... (H-599), 1646 წ.

523. გაგზავნეს: კაცი: ხვარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი: შესთვალეს: გახდა: უმკვიდროდ: სამეფო: ჩვენი: ყოველი: არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდევ: გასათხოველი: თუ: მოგუცემ: შვილსა: სამისოდ: სხვასა: ნუღარას: მოელი:

524. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდითა: გახარებოდა: ხვარაზმშას: სიხარულითა: დიდითა: ებრძანა: მოგვხვდა: ღმრთისაგან: ჩვენ: რომე: ვინატრიდითა: თვით: მაგისებრსა: შვილსამცა: ჩვენ: ხელსა: რასა: ვხდიდითა:

525. კვლა: გაგზავნეს: სხუანი: კაცნი: სასიძოსა: მოყვანებად: დაავედრეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩვენად: ნაბრძანებად: მე: მაშვრალი: ნაბურთალი: საწოლს: შეველ: მოსვენებად: გულსა: სევდა: შემეყარა: ვიწყე: ჭირთა: მოპოვნებად:

526. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად: ასმათის: მონა: შემოდგა: შევჯე: ლაღი: და: ჯანი: სად: წიგნი: მომართვა: ეწერა: ვინ: სჩან: ალვისა: ტანისად: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად:

527. შევჯე: წაველ: ბახჩას: მიველ: ვითა: სცნობდენ: ლხინთა: ზომით: ბაღჩა: შევლე: კოშკი: დამხხდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით: ვნახე: ვსჭურეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწვთა: წთომით: დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისლვა: ნდომით:

528. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა: ვითა: წინას: შემომცინის: აღარ: ეგრე: გამიღიმდა: ყოლა: სიტყვა: არ: მომიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოსწვიმდა: ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა:

529. ჩემნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა: შინა: კოშკად: შემიყუანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა: შეველ: ვნახე: იგი: მთვარე: ჭირმან: ყოვლმან: უკუმრიდნა: გულსა: შუქნი: შემომადგა: მაგრა: გული: არ: დამიდნა:

530. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი: ებურა: მოშლით: პიროქრო: მე: მივეც: რიდე: რომელი: მითვე: მწვანითა: უებრო: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი: ცრემლისა: ღვარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი:

531. ქვე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირ: გამეხებული: არცა: მზე: გვანდა: არც: მთვარე: ხე: ალვა: ედემს: ხებული: ასმათმან: დამსვა: შორს: გვარად: გულსა: მე: ლახვარხებული: მერმე: წამოჯდა: წარბ: შერჭუმით: გამწყრალი: გამეხებული:

532. მიბრძანა: მიკვირს: რად: მოხველ: მომშლელი: პირისა: მტკიცისა: გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა: მაგრა: ნაცვალსა: პატიჟსა: მიგცემსო: ზენამ: იცისა: ვჰკადრე: რა: გკადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უვიცისა:

533. ვთქვი: პასუხსა: ვერას: გკადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა: რა: შეგცოდე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერნამკრთალსა: კვლაცა: მითხრა: რას: გეუბნო: მტყუვანსა: და: შენ: მუხთალსა: დიაცურად: რას: მოვღორდი: მე: დაუწვავ: ამით: ალსა:

534. შენ: არ: იცი: ხვარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყვანება: შენ: ჯდომილხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება: შენ: გასტეხე: ფიცი: ჩემი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება: ღმერთმან: ქნას: და: დაგირჩინა: ცუდად: შენი: ხელოვნება:

535. გახსოვს: ოდეს: ჰაი: ჰაი: ზმიდი: ცრემლნი: შენნი: ველთა: ბანდეს: მკურნალნი: და: დასტაქარნი: წამალთყე: მოგიტანდეს: მამაცისა: სიცრუვეთა: სახენიმცა: რანი: ჰგვანდეს: რადგან: დამთმე: მეცა: დაგთმობ: ვინძი: უფრო: დაზიანდეს:

536. ამას: ვბრძანებ: ვინცა: გინდა: ეპატრონოს: ინდოეთსა: ეგრეც: მე: მაქვს: პატრონობა: უგზოს: ვლიდენ: თუნდა: გზეთსა: ეგე: აგრე: არ: იქნების: წა: მომცთარხარ: მოსაცეთსა: აზრნი: შენნი: შენვე: გგვანან: ტყუვანსა: და: შენ: აგეთსა:

537. ცოცხალ: ვიყო: შენ: ინდოეთს: ღმერთო: ხანი: ვერა: დაჰყო: თუ: ეცადო: დაყოფასა: ხორცთა: შენთა: სული: გაჰყო: სხვა: ჩემებრი: ვერ: იშოვო: ცათამდისცა: ხელი: აჰყო: ესე: სიტყვა: დაასრულა: ყმა: ატირდა: სულთქვნა: აჰყო:

538. თქვა: რა: მესმა: ესე: მისგან: მეიმედა: მეტისმეტად: კვლავ: მიეცა: თვალთა: ლული: მის: ნათლისა: ეგრე: მჭვრეტად: აწ: დავჰკარგე: რად: არ: გიკვირს: რად: ცოცხალვარ: რად: ვარ: რეტად: ვაი: სოფელო: უხანოვო: რად: ზი: სისხლთა: ჩემთა: ხვრეტად:

539. შევხედენ: ვნახე: მუსაფი: სასთუნალს: გაშლით: მდებარე: ავდეგ: ავიღე: მე: ღმრთისა: და: მერმე: მე: მათი: მქებარე: ვჰკადრე: თუ: მზეო: დაგიწვავს: ჩემიცა: დაწვი: მზე: ბარე: რადგან: არ: მომკალ: პასუხი: ერთია: გკადრო: მე: ბარე:

540. რომე: გკადრებ: ესე: სიტყვა: აწ: თუ: ცუდად: ნალიქნია: ცამცა: მრისხავს: მზისა: შუქნი: ყოლა: ჩემთვის: ნაშუქნია: თუ: მაღირსებ: გაკითხვასა: ავი: არა: არ: მიქნია: მან: მიბრძანა: რაცა: იცი: თქვიო: თავი: დამიქნია:

541. კვლაცა: ვჰკადრე: მეთუ: მზეო: თქვენთვის: ფიცი: გამეტეხოს: ღმერთმან: აწვე: რისხვა: მისი: ზეცით: ჩემთვის: გაამეხოს: ვისი: გინდა: უშენოსა: პირი: მემზოს: ტანი: მეხოს: მაშა: მაშინ: როგორ: დავრჩე: რა: ლახვარი: გულსა: მეხოს:

542. მე: მეფეთა: დარბაზს: მიხმეს: შექნეს: დიდი: ვაზირობა: მათ: წინასვე: დაეპირა: იმა: ყმისა: შენი: ქმრობა: დამეშალა: ვერ: დავშლიდი: დამრჩებოდა: უმეცრობა: თავსა: უთხარ: მიემოწმე: ჟამად: გიჯობს: გულმაგრობა: