... (H-461), XVIII ს.

487. ერთობილნი჻ მამეხვივნეს჻ მგრგვლივ჻ შეიქნა჻ ომი჻ დიდი჻ ვჰკრი჻ რასაცა჻ ვერ჻ დამიდგნის჻ სისხლსა჻ მჩქეფრსა჻ გარმოვღურიდი჻ ცხენსა჻ კაცი჻ გაკუეთილი჻ მანდიკურად჻ გარდავჰკიდი჻ სითაც჻ ვიყვი჻ გამექციან჻ მათ჻ შეექნის჻ ჩემი჻ რიდი჻

488. საღამოჟამ჻ დაიძახნა჻ ქედით჻ მათმან჻ დარაჯამან჻ ნუღარა჻ სდგათ჻ წაედითო჻ კვლა჻ მოგხედათ჻ რისხვით჻ ცამან჻ მოვა჻ მტვერი჻ საკვირველი჻ შეგვაშინა჻ ამად჻ ამან჻ ვაი჻ თუ჻ სრულად჻ ამოგვწყვიდნეს჻ უთუალავმან჻ დიდმან჻ სპამან჻

489. ჩემნი჻ ლაშქარნი჻ რომელნი჻ წამომეტანნეს჻ მე჻ არა჻ რა჻ ეცნა჻ წამოსულიყვნენ჻ ღამე჻ წამორთვით჻ ეარა჻ ვერ჻ დაიტევდა჻ მინდორი჻ და჻ არე჻ მთათა჻ ე჻ არა჻ გამოსჩნდეს჻ სცემდეს჻ ტაბლაკსა჻ ბუკმან჻ ჴმა჻ გაეზიარა჻

490. იგი჻ ვნახეთ჻ გასაქცევლად჻ გაემართნეს჻ შევჰკივლენით჻ ველნი჻ ჩუენგან჻ ნაომარნი჻ ომითავე჻ გარდავლენით჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩამოვაგდე჻ ერთმანერთსა჻ გავეჴრმლენით჻ მისნი჻ სპანი჻ ყველაკანი჻ დავიპყრენით჻ არ჻ მოვჰკულენით჻

491. უკანანიცა჻ ლაშქარნი჻ მოესწრნეს჻ ზედ჻ გაქცეულთა჻ დაუწყეს჻ პყრობა჻ ჩამოყრა჻ შეშინებულთა჻ ძლეულთა჻ მიხუდა჻ სასჯლისა჻ სანაცლოდ჻ ძილ჻ მკრთალთა჻ ღამე჻ თეულთა჻ ტყვეთა჻ მრთელთაცა჻ არ჻ აკლდა჻ კვნესა჻ მართ჻ ვითა჻ სნეულთა჻

492. მას჻ ადგილსა჻ ნაომარსა჻ გარდავჴედით჻ მოსვენებად჻ ჴელსა჻ ჴრმლითა჻ დავეკოდე჻ წყლულად჻ მაჩნდა჻ არ჻ დაღებად჻ ჩვენნი჻ სპანი჻ მოვიდიან჻ საჭურეტლად჻ და჻ ჩემად჻ ქებად჻ ვერ჻ იტყვიან჻ ვერ჻ მიმხუდარ჻ ვარ჻ ქებისაცა჻ მოხსენებად჻

493. ერთსა჻ კაცსა჻ ეყოფოდეს჻ დიდებანი჻ რომე჻ მჭირდეს჻ ზოგთა჻ შორით჻ მნახვიდიან჻ ზოგნი჻ კოცნად჻ გამიპირდეს჻ რომელთაცა჻ გავეზარდე჻ დიდებულნი჻ ამიტირდეს჻ ჩემის჻ ჴრმლითა჻ განაკვეთნი჻ ნახეს჻ მეტად჻ გაუკვირდეს჻

494. გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ ლაშქარნი჻ ალაფი჻ ავაღებინე჻ ერთობ჻ სავსენი჻ მოვიდეს჻ თავიცა჻ ვაალაღებინე჻ სისხლთა჻ მებრძოლთა჻ სისხლითა჻ მინდორი჻ შევაღებინე჻ კარი჻ მაშინვე჻ ციხეთა჻ უომრად჻ გავაღებინე჻

495. რამაზს჻ უთხარ჻ შემიგნია჻ საქმე჻ შენი჻ სამუხთალე჻ აწ჻ ეგრეცა჻ შეპყრობილმან჻ თავი჻ გამოიმართალე჻ ნუ჻ ამაგრებ჻ სიმაგრეთა჻ ჩემთვის჻ გზანი჻ ამოსთალე჻ არ჻ მამისმენ჻ თავიმც჻ შენი჻ მტვერსა჻ შიგან჻ შენ჻ წასთვალე჻

496. რამაზ჻ მითხრა჻ აღარაა჻ ამის჻ მეტი჻ ჩემი჻ ღონე჻ ერთი჻ ჩემი჻ დიდებული჻ მომეც჻ ზედა჻ მაპატრონე჻ ციხოვანთა჻ გაუგზავნი჻ შეთულილობა჻ გამიგონე჻ ჴელთა჻ მოგცემ჻ ყველაკასა჻ გაღანამცა჻ შენ჻ გაქონე჻

497. მივეც჻ ერთი჻ დიდებული჻ თანა჻ სპანი჻ წავატანენ჻ ციხოვანნი჻ ერთობილნი჻ ჩემს჻ წინაშე჻ მოვიყუანენ჻ ჴელთა჻ მამცეს჻ სიმაგრენი჻ ომნი჻ ასრე჻ შევანანენ჻ საჭურჭლენი჻ სიმრავლითა჻ ან჻ სიკეთით჻ რას჻ ვაგვანე჻

498. მაშინღა჻ შეველ჻ ხატაეთს჻ მოვლად჻ და჻ მოსათვალავად჻ კლიტენი჻ საჭურჭლეთანი჻ მამართვეს჻ დაუმალავად჻ ქვეყანა჻ ჩავსხი჻ უბრძანე჻ იყვენით჻ თქვენ჻ უკრძალავად჻ მზემან჻ არ჻ დაგუწვენ჻ იცოდით჻ დაგყარნეს჻ გაუგვალავად჻

499. საჭურჭლენი჻ გარდავნახენ჻ თავის჻ თავის჻ კიდისკიდე჻ უცხო჻ ფერთა჻ საჭურჭლეთა჻ დავშურები჻ თუ჻ დავსთვალვიდე჻ ერთგან჻ ვჰპოვე჻ უცხო჻ ფერი჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ თუმცა჻ ჰნახენ჻ სახელისა჻ ცნობასამცა჻ ინატრიდე჻

500. ვერა჻ შევიგენ჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ ნაქმარი჻ რაულად჻ ვისცა჻ უჩვენი჻ უკვირდის჻ ღმრთისაგან჻ თქვეს჻ სასწაულად჻ არცა჻ ლარულად჻ ჰგებოდა჻ მას჻ ქსელი჻ არ჻ ორხოულად჻ სიმტკიცე჻ გვანდა჻ ნაჭედსა჻ ვთქვი჻ ცეცხლთა჻ შენართაულად჻

501. იგი჻ საძღუნოდ჻ მისად჻ დავდევ჻ ვისი჻ შუქი჻ მანათობდა჻ მეფისათვის჻ დავარჩივე჻ საარმაღნოდ჻ რაცა჻ სჯობდა჻ ჯორ჻ აქლემი჻ ასჯერ჻ ასი჻ ყველაკაი჻ წვივ჻ მაგრობდა჻ დატვირთული჻ გავუგზავნე჻ ამბავსაცა჻ კარგსა჻ სცნობდა჻

აქა წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე გამარჯვებისა჻

502. დავსწერე჻ წიგნი჻ მეფეო჻ სუემცაა჻ თქვენი჻ სვიანად჻ მე჻ ხატაელთა჻ მიმუხთლეს჻ თუცა჻ მათ჻ ეცა჻ ზიანად჻ ჩემი჻ ამბავი჻ დასტური჻ ამად჻ გაცნობე჻ გვიანად჻ მეფე჻ შევიპყარ჻ მოგივალ჻ მე჻ ალაფიან჻ ტყვიანად჻

503. რა჻ ყველანი჻ დავიურვე჻ ხატაეთით჻ გავემგზავრე჻ წამოვიხუენ჻ საჭურჭლენი჻ საჴელმწიფო჻ დავიარე჻ ვერ჻ ამომყვენ჻ აქლემითა჻ აზავრები჻ ვააზავრე჻ მოვირჭმევ჻ და჻ მოვივლინე჻ რაცა჻ მწადდა჻ აგრე჻ ვჰყარე჻

504. ხატაეთისა჻ ხელმწიფე჻ მომყუანდა჻ შეპყრობილია჻ ინდოეთს჻ მიველ჻ მეგება჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ტკბილია჻ რა჻ ქება჻ მითხრა჻ არ჻ ითქმის჻ ჩემგან჻ სათქმელად჻ წბილია჻ ჴელი჻ გამიხსნა჻ შემომკრა჻ მან჻ სახუეველი჻ ლბილია჻

505. დადგნეს჻ ტურფანი჻ კარავნი჻ მოვედანს჻ ჩამოდგომილსა჻ საუბრისა჻ და჻ ჭურეტისა჻ ჩემისა჻ მას჻ მონდომილსა჻ მას჻ დღესა჻ ედვა჻ ნადიმი჻ მას჻ შიგან჻ გარდაჴდომილსა჻ მიალერსებდენ჻ პატივით჻ წინაშე჻ ახლოს჻ ჯდომილსა჻