... (A-363), XVII ს.

504. დევთა: ყვირილი: ზახილი: ზეცამდის: აიწეოდა: მათითა: ლახტის: ცემითა: ქუეყანა: შეირყეოდა: მზე: დააბნელეს: მტუერითა: ალვის: შტო: შეირხეოდა: ასნი: ერთ: კერძო: მომიჴდეს: დავფრიწე: დაიხეოდა:

505. პირველ: რაზმი: დავფრიწე: შევლეწე: ქუაბის: კარები: დიდი: რამ: დევი: მომიჴდა: მას: ჴელთა: ჰქონდა: ფარები: რქასა: ვსტაცე: დავითრივე: არ: მოვაჴმარე: მჴარები: ხანჯლითა: გული: გაუპე: რუდ: დის: სისხლისა: ღუარები:

506. დაღამდა: ომი: გადსწყდა: გუმბათსა: დაჯდა: მთვარეო: დაჴოცილითა: დევითა: აივსო: არემარეო: გლახ: მე: და: ასმათ: მარტონი: გავჰყრიდით: ქვაბთა: გარეო: ხელსა: მიმჭირდა: მას: აქათ: სულნი: ამომჴდენ: ბარეო:

507. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთუისვე: ცეცხლ: ნადები: ჩემად: ღონედ: სიკუდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები:

508. რომე: ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს: ამად: მიყუარს: ტყავი: მისი: კაბად: ჩემად: მომინახავს: ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქვამს: ზოგჯერ: ახავს: რადგან: თავი: არ: მომიკლავს: ჴრმალი: ცუდად: მომიმახავს:

509. მისსა: ვერ: იტყუის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მთმენები: მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: მათებრვე: თავსა: მჴსენები: სხუად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკუდილისა: მქენები:

510. აწ: ათია: წელიწადი: ინდოეთით: რა: წასრულა: მის: მთუარისა: ჩემგან: პოვნა: ანუ: ნახუა: გარდასრულა: აჰა: მიკვირს: ალმასისა: გული: გასძლებს: ამას: სრულა ყმამან: ჴელი: პირსა: იკრა: რა: ამბავნი: დაასრულა:

511. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწუი: ვარდი: აახეწა: ლალი: ქარვად:გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა: ავთანდილსცა: ცრემლი: წასდის: წამწამთაგან: ერთსახე: წა: მერე: ქალმან: დაადუმა: მუჴლმოყრილი: შეეხუეწა:

512. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დადუმებულმან: შენ: ყუელაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან: გიამბე: ჩემი: ამბავი: სიცოცხლე: გაარმებულმან: აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახვისა: მოჟამებულმან:

513. ავთანდილ: უთხრა: მე: შენი: გაყრა: არ: მომეთმინების: თუ: გაგეყრები: თუალთაგან: ცრემლიცა: დამედინების: მართალსა: გითხრობ: ამისა: კადრება: ნუ: გეწყინების: შენ: ვისთვის: ჰკუდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების:

514. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი: მან: სხუა: უჴმოს: მკურნალი: და: მაჯასაცა: შემტყვებარი: მას: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთა: მომდებარი: სხვისა: სხუამან: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი:

515. რაცა: გითხრა: მომისმინე: ბრძენი: გეტყუი: არა: ხელი: ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი: კარგად: ვერას: ვერ: მოავლენს: კაცი: აგრე: გულ: ფიცხელი: აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისგან: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი:

516. იგი: ვნახო: სიყუარული: მისი: ჩემთუის: დავამტკიცო: მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო: შენ: გენუკავ: შემაჯერო: ღ~თი: იღმრთო: ცაცა: იცო: ერთმანერთი: არ: გავწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო:

517. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემეპირო: მეცა: ფიცით: შეგაჯერებ: არასათვის: არ: გაგწირო: კულა: მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკვდე: შენთვის: ვირო: ღ~თსა: უნდეს: ვისთვის: ჰკვდები: მისთვის: აგრე: არ: გატირო:

518. მან: მიუგო: უცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყვარდი: გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი: რაგუარამცა: დაგივიწყე: რაგუარამცა: უკუმქარდი: ღ~თნ: ქნას: და: კულაცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი:

519. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: იხოს: გული: მინდორს: არ: გაიჭრეს: არ: იირმოს: არცა: ითხოს: თუ: გიტყუვო: მოგაღორო: ღ~თნ: რისხვით: გამიკითხოს: შენმან: ჭურეტა: სიახლემან: მომაქარვოს: სევდა: მითხოს:

520. ამას: ზედა: შეიფიცნეს: მოყუარენი: გულსადაგნი: იაგუნდნი: ქარვის: ფერნი: სიტყვა: ბრძენნი: ცნობა: შმაგნი: შეუყვარდა: ერთმანერთი: სწუიდეს: მიწყივ: გულსა: დაგნი: მას: ღამესა: ერთგან: იყუნეს: შვენიერნი: ამხანაგნი:

521. ავთანდილცა: მასვე: თანა: ტიროდა: და: ცრემლი: ღვარა: რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: გაეყარა: ტარიელს: თუ: ვით: ეწყინა: რა: ქნას: ამას: ვერ: მიმხუდარა: ავთანდილცა: ჩატიროდა: შამბი: შიგან: ჩაიარა:

522. ავთანდილს: ასმათ: ჩამოჰყუა: ზენარით: ეუბნებოდა: მუჴლთა: უყრიდა: ტიროდა: თითითა: ეხვეწებოდა: ადრე: მოსულასა: ჰვედრებდა: მართ: ვითა: ია: ჭკნებოდა: მან: უთხრა: დაო: უთქვენოდ: სხუა: რამცა: მეგონებოდა:

523. ადრე: მოვალ: არ: გაგწირავ: არას: დავზამ: შინა: ხანსა: ოდენ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნუ: სად: არებს: იმა: ტანსა: აქათ: ორ: თვე: არ: მოვიდე: ვიქმ: საქმესა: დაუგვანსა: შეიგენით: მივცემივარ: ჭირსა: რასმე: თანისთანსა: