... (W-17), XVII ს.

487. ასრე წვა რომე არ გვანდა მკუდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა ღაწუთაგან ნახოკარისა კულავ წყალსა ასხამს უშველის ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა

488. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭურიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხურიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხურიტნა

489. ზე წამოჯდა ფერმიჴდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად

490. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხანს ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთითქმან ცრელი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება ვაი მე რა დიდი ზარია

491. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა უც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხუელისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკუირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

492. მოეგონა საყვარელი მისი მზე და მისი მთვარე თქვა ვიგონებ დაკარგულსა სიცოცხლე მაქვს ვისთვის მწარე სამხრე მისი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომ მმართებდა სიხარული ეგზომიცა ვით ვიხარე

493. რა მომივიდა ნაწერი ჩემგან მზედ სახედავისა თვალ მარგალიტი უფასო მისი ნაბამი მკლავისა მჴარსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა საკუირველი და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

494. ყაბაჩა და ერთი რიდე რომე მესხნეს სამძღვნოდ მისად ერთგან შევჰკრენ გაუგზავნენ მზესა აკლდა ოდნად მისად ასმათ დიდხანს არ გაუშვი მე იმედად სულთა დგმისად მისგან კიდე მომეცალა საუბრადმცა სხვადღა რისად

აქა რიდისა და ყაბაჩის გაგზავნა ტარიელისაგან ასმათის ხელით

495. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცულად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი

496. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე ესე ჟამი აწ ჩემთვის მასვე ჟამსა დავადარე სამჴრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

497. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

498. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ჴმაცა არ მესმინა

499. დილასა ადრე სრას მიჴმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვცან მათი ამბავი წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

500. მიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგულია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგუივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არა სმა არა გაგვა ამად ზედა წაგვიგია

501. აწ ქალისა ჩუენისათუის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ საჴელმწიფო შევანახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩუენთა ჴმალი ჩვენთვის არ ვმახოთ

502. ვთქუი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრა ჩანს ჩვენად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხვა რაღა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგუარების

503. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ჴელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არრომელია

504. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო კრფებოდა

505. დედოფალმან თქუა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრა რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი