... (H-599), 1646 წ.

580. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა: შორით: უხმე: “რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რად: დაგუდაგნა: მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყვანი: გამოაგნა: მითხრა: ღ~თმან: სიმგრგვლე: ცისა: ჩვენთვის: რისხვით: წამოგრაგნა:

581. ახლოს: მიველ: კვლაცა: ვჰკითხე: “რაშიგან: ვართ: თქვი: მართალი: კვლა: საბრალოდ: ამიტირდა: კვლა: მოედვა: ამით: ალი: დიდხან: სიტყვა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი: მკერდსა: წითლად: უღებავიდა: სისხლი: ღაწვთა: ნაწვეთალი:

582. მერმე: მითხრა: “მოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე: მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე: დამხსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღმერთსა: შენსა: მიავალე:

583. მიამბო: “ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ხმა: დაგივარდა: მეფესა: ესმა: აიჭრა: მართ: მისგან: გასატკივარდა: შენ: დაგიძახა: “მიხმეთო ხმამაღლა: გახმა: ყივარ: და: მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა:

584. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის: კარნი: სადმე: გაუვლიან: მეფე: ბრძანებს: “ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან: მას: უყვარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან: რა: ნახიან: ერთმანერთი: არშეხედვა: ვერ: დასთმიან:

585. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მადესა: მე: ღმრთისა: ვუთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა: მათ: ბოზ: კუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა: თუ: დავარჩინო: ღმერთი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზად: ესა:

586. მის: მეფისა: წესი: იყო: თავი: მისი: ძვირად: ფიცის: თუცა: ფიცის: არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის: ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის: მან: უამმბო: დავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნებითა: ცაცა: იცის:

587. დავარს: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღმრთისა: მტერმან: თავი: ფიცა: ძმამან: შენმან: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან: მან: აგრე: თქვა: “უბრალო: ვარ: იცის: ღმერთმან: სახიერმან: ვისგან: მოვკვდე: ვისთვის: წავხდე: მიიხვედროს: იგი: ვერ: მან:

588. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხვე: შენ: ოდეს: შენეულივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს: დავარ: მოსთქმიდა: ხმა: მაღლად: რომელნი: არა: მსენოდეს: “ბოზო: შენ: ბოზო: რად: მომკალ: ვეჭვ: შენცა: არა: გლხენოდეს:

589. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკვლევინე: არ: ცუდად: მომკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე: ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღვევინე: აწ: ღმერთსა: უნდეს: ვერ: მიხვდე: ვის: ესე: დააშლევინე:

590. ხელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა: დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოიქუშნა: მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა: ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა:

591. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა: წამოდგეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა: მათ: კიდობანი: მოიღეს: ეუბრნეს: არ: აჯებითა: მას: შიგან: ჩასვეს: იგი: მზე: ჰგავს: იქნა: დარაჯებითა:

592. მან: უთხრა: “წადით: დაკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია: წმინდისა: წყალი: ვერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია: მათ: გაეხარნეს: ხმა: მაღლად: იყივლეს: იპი: იპია: ესე: ვნახე: და: არ: მოვკვე: არა: მგავს: არცა: სიპია:

593. “ზღვათაკენ: გაარნეს: სარკმელნი: მაშინვე: გაუჩინარდა: დავარ: თქვა: “მქმნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინ: არ: და: ვირემ: მომკლევდეს: მოვკვდები: სიცოცხლე: გასაწყინარდა: დანა: დაიცა: მოცაკვდა: დაეცა: გასისხლმდინარდა:

594. რად: არ: მიკვირვებ: ცოცხალსა: მე: ლახვარდაუსობელსა: აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა: ზენაარ: დამხსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმა: დაუთმობელსა: საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშობელსა:

595. მე: უთხარ: “დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რამცა: ვქმენ: ნაცვლად: თვით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: სად: კლდე: და: წყალია: სრულად: გავქვავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

596. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მომივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: “ნუ: მოჰკვდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა: გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა:

597. შევე: ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ასსამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული: გამომყვა: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღვის: პირს: მიველ: ნავი: დამხვდა: მენავემან: მნახა: ზმული:

598. ნავსა: შევჯე: ზღვასა: შეველ: ზღვასა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მომიძაგა: ღმერთსა: თურე: ასრე: ვსძაგდი:

599. რომე: დავჰყავ: წელიწადი: თვე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანამყოლი: ყველაკაი: ამომიწყდა: დამეხოცა: ვსთქვი: თუ: “ღ~თსა: ვერას: ვჰკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყოცა: