... (A-363), XVII ს.

484. მან: მითხრა: ბედი: ღ~თისაგან: მიჯობსღა: ამას: რომელი: მოსრულხარ: ჩემად: წყალობად: მეფე: ინდოეთ: მჯდომელი: მემცა: რად: ვიყავ: ამისთვის: მადლისა: რასმე: მნდომელი: ერთი: ვარ: მონა: მონებად: წინაშე: თქუენსა: მდგომელი:

485. ესე: ქალაქი: გზა: არის: ნავთა: ყოველგნით: მავალთა: შემომკრეფელი: ამბავთა: უცხოთა: რათმე: მრავალთა: აქა: მოგესმის: წამალი: შენ: რომე: ცეცხლი: გწვავს: ალთა: ნუთუ: ღ~თნ: ქნას: გარდაჴდა: ამაგა: ჭირთა: და: მრავალთა:

486. ჩვენ: გავგზავნნეთ: მენავენი: რომელთაცა: კულა: უვლია: მოგვინახონ: იგი: მთუარე: ვისთუის: ჭირი: არ: გვაკლია: მუნამდისცა: მოიჭირვე: გონებამან: არ: დაგლია: ყოლცა: ჭირი: არ: ეგების: თუმცა: ლხინმან: არ: დასძლია:

487. კაცნი: უჴმენ: მასვე: წამსა: ესე: საქმე: დავიურვეთ: უბრძანა: თუ: ნავებითა: წადით: ზღუა: ზღუა: მოიცურვეთ: მოგვინახეთ: საყუარელსა: მისსა: მისთვის: მოვასურვეთ: თავსა: ჭირი: უათასეთ: რადმც: უშვიდეთ: რამცა: ურვეთ:

488. აჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს: უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს: მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: მორე: მლხენოდეს: უმისოდ: ლხინი: მინახავს: ამა: დღისათვის: მრცხვენოდეს:

489. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საბატონოსა: მითხრა: თუ: მცდარ: ვარ: აქამდის: ვერ: მივხუდი: გასაგონოსა: ხარ: დიდი: მეფე: ჰინდოთა: რა: ვით: ვინ: მოგაწონოსა: ვინ: არის: კაცი: რომელმან: თავი: არ: დაგამონოსა:

490. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოვლგნით: ამბვისა: მძებნელნი: ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი: ვერა: ვერ: ეცნა: ვერ: იყუნეს: ვერას: ამბისა: მცნობელნი: მე: უფრო: მდინდეს: თუალთაგან: კულა: ცრემლი: შეუშრობელნი:

491. ვთქვი: რა: მაკლდა: სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭურეტ: და: ვსუამ: იგია: მე: ვიშვებ: და: იგი: ტყუედა: ზღვასა: შიგა: წამიგია: კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია: ჴრმალსა: ჴელსა: ვეღარას: ვჰჴდი: ცუდად: შიგან: რას: მიგია:

492. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: ვითა: მესაზაროების: ამისად: მოწმად: ღ~თი: მყავს: სათქმელად: მეუცხოების: უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დღეცა: მესაღამოების: დაჴსნილვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების:

493. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი: ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი: ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: სისხლითა: მუნ: მორწყო: ველი: მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ჩემი: ლხინი: ყოველი:

494. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუჴლ: მოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახუალო: დაგემონნეთ: სიცოცხლეა: ჩვენი: ვირეს:

495. ეგრე: უთხარ: თქუენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქვენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების:

496. მერმე: ფრიდონ: მოიყუანა: მიძღუნა: ესე: ჩემი: ცხენი: მითხრა: ხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგეც: ხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღუენი: რამცა: გავკიცხენი: თუით: ამანვე: მოგაწონოს: საჴედრობა: სიფიცხენი:

497. ფრიდონ: გამომყუა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღუარენით: მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლად: არ: ენით: გაზრდილ: გამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავნი: დავადარენით:

498. ფრიდონისით: წამოსრულმან: წავე: ძებნად: კულა: ვიარე: რომე: არა: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღუათა: გარე: მაგრა: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე:

499. ვთქუი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მჴეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყუა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

500. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქუენთა: ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თუალთა: ჩემთათ: მონადენთა: რა: ესენი: მოისმენნეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჰაი: ჰაი: რასა: ბრძანებთ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩუენთა:

501. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღ~თნ: არ: გაგუყარნეს: ცხენთა: თქუენთა: ნატერფალსა: თქუენ: გიჭურეტდეთ: საჭურეტელსა: სანახავად: სატურფალსა: თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: ეგზომ: არღაფალსა:

502. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყუანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავჰყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმიჩნდეს: თხათა: და: მათ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნენ: ქუე: მინდორნი: და: ზე: მთანი:

503. ესე: ქვაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს: შემოვები: ამოვწყვიტენ: ყოლა: ვერას: ვერ: მეჴაფნეს: მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭუნი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამაღრიჯა: ცქაფნი: მისნი: კვლა: მეცქაფნეს: