რამაზ჻ მეფე჻ შეპყრობილი჻ მას჻ წინაშე჻ მოვიყვანე჻ ტკბილად჻ ნახა჻ ჴელმწიფემან჻ ვითა჻ შვილი჻ სააკვანე჻ ორგული჻ და჻ მოღალატე჻ ნამსახურსა჻ დავაგვანე჻ ესე჻ არის჻ მამაცისა჻ მეტისმეტი჻ სიგულვანე჻

508. მას჻ მეფესა჻ ხატაელსა჻ უმასპინძლა჻ უალერსა჻ ჟამიერად჻ უბრძანებდის჻ საუბარსა჻ მათთა჻ ფერსა჻ შეუნდობო჻ ხატაელსა჻ მას჻ აქამდის჻ ჩემსა჻ მტერსა჻ ცისკრად჻ მიჴმეს჻ მიბრძანებდეს჻ მე჻ სიტყვასა჻ ლმობიერსა჻

509. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთი჻ ვინათგან჻ შეუნდობს჻ შეცოდებულსა჻ თქვენცა჻ უყავით჻ წყალობა჻ მას჻ ღონე჻ გაცუდებულსა჻ რამაზს჻ უბრძანებს჻ იცოდე჻ გაგიშვებ჻ შეწყალებულსა჻ მაგრამ჻ ნუმც჻ გნახავ჻ ჩვენს჻ წინა჻ კვლას჻ ასრე჻ გაწბილებულსა჻

510. ხარაჯა჻ დასდვეს჻ შეკვეთით჻ წითელი჻ ასჯერ჻ ასია჻ კვლავ჻ ხატაური჻ ათასი჻ სხვა჻ სტავრა჻ სხვა჻ ატლასია჻ მერმე჻ ყუელაი჻ დამოსა჻ იგი჻ და჻ მისი჻ ხასია჻ შეწყალებული჻ გაუშვა჻ უყო჻ რისხვისა჻ ფასია჻

511. ხატაელმან჻ დაუმადლა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყვანა჻ მოახსენა჻ ორგულობა჻ ღმერთმან჻ თქვენი჻ შეგვანანა჻ თუღა჻ ოდეს჻ შეღაგცოდო჻ მაშინ჻ გმართებს჻ მამკლა჻ განა჻ წავიდა჻ და჻ ყველაკაი჻ მისი჻ თანა჻ წაიტანა჻

512. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ ცისკრობს჻ არ჻ დანაღამია჻ ებრძანა჻ შენგან჻ გაყრივარ჻ მას჻ აქათ჻ თვეო჻ სამია჻ მინდორს჻ მოკლული჻ ისრითა჻ ნადირი჻ არ჻ მიჭამია჻ არ჻ დამაშვრალხარ჻ წავიდეთ჻ თუმცა჻ დაშრომის჻ ჟამია჻

513. შევეკაზმე჻ დარბაზს჻ მიველ჻ ჯარი჻ დამხუდა჻ ავაზისა჻ შავარდნითა჻ სავსე჻ იყო჻ სრულად჻ არე჻ დარბაზისა჻ მეფე჻ ქვე჻ ჯდა჻ შეკაზმული჻ შვენებითა჻ მგზავსი჻ მზისა჻ გაეხარნეს჻ მისულა჻ ჩემი჻ ტურფისა჻ და჻ ლამაზისა჻

514. იდუმალ჻ ცოლსა჻ ეუბნა჻ მართ჻ ჩემგან჻ უცოდნელია჻ ომით჻ მოსრული჻ ტარიელ჻ საჭურეტად჻ სასურველია჻ მან჻ განანათლოს჻ მჭურეტელთა჻ გული჻ რაზომცა჻ ბნელია჻ რაცა჻ დაგვედრო჻ საქნელად჻ ქენ჻ არა჻ საზოზღნელია჻

515. აწ჻ მითქვამს჻ საქმე჻ უშენო჻ შენცა჻ სცან჻ ესე჻ მცნებული჻ რადგან჻ ქალია჻ სამეფოდ჻ ჩვენგანვე჻ სახელდებული჻ ვინცაღა჻ ნახავს჻ აწ჻ ნახოს჻ აჰა჻ დღე჻ ედემს჻ ხლებული჻ გვერდცა჻ დაისვი჻ ორნივე჻ სრას჻ დამხუდით჻ მოვალ჻ შვებული჻

516. მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ძირი჻ მთისა჻ და჻ გორისა჻ იყო჻ სიმრავლე჻ ძაღლისა჻ შავარდნისა჻ და჻ ქორისა჻ ადრე჻ დავბრუნდით჻ ვიარეთ჻ არ჻ ეჯი჻ გზისა჻ შორისა჻ აღარ჻ იბურთეს჻ დაშლა჻ ქნეს჻ თამაშობისა჻ ორისა჻

517. ჩემთა჻ მჭვრეტელთა჻ მოეცვა჻ ქალაქი჻ შუკა჻ და჻ ბანი჻ ომგარდაჴდილსა჻ მშვენოდეს჻ მე჻ ენიანნი჻ კაბანი჻ ფერმიჴდილგუარად჻ ვშვენოდი჻ ვარდი჻ ცრემლითა჻ ნაბანი჻ ვინცა჻ მიჭურეტდის჻ ბნდებოდის჻ მგზავს჻ იყოს჻ ვითა჻ კატა჻ ბანი჻

518. ნაომარსა჻ დაკოდილსა჻ ჴელი჻ ყელსა჻ ჩამამება჻ დედოფალი჻ საჯდომთაგან჻ ადგა჻ წინა჻ მამეგება჻ ვითა჻ შვილი჻ გარდამკოცნა჻ ღაწუი჻ ვარდი჻ დამილება჻ ნუ჻ ეჭუ჻ მითხრა჻ ამას჻ იქით჻ თუმცა჻ მტერი჻ შეცღაგება჻

519. რიდენი჻ რომე჻ მეშოვნეს჻ ქალაქსა჻ ხატაველთასა჻ იგი჻ მეხვივნეს჻ მშვენოდეს჻ ვახელებ჻ გულთა჻ ხელთასა჻ შინა჻ მოვედით჻ დარბაზსა჻ ტურფასა჻ ჩემთა჻ მზეთასა჻ შევხედენ჻ დავჰკრთი჻ ელვასა჻ ღაწუთა჻ მზეებრ჻ ნათელთასა჻

520. მას჻ მზესა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ნარინჯისფერნი჻ ჯუბანი჻ ზურგით჻ უდქს჻ ჯარი჻ ხადუმთა჻ დასდასად჻ უბანუბანი჻ სრულად჻ ნათლითა჻ აევსო჻ სახლი჻ შუკა჻ და჻ უბანი჻ მუნ჻ ვარდსა჻ შუვა჻ შვენოდეს჻ ძოწ჻ მარგალიტნი჻ ტყუბანი჻

521. ახლოს჻ დამისუეს჻ ადგილსა჻ მუნ჻ სადა჻ მიამებოდა჻ პირისპირ჻ მიჯდა჻ იგი჻ მზე჻ გული჻ ვისთვისცა჻ ბნდბოდა჻ მალვით჻ მიჭვრეტდა჻ უჭვრეტდი჻ სხვად჻ არად჻ მეგონებოდა჻ თვალნი჻ მოვსხლიტნი჻ ამისთვის჻ სიცოცხლე჻ მეარმებოდა჻

522. შეიქმნა჻ სმა჻ და჻ პურობა჻ მგზავსი჻ მათისა჻ ძალისა჻ სხვა჻ გახარება჻ ასეთი჻ არს჻ უნახავი჻ თუალისა჻ ჯამი჻ და჻ ჭიქა჻ ყველაი჻ ფირუზისა჻ და჻ ლალისა჻ არვისი჻ ბრძანა჻ მეფემან჻ გაშუება჻ დაუმთრვალისა჻

523. მე჻ მუნა჻ მყოფი჻ მივეცი჻ შვებასა჻ მეტისმეტასა჻ არ჻ შემომხედნის჻ შევხედნი჻ ცეცხლმან჻ დამიწყის჻ შრეტასა჻ კაცთა჻ კრძალვასა჻ ვაწვევდი჻ გულსა჻ შმაგსა჻ და჻ რეტასა჻ რა჻ უამ჻ არის჻ პირისპირ჻ საყვარელისა჻ ჭურეტასა჻

524. დააგდეს჻ მღერა჻ მუტრიბთა჻ სულეთო჻ თავი჻ ხარიან჻ მიბრძანეს჻ შვილო჻ ტარიელ჻ ვით჻ გითხრათ჻ ვით჻ გვიხარიან჻ ნეტარძი჻ გვაქვსო჻ მებრძოლნი჻ მით჻ ჩვენნი჻ ვაგლახ჻ არიან მართალან჻ შენნი჻ მაქებნი჻ არ჻ ცუდად჻ იმკვეხარიან჻

525. აწ჻ ვითა჻ გვმართებს჻ შემოსვა჻ ვის჻ მორჭმით჻ მოგივლენიან჻ არ჻ შეგმოსთ჻ მაგა჻ კაბათა჻ არ჻ გაგხდით჻ ტურფად჻ გშვენიან჻ აწ჻ გქონდეს჻ ასი჻ საჭურჭლე჻ ვის჻ შუქნი჻ მოგიფენიან჻ თვით჻ შეიკერე჻ რაცა჻ გწადს჻ ჩვენგან჻ ნუღარა჻ გრცხვენიან჻