... (H-599), 1646 წ.

562. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სხვანი: სპანია: ჩვენ: აქა: ვნახოთ: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია:

563. მაედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდახდა: დღე: ჰგვანდა: არ: აღუსებისა: შეიქმნა: გასლვა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყეს: დგომა: ლაშქართა: თემ: თემად: დას: დასებისა:

564. მე: დავშვერი: ვითა: წესია: საურავგარდახდილისა: მონა: მოვიდა: მომართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: შინა: წამოველ: მაშურალსა: ქნა: მომდომოდა: ძილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მგზავსი: ალვისა: ზრდილისა:

ტარიელის ხმობა ნესტან დარეჯანისაგან და სიძის მოკვლა:

565. ცხენისაგან: არ: გარდავხე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: ვნახე: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: ჰმილდი: მითხრა: შენი: შემსწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყვედლად: ვით: გამართლო: რაგვარამცა: გავექილდი:

566. შევედით: ვნახეთ: წარბშერჭუმით: ბალიშსა: ზედა: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: იქ: დღე: მიგაჩს: წინ: საომარე: ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კვლაცა: მომიცდომარე:

567. მე: მეწყინა: აღარა: ვთქვი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომსა: როგორ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მოველ: მოკლვა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

568. ასსა: ვუბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით: კარავსა: შეველ: იგიბ: ყმა: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლოდ: მოვკალ: იგი: ყმა: თუცა: ხმდა: სისხლისა: დადენით:

569. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავჭერ: ჩავაქარაბაკე: ყმასა: ფერხსა: მოვეკიდე: თავი: სვეტსა: შეუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახეს: გლოვა: შექნეს: საარაკე: ცხენსა: შევჯე: წამოცაველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე:

570. ხმა: დამივარდა: შეიქმნა: ზახილი: მოსაწევარი: წამოველ: წევნა: დამიწყეს: დავხოცე: ჩემი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მუნ: შიგან: შევე: მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

571. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყველასა: აქა: მომართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გასწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემი: რა: სცნიან: სცუდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

572. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღმერთმან: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად:

573. თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღედ: სიკვდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე: ხვარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე:

574. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თვარა: რად: მიშლის: სიკვდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა: მაგრა: თვით: იცით: ხელმწიფე: ხამს: მქნელი: სამართალისა: მე: თქვენმან: მზემან: მაშოროს: ნდომა: თქვენისა: ქალისა:

575. იცით: ინდოთა: სამეფო: რაზომი: სრა: საჯდომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკვიდრე: ყველაი: თქვენ: მოგხდომია: ამოწყდა: მათი: ყუელაი: მამული: შენ: დაგრჩომია: დღესამდის: ტახტი: უჩემოდ: არავის: არ: მონდომია:

576. ვერ: გათნევ: თქვენმან: კეთილმან: აწ: ესე: არმართალია: ღმერთმან: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთაი: ქალია: ხვარაზმშა: დასვა: ხელმწიფედ: დამრჩების: რა: ნაცვალია: სხვა: მეფე: იჯდეს: ინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ხრმალია:

577. შენი: ქალი: არად: მინდა: გაათხოვე: გამარიდე: ინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცე: ჩემგან: კიდე: სხვას: მეშველსა: გარეგანსა: მომკალ: ვისცა: ვინატრიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: ამოვფხურიდე:

აქა ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგვისა:

578. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკენ: რომე: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე:

579. გამოჩნდეს: ორნი: ქვევითნი: მე: მივეგებე: წინარე: ქალი: ჰყვა: ერთსა: მონასა: ვცანმცა: თუ: მოღმა: ვინ: არე: თავგაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამომდინარე: აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინა: რე: