ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

464. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ, ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხუდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭურეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე, ჩემი სჭირდა მისლუა ნდომით

465. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა

466. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყუანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა შევე ვნახე იგი მთუარე, ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემამადგა, მაგრამ გული არ დამიდნა

467. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი ებურნეს მოშლით პიროქრო, მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო, მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა, პირი ელვათა მკრთომელი

აქა ტარიელისა და ნესტან დარეჯანის გაკამათება

468. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული არცა მზე გვანდა არც მთვარე, ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად, გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭუმით, გამწყრალი გამეხებული

469. მიბრძანა მიკვირს რად მოხვე, მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი, შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პასუხსა, მიგცემსო ზენამ იცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი, მის ჩემგან მე უიცისა

470. ვთქუი პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია, უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კულაცა მითხრა რას გეუბნო, მტყუვანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწუავ ამით ალსა

471. შენ არ იცი ხვარაზმშასი, საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქნას და დაგირჩინა, ცუდად შენი ჴელოვნება

472. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი, წამალთყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუესა ნეტარ, სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს

473. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა, ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქუს პატრონობა, უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების, აწ მამცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან, ტყუვანსა და შენ აგეთსა

474. ცოცხალ ვიყო შენ ჰინდოეთს, ღ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

475. თქუა რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტისმეტად კულავ მიეცა თვალთა ლული, მის ნათლისა ეგრე მჭურეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად [.........................................................................................................]

476. შევხედენ ვნახე სასთუნალს, მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მე ღ~თისა, და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი, ერთია გკადრო მე ბარე

477. რომე გკადრებ ესე სიტყვა, აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი, ყოლე ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი, თქვიო თავი დამიქნია

478. კულაცა ვჰკადრე მეთუ მზეო, თქვენთუის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვამისი, ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა, პირი მემზოს ტანი მეხოს მაშ მაშინა როგორ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს

479. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს, შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა, იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა თავსა ვუთხარ დაემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

480. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხუდარა არ იტყვის თუ ინდოეთი ,უპატრონოდ არ მომჴდარა [................................................]სხვასა მართებს არად არა [...............................................................................]მამცდარა

481. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხვარა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალგვარო ზედა გული მჴეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე სადმე არ წამგვარო

482. სულთა ვრყიდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა იგი თოვლი დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი ,გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე, მემცა მართლად რად მიაზრა