... (პარიზული ხელნაწერი 10)

507. ხარაჯა჻ დასდვეს჻ შეჰკვეთეს჻ დრაჰკანი჻ ასჯერ჻ ასია჻ კვლავ჻ ხატაური჻ მრავალი჻ სხვა჻ სტავრა჻ სხვა჻ ატლასია჻ მერმე჻ ყველანი჻ დამოსა჻ იგი჻ და჻ მისი჻ ხასია჻ შეწყალებული჻ გაგზავნა჻ უყო჻ რისხვისა჻ ფასია჻

508. ხატაელმან჻ დაუმადლა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყვანა჻ მოახსენა჻ ორგულობა჻ თქვენი჻ ღმერთმან჻ შემანანა჻ თუღა჻ ოდეს჻ შეღაგცოდო჻ მაშინ჻ მომკალ჻ მემცა჻ განა჻ წავიდა჻ და჻ ყველაკაი჻ მისი჻ თანა჻ წაიტანა჻

აქა ასმათისაგან მორთმევა სამჴარისა ნესტან დარეჯან გამოეგზავნა჻

509. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ ცისკრობს჻ არ჻ დანაღამია჻ ებრძანა჻ შენგან჻ გაყრივარ჻ მას჻ აქათ჻ თვეო჻ სამია჻ მინდორს჻ მოკლული჻ ისრითა჻ ნადირი჻ არ჻ მიჭამია჻ არ჻ დამაშვრალხარ჻ წავიდეთ჻ თუცა჻ დაშრომის჻ ჟამია჻

510. შევეკაზმე჻ დარბაზს჻ მიველ჻ დამხვდა჻ ჯარი჻ ავაზისა჻ შავარდნითა჻ სავსე჻ იყო჻ სრულად჻ არე჻ დარბაზისა჻ მეფე჻ ქვე჻ ჯდა჻ შეკაზმული჻ შვენებითა჻ მსგავსი჻ მზისა჻ გაეხარნეს჻ მისვლა჻ ჩემი჻ ტურფისა჻ და჻ ლამაზისა჻

511. იდუმლათ჻ ცოლსა჻ ეუბნა჻ მართ჻ ჩემგან჻ უცოდნელია჻ ომით჻ მოსრული჻ ტარიელ჻ საჭვრეტად჻ სასურველია჻ მან჻ გაანათლოს჻ მჭვრეტელთა჻ გული჻ რაზომცა჻ ბნელია჻ რაცა჻ დაგვედრო჻ საქმნელად჻ ქმენ჻ არა჻ საზოზღნელია჻

512. აწ჻ მითქუამს჻ საქმე჻ უშენო჻ შენცა჻ ცან჻ ესე჻ მცნებული჻ რათგან჻ ქალია჻ სამეფოდ჻ ჩვენგანვე჻ სახელდებული჻ ვინცაღა჻ ნახავს჻ აწ჻ ნახოს჻ აჰა჻ დღე჻ ედემს჻ ხლებული჻ გვერდსა჻ დაისვი჻ ორნივე჻ სრას჻ დამხვდით჻ მოვალ჻ შვებული჻

513. მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ძირი჻ მთისა჻ და჻ გორისა჻ იყო჻ სიმრავლე჻ ძაღლისა჻ შავარდნისა჻ და჻ ქორისა჻ ადრე჻ დავბრუნდით჻ ვიარეთ჻ არ჻ ეჯი჻ გზისა჻ შორისა჻ აღარ჻ იბურთეს჻ დაშლა჻ ქნეს჻ თამაშობისა჻ ორისა჻

514. რიდენი჻ რომე჻ მეშოვნეს჻ ქალაქსა჻ ხატაელთასა჻ იგი჻ მეხვივნეს჻ მშვენოდეს჻ ვახელებ჻ გულსა჻ ხელთასა჻ მეფე჻ გარდახდა჻ დარბაზსა჻ შევედით჻ ჩემთა჻ მზრდელთასა჻ შევხედენ჻ დავჰკრთი჻ ელვასა჻ ღაწვთა჻ მზეებრ჻ ნათელთასა჻

515. მას჻ მზესა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ნარინჯისფერნი჻ ჯუბანი჻ ზურგით჻ უთქს჻ ჯარი჻ ხადუმთა჻ დასდასად჻ უბანუბანი჻ სრულად჻ ნათლითა჻ აევსო჻ სახლი჻ შუკა჻ და჻ უბანი჻ მუნ჻ ვარდსა჻ შუა჻ შვენოდეს჻ ძოწმარგალიტნი჻ ტყუბანი჻

516. ნაომარსა჻ დაკოდილსა჻ ხელი჻ ყელსა჻ ჩამომება჻ დედოფალი჻ საჯდომთაგან჻ ადგა჻ წინა჻ მომეგება჻ ვითა჻ შვილი჻ გარდამკოცნა჻ ღაწვი჻ ვარდი჻ დამილება჻ მითხრა჻ ნუ჻ ეჭვ჻ ამას჻ იქით჻ თუღა჻ მტერი჻ შეღაგება჻

517. ახლოს჻ დამისვეს჻ ადგილსა჻ მუნ჻ სადა჻ მიამებოდა჻ პირისპირ჻ მიჯდა჻ იგი჻ მზე჻ გული჻ ვისთვისცა჻ კვდებოდა჻ მალვით჻ უჭვრეტდი჻ მიჭვრეტდის჻ სხვად჻ არად჻ მეგონებოდა჻ თვალნი჻ მოვსწყვიდნი჻ სიცოცხლე჻ ამითა჻ მეარმებოდა჻

518. შეიქმნა჻ სუმა჻ და჻ პურობა჻ მსგავსი჻ მათისა჻ ძალისა჻ სხვა჻ გახარება჻ ასეთი჻ არს჻ უნახავი჻ თვალისა჻ ჯამი჻ და჻ ჭიქა჻ ყველაი჻ ფეროზისა჻ და჻ ლალისა჻ არვისი჻ ბრძანა჻ მეფემან჻ არცა჻ გაშვება჻ მთრვალისა჻

519. მე჻ მუნა჻ მყოფი჻ მივეცი჻ შვებასა჻ მეტისმეტასა჻ არ჻ შემომხედნის჻ შევხედნი჻ ცეცხლმან჻ დამიწყის჻ შრეტასა჻ კაცთა჻ კრძალვასა჻ ვაწვევდი჻ გულსა჻ შმაგსა჻ და჻ რეტასა჻ რა჻ უამია჻ პირისპირ჻ საყვარელისა჻ ჭვრეტასა჻

520. დააგდეს჻ მღერა჻ მუტრიბთა჻ სულეთო჻ თავი჻ ხარიან჻ მიბრძანეს჻ შვილო჻ ტარიელ჻ ვით჻ გითხრათ჻ ვით჻ გვიხარიან჻ ნეტარძი჻ გვაქვსო჻ მებრძოლნი჻ მით჻ ჩვენნი჻ ვაგლახ჻ არიან჻ მართალან჻ შენნი჻ მჭვრეტელნი჻ არ჻ ცუდად჻ იმკვეხარიან჻

521. აწ჻ თუმცა჻ გმართებს჻ შემოსვა჻ ვის჻ მორჭმით჻ მოგივლენიან჻ არ჻ შეგმოსთ჻ მაგა჻ კაბათა჻ არ჻ აგხდით჻ ტურფად჻ გშვენიან჻ აწ჻ გქონდეს჻ ასი჻ საჭურჭლე჻ ვის჻ შუქნი჻ მოგიფენიან჻ თვით჻ შეიკერე჻ რაცა჻ გწადს჻ ჩვენგან჻ ნუღარა჻ გრცხვენიან჻

522. მომართუვნეს჻ ასნი჻ კლიტენი჻ ასთავე჻ საჭურჭლეთანი჻ თაყვანი჻ ვეც჻ და჻ დავლოცენ჻ დავლანი჻ მათთა჻ სვეთანი჻ მაკოცეს჻ ადგეს჻ ორნივე჻ თვით჻ იგი჻ მზენი჻ მზეთანი჻ რა჻ გასცნეს჻ ზომნი჻ ვით჻ გითხრნე჻ ლაშქართა჻ სისავსეთანი჻

523. კულაცა჻ დაჯდა჻ მხიარული჻ მოიმატა჻ სმა჻ და჻ მღერა჻ კვლა჻ გაგრძელდა჻ ნადიმობა჻ ბარბითი჻ და჻ ჩანგთა჻ ჟღერა჻ დედოფალნი჻ წამოვიდნეს჻ შეეყარა჻ მწუხრსა჻ დღე჻ რა჻ ძილპირამდის჻ სიხარულსა჻ სიხარული჻ ჰგვანდა჻ ვერა჻

524. ავიყარენით჻ მიგვჭირდა჻ სმა჻ დოსტაქნისა჻ მეტისა჻ საწოლს჻ შემოვე჻ შემექმნა჻ ცნობა჻ მათ჻ ვითა჻ რეტისა჻ ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყვექმნილსა჻ მე჻ ამა჻ ცეცხლთა჻ შრეტისა჻ მეგონებოდა჻ მალხენდის჻ გონება჻ მისგან჻ ჭვრეტისა჻

525. მონა჻ მოვიდა჻ მიამბო჻ ანბავი჻ მე჻ მართალიო჻ თქვენსა჻ ამბავსა჻ იკითხავს჻ აჯიღოსანი჻ ქალიო჻ მაშინვე჻ ვიცან჻ ავიჭერ჻ ჩქარჩქარად჻ გულგამკრთალიო჻ მოვიდა჻ ვნახე჻ ასმათი჻ ჩემთანა჻ მომავალია჻