... (H-461), XVIII ს.

526. მამართვეს჻ ასნი჻ კლიტენი჻ ასთავე჻ საჭურჭლეთანი჻ თაყვანისვეც჻ და჻ დავლოცენ჻ დავლათნი჻ მათნი჻ სვეთანი჻ მაკოცეს჻ ადგეს჻ ორნივე჻ თვით჻ იგი჻ მზეთა჻ მზეთანი჻ რა჻ გასცეს჻ ზომნი჻ ვითა჻ ვთქვა჻ ლაშქართა჻ სისავსეთანი჻

527. კვლაცა჻ დაჯდა჻ მხიარული჻ მოიმატა჻ სმა჻ და჻ მღერა჻ მუნ჻ ნადიმობა჻ გაგრძელდა჻ ბარბითთა჻ და჻ ჩანგთა჻ ჟღერა჻ დედოფალნი჻ წამოვიდნეს჻ შეეყარა჻ მწუხრსა჻ დღე჻ რა჻ ძილ჻ პირამდის჻ სიხარულსა჻ სიხარული჻ გვანდა჻ ვერა჻

528. მონა჻ მოვიდა჻ მიამბო჻ ამბავი჻ მე჻ მართალიო჻ თქვენსა჻ ამბავსა჻ იკითხავს჻ აჯიღოსანი჻ ქალიო჻ მაშინვე჻ ვიცან჻ ავიჭერ჻ ჩქარ჻ ჩქარად჻ გულ჻ გამკრთალიო჻ მოვიდა჻ ვნახე჻ ასმათი჻ ჩემს჻ წინა჻ მომავალია჻

აქა ასმათისაგან მორთმევა სამხრისა ნესტანდარეჯანის გამოგზავნილი჻

529. მე჻ ვისთვის჻ ვჰკვდები჻ მიამა჻ ასმათის჻ ნახვა჻ მე჻ მისად჻ აღარ჻ მიუშვი჻ ვაკოცე჻ ქნაღა჻ თაყვანის჻ ცემისად჻ ჴელი჻ მოვჰკიდე჻ დავისვი჻ ახლოს჻ ტახტისა჻ ჩემისად჻ ვჰკითხე჻ თუ჻ ნეტარ჻ მისულა჻ ნორჩი჻ ალვისა჻ ხე჻ ვისად჻

530. მიამბე჻ მისი჻ ამბავი჻ სხვად჻ ნურას჻ მეუბნებია჻ მითხრა჻ თუ჻ გკადრებ჻ ამბავსა჻ აწ჻ ჩემგან჻ არა჻ სთნებია჻ დღეს჻ ერთმანერთი჻ გინახავს჻ და჻ ტურფად჻ მოგწონებია჻ აწცა჻ სცნობ჻ სხვასა჻ ამბავსა჻ რაც჻ ჩემთვის჻ უბრძანებია჻

531. წიგნი჻ მომართვა჻ ჩავხედენ჻ პირისა჻ თემთა჻ მთენისა჻ ეწერა჻ ვნახე჻ სიტურფე჻ წყალჯავარისა჻ შენისა჻ ომგარდაჴდილი჻ ვშვენოდი჻ შენატევები჻ ცხენისა჻ არ჻ ავი჻ მიმიჩს჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ ცრემლთა჻ დენისა჻

532. ღმერთმან჻ თუ჻ მცა჻ ენა჻ ჩემი჻ ქებად჻ შენდა჻ უშენოსა჻ შენთვის჻ მკვდარი჻ აღარ჻ ვიტყვი჻ მაშა჻ მამკლავ჻ უშენოსა჻ მზემან჻ ლომსა჻ ბროლ჻ გიშერნი჻ ბაღჩა჻ ბაღჩად჻ უშენოსა შენმა჻ მზემან჻ თავი჻ ჩემი჻ არვის჻ მართებს჻ უშენოსა჻

533. თუცა჻ მიგდის჻ ღუარი჻ ცრემლთა჻ მაგრა჻ ცუდად჻ არ჻ იდენო჻ ამას჻ იქით჻ ნუღარ჻ იდენ჻ ჭირსა჻ თავი჻ არიდენო჻ შენნი჻ მჭურეტნი჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ აგინებენ჻ არ჻ იდენო჻ გუშინ჻ რომე჻ მოგახსენეს჻ იგი჻ ჩემთვის჻ არიდენო჻

534. იგი჻ მე჻ მამცენ჻ რიდენი჻ რომელნი჻ გუშინ჻ გშვენოდეს჻ ვეჭვ჻ მნახო჻ შენცა჻ გიამოს჻ შენეუადვე჻ მშვენოდეს჻ ესე჻ შეიბი჻ სამკლავე჻ თუ჻ ჩემი჻ რაღა჻ გვლენოდეს჻ ერთი჻ ასეთი჻ ცოცხალსა჻ სხვა჻ ღამე჻ არ჻ გაგთენოდეს჻

535. აქა჻ მჴეცქმნილი჻ ტარიელ჻ ტირს჻ ჭირი჻ ეათასების჻ თქვა჻ მე჻ მაქუს჻ სამჴრე჻ რომელი჻ კვლავ჻ წინას჻ მკლავსა჻ მას჻ ების჻ იგი჻ შეიხსნა჻ მოიღო჻ თვალვით჻ არ჻ დაიფასების჻ მკერდსა჻ დაიდვა჻ დაცაბნდა჻ ქვე჻ მკვდართა჻ დაედასების჻

536. ასრე჻ წვა჻ რომე჻ არ჻ გვანდა჻ მკვდარი჻ სამარის჻ კარისა჻ ორგნით჻ ჩანს჻ ლები჻ მჯიღისა჻ მართ჻ გულსა჻ გარდნაკარისა჻ ასმათს჻ სდის჻ ღვარი჻ სისხლისა჻ ღაწუთაგან჻ ნახოკარისა჻ კვლავ჻ წყალსა჻ ასხამს჻ უშველის჻ ჴმა჻ ისმის჻ მუნ჻ წკანწკარისა჻

537. ავთანდილცა჻ სულთქნა჻ მწარედ჻ დაბნედილსა჻ შემოსჭურიტნა჻ ასმათ჻ ვანი჻ გაამრავლნა჻ ცრემლმან჻ მისმან჻ ქვანი჻ ხურიტნა჻ მერმე჻ სულად჻ მოაქცია჻ ცეცხლნი჻ წყლითა჻ დაუშრიტნა჻ თქვა჻ ვცოცხალ჻ ვარ჻ საწუთრომან჻ აწცა჻ ჩემი჻ სისხლი჻ ხვრიტნა჻

538. ზე჻ წამოჯდა჻ ფერშეცულილი჻ აყოლებდა჻ თვალთა჻ რეტად჻ ვარდი჻ ერთობ჻ შექნილიყო჻ ზაფრანად჻ და჻ სულად჻ ჭვრეტად჻ დიდხან჻ მათად჻ არა჻ სცალდა჻ საუბრად჻ და჻ არცა჻ ჭურეტად჻ დარჩომა჻ და჻ არსიკვდილი჻ მას჻ უმძიმდა჻ მეტისმეტად჻

539. ასმათმან჻ წყალი჻ დაასხა჻ ცნობად჻ მოვიდა჻ ტარია჻ დიდხანს჻ ვერა჻ თქვა჻ სევდამან჻ გული჻ შეუპყრა჻ დარია჻ დაჯდა჻ და჻ მწარედ჻ სულთითქმან჻ ცრელი჻ მიწასა჻ გარია჻ თქვა჻ ჩემგან჻ მისი჻ ხსენება჻ ვაჰმე჻ რა჻ დიდი჻ ზარია.჻

540. ავთანდილს჻ უთხრა჻ ისმენდი჻ ცნობა჻ მიც჻ თუცა჻ ხელისა჻ გითხრა჻ ამბავი჻ ჩემი჻ და჻ ჩემისა჻ დამმარხველისა჻ ლხინად჻ მჩანს჻ შეყრა჻ ვარდისა჻ მის჻ შენგან჻ შეუყრელისა჻ მე჻ მიკვირს჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ჩემი჻ დარჩომა჻ მრთელისა჻

541. მოეგონა჻ საყვარელი჻ მისი჻ მზე჻ და჻ მისი჻ მთვარე.჻ თქვა჻ ვიგონებ჻ დაკარგულსა჻ სიცოცხლე჻ მაქვს჻ ვისთვის჻ მწარე჻ სამჴრე჻ მისი჻ მამივიდა჻ შემოვიბი჻ მკლავსა჻ გარე჻ რომ჻ მმართებდა჻ სიხარული჻ ეგზომიცა჻ ვით჻ ვიხარე

542. რა჻ მომოვიდა჻ ნაწერი჻ ჩემგან჻ მზედ჻ სახედავისა჻ თვალ჻ მარგალიტი჻ უფასო჻ მისი჻ ნაბამი჻ მკლავისა჻ მკლავსა჻ შევიბი჻ მაშინვე჻ მოვიჴსენ჻ რიდე჻ თავისა჻ საკვირველი჻ და჻ ღარიბი჻ მტკიცისა჻ რასმე჻ შავისა჻

543. ყაბაჩა჻ და჻ ერთირიდე჻ რომე჻ მესხნეს჻ სამძღვნოდ჻ მისად჻ ერთგან჻ შევჰკრენ჻ გაუგზავნენ჻ მზესა჻ აკლდა჻ ოდნად჻ მისად჻ ასმათ჻ დიდხანს჻ არ჻ გაუშვი჻ მე჻ იმედად჻ სულთა჻ დგმისად მისგან჻ კიდევ჻ მამეცალა჻ სასაუბროდ჻ არცა჻ ვისად჻

აქა რიდეთა და ყაბაჩის გაგზავნა ტარიელისაგან ასმათის ჴელითა჻