... (W-17), XVII ს.

468. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება ნუ ეჭუ მითხრა ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

469. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა შინა მივედით დარბაზსა ტურფასა ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავჰკრთი ელვასა ღაწუთა მზეებრ ნათელთასა

470. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დასდასად უბანუბანი სრულად ნათლითა აივსო სახლი შუკა და უბანი ბროლისა ყელსა შვენოდეს ძოწმარგალიტნი ტყუბანი

471. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირისპირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდის სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვსხლიტნი სიცოცხლე ამითა მეარებოდა

472. შეიქმნა სმა და პურობა მსგზავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშუება მთრვალისა

473. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა რა შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამ არის პირისპირ საყუარელისა ჭურეტასა

474. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქუსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალ არს შენნი მჭურეტელნი არ ცუდად იმკუეხარიან

475. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ სხვათა კაბათა არ აგჴდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

476. მამართუნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი თაყვანისვეც და დავლოცენ დოვლანი მათთა სუეთანი მაკოცეს ადგეს ორნივე თვით იგი მზენი მზეთანი რა გასცეს ზომი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი

477. კულაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა მუნ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული გვანდა ვერა

478. ავიყარენით მიგუჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოველ შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა

479. მონა მოვიდა მიამბო ამბავი მე მართალიო თქუენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულგამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

ასმათისაგან მორთმევა სამხრისა და რიდეთა მოსულად წაღება

480. მე ვისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანისსცემისად ჴელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

481. მიამბე მისი ამბავი სხუად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია თქუენ ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწცა სცნობ სხვასა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია

482. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალჯავარისა შენისა ომგარდაჴდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არვინ მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

483. ღ~თნ თუ მცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოსა შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

484. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ ჭირსა თავი არიდენო შენი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა აგინებენ არ იდენო გუშინ რომე მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

485. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გიამოს შენეულითა მშვენოდეს ესე შეიბი სამკლავე თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

486. აქა მჴეცქმნილი ტარიელ ტირს ჭირი იათასების თქვა მე მაქვს სამჴრე რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქუე მკუდართა დაედასების