... (H-599), 1646 წ.

716. მზე: ეტყუის: მომხვდა: ყოველი: ჩემი: წადილი: გულისა: პირველ: შენ: მოხველ: მშვიდობით: მპოვნელი: დაკარგულისა: მერმე: ზრდა: სიყვარულისა: გაქვს: ჩემგან: დანერგულისა: ვპოვე: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

717. საწუთრო: კაცსა: ყოველსა: ვითა: ტაროსი: უხუდების: ზოგჯერ: მზეა: და: ოდესმე: ცა: რისხვით: მოუქუხდების: აქამდის: ჭირი: ჩემზედა: აწ: ესე: ლხინად: უხუდების: რადგან: შვება: აქვს: სოფელსა: თვით: რად: ვინ: შეუწუხდების:

718. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა: ჴამს: გასრულება: მოყვრისა: სიყვარულისა: მტკიცისა: ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: უვიცისა: ჩემი: თქჳ: რა: ვქნა: ბნელ: ქმნილმან: მზე: მიმეფაროს: მე: ცისა:

719. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა: ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა: ცუდი: არის: სიყვარული: ქუეით: კოცნა: მზისა: წვერვა: თუ: გიახლო: ერთხელ: ვაჲ: და: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა:

720. ვაი: თუ: გავიჭრა: გაჭრილსა: სადა: გლახ: დამწუავს: სად: ალი: გული: ძეს: საგნად: ისრისა: მესვრის: საკრავად: სამალი: ფრიად: მწადს: მაგრა: გარდახდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი: დრო: სიცოცხლისა: ჩემისად: დღისითღა: ჩანს: ნასამალი

721. მესმა: თქუენი: ნაუბარი: გავიგონე: რაცა: ბრძანე: ვარდსა: ქაცვი: მოაპოვებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე: მაგრა: მზეო: თავი: მზესა: ჩემთვის: სრულად: დააგვანე: სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: არ: წამატანე:

722. ყმა: ტკბილი: და: ტკბილქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი: ამაზედა: ეუბნების: ვით: გაზრდილსა: ამო: მზრდელი: ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულქნა: მისი: საწადელი: ღმერთმან: ქნას: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი:

723. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლ: ლალსა: თანა: ახუიოს: ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს: მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერ: მჭვრეტსა: ავაგლახიოს: ვაჲ: მოყვარისა: გაყრილსა: ახიო: ეყოს: ახიოს:

724. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვისაცა: მეტისმეტითა: იტყვის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: სისხლთა: ჩემთა: ხურეტითა:

725. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მის: მოყვრისა: მოშორება: აწ: აბინდებს: არ: აჩრდილებს:

726. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწუი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყვის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკვირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: ვირე: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

727. ვინ: უწინ: ედემს: ნაზარდი: ალვა: მრწყო: დამრგო: მახია: დღეს: საწუთრომან: ლახვარსა: მიმცა: დამხია: მახია: დღეს: გული: ცეცხლსა: უშრეტსა: დაბმით: დამიბა: მახია: აწყა: ვსცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

728. მას: მოსთქვამს: ცრემლსა: აბნევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს: გულამოსკვნით: ოხვრა: სულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყვარლისა: სიახლესა: მოშორვება: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლო: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს:

729. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითა: საყვარელსა: არ: მოსწყდების: ვით: მწვანილსა: თრთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: როგორ: ადრე: დააჩნდების:

730. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გული: ჟამჟამად: ყოველთა: ჭირთ: მომთმო: ლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: თვით: ვერას: ვერ: გამზომელი: ვერცა: ჰპატრონობს: სიკვდილი: ვერცა: პატრონი: რომელი:

731. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი: მან: მარგალიტნი: მოიხვნა: მის: მზისა: სამეყვისონი: მის: მზისა: ყელთა: ნაბამნი: მათ: კბილთა: სამეტყვისონი: პირსა: დასდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

732. რა: გათ: ენდა: კაცი: მოვა: მომკითხავი: დარბაზს: მხმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილნაკრთობი: ერთმანერთსა: ეჯავრიან: დგას: მჭვრეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოეკაზმა: დაბდაბნობი:

733. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქმოდა: ქოსდაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყვა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბოლა: მიდა: მოდა: მას: დღეს: მათგან: მონაღვარი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა:

734. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახვდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ხმას: სცემს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყვნეს: სრულნი:

735. ყმა: უჯდა: ახლოს: მეფესა: ჰკითხვიდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭვირს: ბროლ: ლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა: ღირსნი: ახლოს: სხდეს: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელოდ: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა: