... (H-461), XVIII ს.

468. მუნით჻ წასული჻ ჩამოვჰჴე჻ ტევრისა჻ რასმე჻ კიდესა჻ კვლავ჻ მოციქულნი჻ მოვიდნეს჻ მას჻ ღამეს჻ არ჻ დამრიდესა჻ წინ჻ არაბულთა჻ ტაიჭთა჻ ძღუნად჻ ჩემთუის჻ მოზიდვიდესა჻ მეფენი჻ თქვენსა჻ ნახვასა჻ თქვეს჻ მართლად჻ ინატრიდესა჻

469. მითხრეს჻ მეფე჻ მოგეგებვის჻ მეცა჻ შენ჻ კერძ჻ ვიარები჻ სახლით჻ ჩემით჻ წამოსრული჻ ხვალე჻ ადრე჻ შეგეყრები჻ მოციქულნი჻ დავაყენენ჻ ხარგი჻ დავდგი჻ არ჻ მაზრები჻ მეტად჻ ამოდ჻ უალერსე჻ ერთგან჻ დაწუნეთ჻ ვით჻ მაყრები჻

470. კარგი჻ საქმე჻ კაცსა჻ ზედა჻ ეგზომ჻ თურმე჻ არ჻ წაჴდების჻ ერთი჻ კაცი჻ უკმორესწყდა჻ მოდგა჻ მალვით჻ მეუბნების჻ დიდი჻ მაცო჻ თქვენი჻ ვალი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების჻ გაწირვა჻ და჻ დავიწყება჻ ჩემგან჻ თქვენი჻ არ჻ იქნების჻

471. მე჻ მამისა჻ თქვენისაგან჻ ვარ჻ ცოტაი჻ განაზარდი჻ თქვენი჻ მესმა჻ საღალატო჻ საცნობელად჻ გამოვარდი჻ მკვდარი჻ მიმძიმ჻ სანახავად჻ ტანი჻ მჭევრი჻ პირი჻ ვარდი჻ ყველასავე჻ მოგახსენებ჻ გამიგონე჻ დამიწყნარდი჻

472. შემიგნია჻ იგი჻ კაცი჻ შენთუის჻ კარგსა჻ არ჻ არჩევენ჻ მოციქულთა჻ მოგზავნილთა჻ საღალატოდ჻ შეგიჩუევენ჻ ილათითა჻ მიგიყვანენ჻ უკან჻ სპათა჻ მოგაწევენ჻ სასიკვდილოდ჻ მონდომიხარ჻ აგრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გაწუევენ჻

473. რომე჻ ცუდად჻ არ჻ მოღორდე჻ ისი჻ კაცნი჻ გღალატობენ჻ ერთგან჻ შენთვის჻ დამალულნი჻ სპანი჻ ასჯერ჻ ათასობენ჻ კვლავ჻ სხვაგან჻ გითქს჻ სპანი჻ ბევრი჻ ასრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გიხმობენ჻ აწვე჻ თავსა჻ არ჻ ეწები჻ ფათერაკსა჻ შეგასწრობენ჻

474. მეფე჻ ცოტათ჻ მოგეგებვის჻ ვის჻ მჭურეტნი჻ ვერ჻ გელევიან჻ მალვით჻ ჩაიცმენ჻ აბჯარსა჻ მიენდო჻ მით჻ გეთნევიან჻ კვამლსა჻ შეიქმენ჻ ლაშქარნი჻ ყოველგნით჻ მოგეხვევიან჻ რა჻ ერთსა჻ გცემდენ჻ ათასნი჻ ეგრეცა჻ მოგერევიან჻

475. მას჻ კაცსა჻ ამოდ჻ ვეუბენ჻ და჻ მადლსა჻ გარდვიჴდიდია჻ რომე჻ არ჻ მოვჰკვდე჻ შემოგზღო჻ შენ჻ ამას჻ ინატრიდია჻ აწ჻ ამხანაგთა჻ არ჻ გიგრძნან჻ წადი჻ მათთანვე჻ მიდია჻ თუ჻ დაგივიწყო჻ უთუოდ჻ თქვი჻ ნუ჻ გაქუს჻ რიდია჻

476. არვის჻ უთხრა჻ სულ჻ დგმულსა჻ დავმალე჻ ვითა჻ ჭორია჻ რაცა჻ იქნების჻ იქნების჻ ყოვლი჻ თათბირი჻ სწორია჻ მაგრა჻ სპათაკენ჻ გავგზავნე჻ კაცი჻ გზა჻ თუცა჻ შორია჻ შევსთვალე჻ ფიცხლავ჻ წამოდით჻ მოგრაგნეთ჻ მთა჻ და჻ გორია჻

477. მე჻ დილასა჻ მოციქულთა჻ სიტყვა჻ ტკბილი჻ შევუთვალე჻ რამაზს჻ ჰკადრეთ჻ მოგეგებვი჻ მოდი჻ მოვალ჻ მეცა჻ მალე჻ ნახევარ჻ დღე჻ სხვა჻ ვიარე჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ ვაკრძალე჻ განგებაა჻ დღესცა჻ მამკლავს჻ ქვემცა჻ სადა჻ დავიმალე჻

478. ქედსა჻ რასმე჻ გარდავადეგ჻ მინდორს჻ მტვერი჻ დავინახე჻ ვთქვი჻ თუ჻ მოვა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩემთვის჻ უდგამს჻ თუცა჻ მახე჻ ჩვენი჻ გაჰკვეთს჻ ჴორცსა჻ მათსა჻ ჴრმალი჻ ბასრი჻ შუბი჻ ახე჻ მუნღა჻ უთხარ჻ სპათა჻ ჩემთა჻ სახე჻ დიდი჻ დაუსახე჻

479. ვთქვი჻ თუ჻ ძმანო჻ ისი჻ კაცნი჻ ჩუენ჻ ღალატსა჻ გვიდგებიან჻ მკლავთა჻ ჩვენთა჻ სიმაგრენი჻ ამისთვისმცა჻ რად჻ დალბიან჻ აწ჻ შევებნეთ჻ ჴრმალნი჻ ჩვენნი჻ წელთა჻ ცუდად჻ რას჻ გვაბიან჻ ვინცა჻ მოკვდეს჻ მეფეთათვის჻ მათნი჻ სულნი჻ ზეცას჻ რბიან჻

480. უბრძანე჻ ჩაცმა჻ აბჯრისა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ჴაფითა჻ დავეკაზმენით჻ საომრად჻ ჯაჭუთა჻ ჯავშან჻ ქაფითა჻ რაზმი჻ დავაწყევ჻ მივმართე჻ წაველ჻ დიდითა჻ სწრაფითა჻ მას჻ დღესა჻ ჩემი჻ მებრძოლნი჻ ჩემმავე჻ ჴრმალმან჻ დაჰფითა჻

481. მივეახლენით჻ შეგუატყვეს჻ მათ჻ ტანთა჻ აბჯარ჻ ცმულობა჻ კაცი჻ მოვიდა჻ მამართვა჻ მეფისა჻ მოციქულობა჻ ეთქვა჻ თუ჻ ჟამად჻ გუაჩნია჻ ჩვენ჻ თქვენი჻ არ჻ ორგულობა჻ აბჯრითა჻ გხედავთ჻ შეგვექნა჻ ჩავენ჻ ამად჻ გულ჻ ნაკლულობა჻

482. შევსთვალე჻ თუ჻ მეცა჻ ვიცი჻ რაცა჻ ჩემთვის჻ გაგიგია჻ თქვენ჻ რასაცა჻ სთათბირობდით჻ არ჻ იქმნების჻ არ჻ იგია჻ ბრძანეთ჻ მოდით჻ შეგვებენით჻ ვითა჻ წესი჻ და჻ რიგია჻ ჩვენცა჻ თქვენად჻ საომარად჻ ჴელი჻ ჴრმალსა჻ დაგვიგია჻

483. რა჻ მივიდა჻ მოციქული჻ კვლავცა჻ რადღა჻ გამოგზავნეს჻ კვამლი჻ შექნეს჻ ლაშქართათვის჻ დამალული჻ გაამჟღავნეს჻ სამალავით჻ გამოვიდეს჻ თავნი჻ ორგნით჻ აქარავნეს჻ შექმნეს჻ რაზმი჻ მრავალ჻ კეცი჻ თუცა჻ ღმერთო჻ ვერა჻ ავნეს჻

აქა ომი ტარიელისა და ხატაელთა მეფისა რამაზისაგან჻

484. შუბნი჻ ვსთხოვენ჻ ჴელი჻ მივჰყავ჻ მუზარადის჻ დასარქმელად჻ ავტეხილვარ჻ საომარად჻ მათ჻ ძუტთა჻ გასატეხლად჻ ერთსა჻ წავსწუდი჻ უტევანსა჻ წავგრძელდი჻ და჻ წავე჻ გრძელად჻ მათ჻ ურიცხუთა჻ რაზმი჻ ეწყო჻ წყნარად჻ დგეს჻ და჻ აუშლელად჻

485. ახლოს჻ მიველ჻ შემომხედნეს჻ შმაგიაო჻ ესე჻ თქვესა჻ მუნ჻ მივმართე჻ მკლავმაგარმან჻ სად჻ უფროსი჻ ჯარი჻ დგესა჻ კაცს჻ შევეც჻ ცხენი჻ დავეც჻ მართ჻ ორნივე჻ მიჰჴდეს჻ ზესა჻ შუბი჻ გატყდა჻ ჴრმალსა჻ უთხარ჻ ვაქებ჻ მეტად჻ ვინცა჻ გლესა჻

486. შიგან჻ ასრე჻ გავერივე჻ გნოლის჻ ჯოგსა჻ ვითა჻ ქორი჻ ველი჻ მძორსა჻ ვერ჻ იტევდა჻ ცხენ჻ კაცისა჻ დავდგი჻ გორი჻ კაცი჻ ჩემი჻ განატყორცი჻ ბრუნავს჻ ვითა჻ ტანაჯორი჻ ერთობ჻ სრულად჻ ამოვწყვიტე჻ წინა჻ კერძი჻ რაზმი჻ ორი჻