... (S-4499), XVII ს.

465. იგი: მე: მომცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშვენოდეს: ვეჭუ: მნახო: შენცა: გიამოს: შენეულითა: მშვენოდეს: ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღაგვლენოდეს: ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს:

466. აქა: მჴეცქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: ეათასების: თქვა: მე: მაქუს: სამჴრე: რომელი: კვლავ: წინას: მკლავსა: მას: ების: იგი: შეიხსნა: მოიღო: თვალვით: არ: დაიფასების: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქუე: მკუდართა: დაესახების:

467. ასრე: წვა: რომე: არ: გვანდა: მკუდარი: სამარის: კარისა: ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა: ასმათს: ზდის: ღვარი: სისხლისა: ღაწვთაგან: ნახოკარისა: კულავ: წყალსა: ასხამს: უშველის: ჴმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა:

468. ავთანდილცა: სულთქნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭვრიტნა: ასმათ: ვანი: გაამრავლნა: ცრემლმან: მისმან: ქვანი: ხვრიტნა: მერმე: სულად: მოაქცია: ცეცხლნი: წყლითა: დაუშრიტნა: თქვა: ცოცხალვარ: საწუთრომან: აწცა: ჩემი: სისხლი: ხვრიტნა:

469. ზე: წამოჯდა: ფერმიჴდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად: ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად: დიდხან: მათად: არა: სცალდა: საუბრად: და: არცა: ჭურეტად: დარჩომა: და: არ: სიკუდილი: მას: უმძიმდა: მეტისმეტად:

470. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხანს: ვერა: თქუეს: სევდამან: გული: შეუკრა: დარია: დაჯდა: და: მწარედ: ატირდა: სულთ: ითქნა: ცრემლი: მიწასა: გარია: თქუა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

471. ავთანდილს: უთხრა: ისმენდი: ცნობა: უც: თუცა: ხელისა: გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხველისა: ლხინად: მიჩნს: შეყრა: მოყვრისა: მის: შენგან: შეუყრელისა: მე: მიკვირს: ჩემი: სიცოცხლე: ასრე: დარჩომა: მრთელისა:

472. ასმათის: ნახვა: მიამა: ჩემგან: დად: საესავისა: წიგნი: რა: ვნახე: მომართუა: ესე: საბამი: მკლავისა: მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიხსენ: რიდე: თავისა: იგი: უცხოა: ღარიბი: მტკიცისა: რასმე: შავისა:

473. რიდენი: და: ყაბაჩანი: რომე: მესხნეს: სამძღვნოდ: მისად: ერთგან: შევჰკრენ: გაუგზავნენ: მზესა: აკლდა: ოდნად: მისად: ასმათ: დიდხანს: არ: გაუშვი: მე: იმედად: სულთა: დგმისად: მისგან: კიდევ: მომეცალა: საუბრადმცა: რადღა: რისად:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა:

474. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: ჩემთვის: მონაფენი: გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი: ხელმან: შენნი: განვიცადენ: სინატიფესიტურფენი: სულთა: ნაცვლად: სამსახურნი: გაღანამცა: გიმუქფენი:

475. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე: აწ: ჩემთვისცა: ესე: ჟამი: მასვე: ჟამსა: დავადარე: სამჴრე: შენი: მომივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე: რომე: მმართებს: სიხარული: ეგზომიმცა: რა: ვიხარე:

476. გაღანამცა: ვიწინაშე: აჰა: რიდე: რომე: მთხოვე: ყაბაჩაცა: ასეთივე: ამისებრი: ვერა: ვჰპოვე: დაბნედილსა: ნუ: დამაგდებ: მიშველე: რა: მარგე: მოვე: სოფელს: მყოფსა: უშენოსა: კაცსა: ვისმცა: შევეპოვე:

477. ქალი: ადგა: გამეყარა: დავწევ: ამოდ: დამეძინა: მაგრა: შევკრთი: საყუარელი: ჩემი: ვნახე: ძილსა: შინა: გამეღვიძა: აღარა: მყუა: სულდგმულობა: მომეწყინა: ღამე: ასრე: გავათენე: მისი: ჴმაცა: არ: მესმინა:

478. დილასა: ადრე: სრას: მიჴმეს: დღე: რა: ქნა: მწუხრმან: ჟამითა: ავდეგ: ვსცან: მათი: ამბავი: წასლვა: ვქმენ: მითვე: წამითა: ვნახე: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა: რა: მიველ: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა:

აქა რჩევა ნესტან დარეჯანის გათხოვებისა:

479. გვიბრძანეს: თუ: ღმერთმან: ასრე: დაგვაბერნა: დაცაგულია: ჟამი: გუახლავს: სიკვდილისა: სიყმაწვილე: გარდგველია: ყმა: არ: მოგვცა: ქალი: გვივის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია: ყმისა: არსუმა: არა: გვაგვა: ამად: ზედა: წაგუთვლია:

480. აწ: ქალისა: ჩუენისათვის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ: რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩვენი: სახედ: ჩუენად: გამოვსახოთ: სამეფოსა: ვაპატრონოთ: საჴელმწიფო: შევანახოთ: არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩვენთა: ჴრმალი: ჩვენთვის: არ: ვმახოთ:

481. ვთქუი: თქუენი: ძისა: არა: სმა: გულსა: ვით: მიეფარების: მაგრა: კმა: ჩუენად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების: ვისცა: სთხოვთ: შვილსა: სასიძოდ: მას: დიდად: გაეხარების: სხვამცა: რა: გკადრეთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგუარების:

482. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გული: უც: თუცა: მელია: ვთქვი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: სათქმელია: მეფემან: ბრძანა: ხუარაზმშა: ჴელმწიფე: ხვარაზმელია: თუ: მოგუცემს: შვილსა: სასიძოდ: მისებრივ: არ: რომელია: