488. იგი჻ ნახეს჻ გასაქცევლად჻ გაემართნეს჻ შევჰკივლენით჻ ველნი჻ ჩვენგან჻ ნაომარნი჻ ომითავე჻ გარდავლენით჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩამოვაგდე჻ ერთმანერთსა჻ გავეხრმლენით჻ მისნი჻ სპანი჻ ყველაკანი჻ დავიპყრენით჻ არ჻ მოვჰკვლენით჻
489. უკანანიცა჻ ლაშქარნი჻ მოესწრნეს჻ მათ჻ გაქცეულთა჻ დაუწყეს჻ პყრობა჻ ჩამოყრა჻ შეშინებულთა჻ ძლეულთა჻ ძილისა჻ მიხვდა჻ ნაცვალი჻ ძილმკრთალთა჻ ღამეთეულთა჻ ტყვეთა჻ მრთელთაცა჻ არ჻ აკლდა჻ კვნესა჻ მართ჻ ვითა჻ სნეულთა჻
490. მას჻ ადგილსა჻ ნაომარსა჻ გარდავხედით჻ მოსვენებად჻ ხელსა჻ ხრმლითა჻ დავეკოდე჻ წყლულად჻ მაჩნდა჻ არ჻ ნაღებად჻ ჩემნი჻ სპანი჻ მოვიდიან჻ საჭვრეტლად჻ და჻ ჩემად჻ ქებად჻ ვერ჻ იტყვიან჻ ვერ჻ მიმხვდარნი჻ ქებასაცა჻ მოხსენებად჻
491. ერთსა჻ კაცსა჻ ეყოფოდეს჻ დიდებანი჻ რომე჻ მჭირდეს჻ ზოგთა჻ შორით჻ დამლოციან჻ ზოგნი჻ კოცნად჻ გამიპირდეს჻ რომელთაცა჻ გავეზარდე჻ დიდებულნი჻ ამიტირდეს჻ ჩემგან჻ ხრმლითა჻ განაკვეთნი჻ ნახეს჻ მეტად჻ გაუკვირდეს჻
492. გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ ლაშქარნი჻ ალაფი჻ ავაღებინე჻ ერთობ჻ სავსენი჻ მოვიდეს჻ თავიცა჻ ვაალაღებინე჻ სისხლთა჻ მებრძოლთა჻ სისხლითა჻ მინდორი჻ შევაღებინე჻ არ჻ ვბრძოლე჻ კარი჻ ქალაქთა჻ უომრად჻ გავაღებინე჻
493. რამაზის჻ ვარქუი჻ შემიგნია჻ საქმე჻ შენი჻ სამუხთალე჻ აწ჻ ეგრეცა჻ შეპყრობილმან჻ თავი჻ გამოიმართალე჻ სიმაგრეთა჻ ნუ჻ ამაგრებ჻ ყველა჻ ხელთა჻ მომათვალე჻ თვარა჻ შენი჻ შეცოდება჻ მემცა჻ ზედა჻ რად჻ წავსთვალე჻
494. რამაზ჻ მითხრა჻ აღარაა჻ ამის჻ მეტი჻ ჩემი჻ ღონე჻ ერთი჻ ჩემი჻ დიდებული჻ მომეც჻ ზედა჻ მაბატონე჻ ციხოანთა჻ გაუგზავნო჻ საუბარი჻ გამიგონე჻ ხელთა჻ მოგცემ჻ ყველაკასა჻ გაღანამცა჻ შენ჻ გაქონე჻
495. მივეც჻ ერთი჻ დიდებული჻ თანა჻ სპანი჻ წავატანენ჻ ციხოვანნი჻ ერთობილნი჻ ჩემს჻ წინაშე჻ მოვიყვანენ჻ ხელთა჻ მომცეს჻ სიმაგრენი჻ ომნი჻ ასრე჻ შევანანენ჻ საჭურჭლენი჻ სიმრავლითა჻ რასმცა჻ ვითა჻ დავაგვანენ჻
496. საჭურჭლენი჻ გარდავნახენ჻ თავის჻ თავის჻ კიდის჻ კიდე჻ უცხო჻ ფერთა჻ საჭურჭლეთა჻ დავშვრები჻ თუ჻ მოვსთვალვიდე჻ ერთგან჻ ვნახე჻ საკვირველი჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ თუმცა჻ ჰნახე჻ სახელისა჻ ცოდნასაცა჻ ინატრიდე჻
497. ვერა჻ შევიგენ჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ ნაქმარი჻ რაულად჻ ვისცა჻ ვუჩვენი჻ უკვირდის჻ ღმრთისაგან჻ თქვის჻ სასწაულად჻ არცა჻ ლარულად჻ ჰგებოდა჻ მას჻ ქსელი჻ არ჻ ორხაულად჻ სიმტკიცე჻ ჰგვანდა჻ ნაჭედსა჻ ვჰთქვი჻ ცეცხლთა჻ შენართაულად჻
498. იგი჻ საძღნოდ჻ მისად჻ დავდევ჻ ვისი჻ შუქი჻ მანათობდა჻ მეფისათვის჻ დავარჩივე჻ საარმაღნოდ჻ რაცა჻ სჯობდა჻ ჯორაქლემი჻ ათჯერ჻ ასი჻ ყველაკაი჻ წვივმაგრობდა჻ ატვირთული჻ გავუგზავნე჻ ამბავსაცა჻ კარგსა჻ ცნობდა჻
499. წიგნი჻ დავსწერე჻ მეფეო჻ სვემცაა჻ თქვენი჻ სვიანად჻ მე჻ ხატაელთა჻ მიმუხტლეს჻ თუცა჻ მათ჻ ეცა჻ ზიანად჻ ჩემი჻ ამბავი჻ დასტური჻ ამად჻ გაცნობე჻ გვიანად჻ მეფე჻ შევიპყარ჻ მოგივალ჻ მე჻ ალაფიანტყვიანად჻
500. რა჻ ყუელაი჻ დავიურვე჻ ხატაეთით჻ გავემგზავრე჻ წამოვიხვენ჻ საჭურჭლენი჻ სახელმწიფო჻ დავიავრე჻ ვერ჻ მოვეყავ჻ აქლემითა჻ აზავრები჻ ვააზავრე჻ მოვირჭვენ჻ და჻ მოვივლინე჻ რაცა჻ მწადდა჻ აგრე჻ ვყავრე჻
501. ხატაეთისა჻ ჴელმწიფე჻ მომყვანდა჻ შეპყრობილია჻ ინდოეთს჻ მიველ჻ მეგება჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ტკბილია჻ რა჻ ქება჻ მითხრა჻ არ჻ ითქმის჻ ჩემგან჻ სათქმელად჻ წბილია჻ ხელი჻ გამიხსნა჻ შემომკრა჻ მან჻ სახვეველი჻ ლბილია჻
502. ედგნეს჻ ტურფანი჻ კარავნი჻ მოედანს჻ ჩამოდგომილსა჻ საუბრისა჻ და჻ ჭვრეტისა჻ ჩემისა჻ მას჻ მონდომილსა჻ მას჻ დღესა჻ ედვა჻ ნადიმი჻ მას჻ შიგან჻ გარდახდომილსა჻ მიალერსებდა჻ მიჭვრეტდა჻ წინაშე჻ ახლოს჻ ჯდომილსა჻
503. მას჻ ღამით჻ ვსხედით჻ ნადიმად჻ მუნ჻ ამოდ჻ გავიხარენით჻ დილასა჻ ქალაქს჻ შევედით჻ მოედნით჻ ავიყარენით჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ლაშქარნი჻ უხმენით჻ შემოჯარენით჻ დღეს჻ ხატაელი჻ მიჩვენეთ჻ ტყვენიცა჻ შემომგვარენით჻
504. რამაზ჻ მეფე჻ შეპყრობილი჻ მას჻ წინაშე჻ მოვიყვანე჻ ტკბილად჻ ნახა჻ ხელმწიფემან჻ ვითა჻ შვილი჻ სააკვანე჻ ორგული჻ და჻ მოღალატე჻ ნამსახურსა჻ დავაგვანე჻ ესე჻ არის჻ მამაცისა჻ მეტისმეტი჻ სიგულვანე჻
505. მას჻ მეფესა჻ ხატაელსა჻ უმასპინძლა჻ უალერსა჻ ჟამიერად჻ უბრძანებდის჻ საუბარსა჻ მათსა჻ ფერსა჻ ცისკრად჻ მიხმეს჻ მიბრძანებდეს჻ მე჻ სიტყვასა჻ ლმობიერსა჻ შეუნდობო჻ ხატაელსა჻ მას჻ აქამდის჻ შენამტერსა჻
506. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთი჻ ვინათგან჻ შეუნდობს჻ შეცოდებულსა჻ უყავით჻ თქვენცა჻ წყალობა჻ მას჻ ღონეგაცუდებულსა჻ რამაზს჻ უბრძანებს჻ იცოდი჻ გაგზავნით჻ შეწყალებულსა჻ მაგრა჻ ნუ჻ გნახავთ჻ კვლაცაღა჻ ჩვენს჻ წინა჻ გაწბილებულსა჻