... (S-4499), XVII ს.

483. რომე: პირველვე: დაესკუნა: მათ: ესე: შეეტყუებოდა: ერთმანერთსაცა: უჭვრეტდეს: სიტყუაცა: აგრე: სწბებოდა: ჩემგან: დაშლისა: კადრება: მართ: ამბად: არ: ეგებოდა: ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მი: და: მო: ჰკრთებოდა:

484. დედოფალმან: თქვა: ხუარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი: მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩვენთვის: სხვა: სჯობდა: რომელი: შეცილებამცა: ვინ: ჰკადრა: რადგან: თვით: იყო: მდომელი: მოწმობა: დავრთე: დაესკუნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი:

485. გაგზავნეს: კაცი: ხუარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი: შესთვალეს: გაჴდა: უმკვიდროდ: სამეფო: ჩუენი: ყოველი: არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდევ: გასათხოველი: თუ: მოგუცემ: შვილსა: სასიძოდ: სხვასა: ნუღარას: მოელი:

486. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდითა: გახარებოდა: ხუარაზმშას: სიხარულითა: დიდითა: ებრძანა: მოგვხუდა: მღრთისაგან: ჩვენ: რომე: ვინატრიდითა: თვით: მაგისებრსა: შვილსამცა: ჩვენ: ჴელსა: რასა: ვჰჴდიდითა:

487. კულავ: გაგზავნეს: სხუანი: კაცნი: სასიძოსა: მოყვანებად: დაავედრეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩვენად: ნაბრძანებად: მე: მაშვრალი: ნაბურთალი: საწოლს: შეველ: მოსვენებად: გულსა: სევდა: შემამყარა: ვიწყე: ჭირთა: მოპოვნებად:

488. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად: ასმათის: მონა: შემოდგა: მე: ვჯე: ლაღი: და: ჯანი: სად: წიგნი: მამართვა: ეწერა: ვინ: სჩან: ალვისა: ტანისად: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად:

489. შევჯე: წაველ: ბაღჩას: მიველ: ვითა: სცნობდენ: ლხინთა: ზომით: ბაღჩა: შევლე: კოშკი: აჩნდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით: ვნახე: ვსჭურეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწუთა: წთომით: დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისლუა: ნდომით:

490. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა: ვითა: წინას: შემომცინის: აღარ: ეგრე: გამიღიმდა: ყოლე: სიტყუა: არ: მამიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოღვრიდა: ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა:

491. ჩემნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა: შინა: კოშკად: შემიყუანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა: შეველ: ვნახე: იგი: მთუარე: ჭირმან: ყოვლმან: უკუმრიდნა: გულსა: შუქნი: შემომადგა: მაგრა: მიკუირს: არ: დამიდნა:

492. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი: ებურა: მოშლით: პიროქრო: მე: მივეც: რიდე: რომელი: მითვე: მწვანითა: უებრო: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი: ცრემლისა: ღუარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი:

აქა ტარიელისა და ნესტან დარეჯანის გაკამათება:

493. ქვე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირ: გამეხებული: არცა: მზე: ჰგუანდა: არც: მთვარე: ხე: ალვა: ედემს: ხებული: ასმათმან: დამსვა: შორს: გვარად: გულსა: მე: ლახვარხებული: მერმე: წამოჯდა: წარბშერჭუმით: გამწყრალი: გამეხებული:

494. მიბრძანა: მიკვირს: რად: მოხვე: მშლელი: პირისა: მტკიცისა: გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა: მაგრამ: ნაცვალსა: პატიჟსა: მიგცემსო: ზენამ: იცისა: ვჰკადრე: რა: გკადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უივიცისა:

495. ვთქვი: პასუხსა: ვერას: გკადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა: რა: შეგცოდე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერნამკრთალსა: კვლავცა: მითხრა: რას: გეუბნო: მტყუვანსა: და: შენ: მუხთალსა: დიაცურად: რად: მოვღორდი: მე: დაუწვავ: ამით: ალსა:

496. შენ: არ: იცი: ხუარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყვანება: შენ: ჯდომილხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება: შენ: გასტეხე: ფიცი: ჩემი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება: ღმერთმან: ქნას: და: დაგირჩინა: ოჴრად: შენი: ჴელოვნება:

497. გახსოვს: ოდეს: ჰაი: ჰაი: ზმიდი: ცრემლნი: შენნი: ველთა: ბანდეს: მკურნალნი: და: დასტაქარნი: წამალთყე: მოგიტანდეს: მამაცისა: სიცრუვეთა: ნეტარ: სხვანი: რამცა: გვანდეს: რადგან: დამთმე: მეცა: დაგთმობ: ვინძი: უფრო: დაზიანდეს:

498. ამას: ვბრძანებ: ვინცა: გინდა: ეპატრონოს: ინდოეთსა: ეგრეც: მე: მაქვს: პატრონობა: უგზოს: ვლიდენ: თუნდა: გზეთსა: ეგე: აგრე: არ: იქნების: წა: მომცთარხარ: მოსაცედსა: აზრნი: შენნი: შენვე: გგვანან: მტყუვანსა: და: შენ: აგეთსა:

499. ცოცხალ: ვიყო: შენ: ჰინდოეთს: ღმერთო: ხანი: ვერა: დაჰყო: თუ: ეცადო: დაყოფასა: ჴორცთა: შენთა: სული: გაჰყო: სხვა: ჩემებრი: ვერა: ჰპოვო: ცათამდისცა: ჴელი: აჰყო: ესე: სიტყუა: დაასრულა: ყმა: ატირდა: სულთქვნა: აჰყო:

500. თქუა: რა: მესმა: ესე: მისგან: მეიმედა: მეტისმეტად: კვლავ: მიეცა: თუალთა: ძალი: მის: ნათლისა: ეგრე: მჭურეტად: აწ: დავჰკარგე: რად: არ: გიკუირს: რად: ცოცხალვარ: რად: ვარ: რეტად: ვაი: სოფელო: უხანოო: რად: ზი: სისხლთა: ჩემთა: ხურეტად:

501. შევხედენ: ვნახე: სასთუნალს: მუსაფი: გაშლით: მდებარე: ავდეგ: ავიღე: მე: ღმრთისა: და: მერმე: მე: მათი: მქებარე: ვჰკადრე: თუ: მზეო: დაგიწუავს: ჩემიცა: დაწვი: მზე: ბარე: რადგან: არ: მამკალ: პასუხი: ერთია: გკადრო: მე: ბარე: