... (H-599), 1646 წ.

696. რა: მიეახლა: გარდახდა: ყმამ: თაყვანისსცა: მეფესა: აკოცა: როსტან: მიმხვდარმან: ნიშატთა: სიიეფესა: გულმხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა: მის: ყმისა: მოსულა: უხარის: ყოველსა: მუნ: მეკრეფესა:

697. მას: ავთანდილ: თაყუანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა: მუნ: ბროლი: და: ვარდ: გიშერი: გაეტურფა: სინაზესა: პირი: მისი: უნათლეა: სინათლესა: ზესთა: ზესა: სახლ: საყოფი: არა: ჰმართებს: ცამცა: გაიდარბაზესა:

698. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა: ყმასა: მეფე: ასრე: უჭვრეტს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა: მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა: უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა:

699. სმა: გარდახდა: თავის: თავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა: დიდებულნი: არ: გაუშვნეს: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა: მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა: მერმე: მისი: უცნობოსა: რა: ენახა: რა: ესმინა

700. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკვირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა: ნუთუ: მზე: ვთქვა: მგზავსი: მისი: და: ან: მისისა: სახისა: ვინ: უნახავ: ქნის: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა: ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორსმყოფი: ახ: ისა:

701. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: მოუთმოს: მოუთმინამან: ქაცვი: იამან: იმგზავსოს: ზაფრანა: ფერად: მინამან: ავანდილ: მისმან: მხსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან: წვრილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან:

702. ქვაბნი: ომითა: წაუხმან: სახლად: აქვს: დევთა: სახლები: საყუარელისა: მისისა: ქალი: ჰყავს: თვით: ნაახლები: ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უც: სტავრანახლები: კაცს: არა: ნახავს: სოფელსა: ცეცხლი: სწვავს: ახალახლები:

703. რა: დაასრულა: ამბავი: საქმე: მისისა: ჭირისა: ნახვა: მის: მზისა: ნათლისა: მის: თვალად: არ: დუხჭირისა: იამა: უქეს: ვარდისა: ხელი: მძლედ: დანამჭირისა: ეგე: კმა: სიმხნე: სიმხნისა: რადღა: ხარ: მომხვეჭი: რისა:

704. გამხიარულდა: თინათინ: ამა: ამბვისა: სმენითა: მას: დღე: იხარებს: სმითა: და: ჭამისა: არ: მოწყენითა: კვლა: საწოლს: ჰკადრა: მას: მზესა: მუნცა: სიტყვითა: ბრძენითა: მისულა: ებრძანა: იამა: თქმა: არ: ეგების: ენითა:

705. ყმა: წავიდა: მხიარული: ლმობიერი: არ: გამწყრალი: ლომი: მინდორს: ლომთა: თანა: მინდორს: რული: ფერნამკრთალი: ყმა: სოფლისა: ხასიათი: ჯავარი: და: წყალი: სრული მაგრა: ჰქონდა: გულისათვის: გული: გულსა: განაცვალი:

706. მზე: უკადრი: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: არ: ნადევრი: წყლად: ეფრატსა: უხვად: ურწყო: ედემს: რგული: ალვა: მჭევრი: ბროლ: ბალახშსა: აშვენებდა: თმა: გიშერი: წარბი: ტევრი: მე: ვინ: ვაქებ: ათენს: ბრძენთა: ხამს: აქებდეს: ენა: ბევრი:

707. ყმა: მხიარული: წინაშე: დასვა: სკამითა: მისითა: სხედან: სავსენი: ლხინითა: ორთავე: შესატყვისითა: უბნობენ: ლაღნი: წყლიანნი: არა: სიტყვითა: მქისითა: უთხრა: ჰპოეა: პატიჟნი: ნახენ: ძებნითა: ვისითა:

708. ჰკადრა: რა: კაცსა: სოფელმან: მისცეს: წადილი: გულისა: ხსოვნა: არა: ხამს: ჭირისა: ვით: დღისა: გარდასრულისა: ვპოვე: ხე: ტანი: ალვისა: სოფლისა: წყალთა: რწყულისა: მუნ: პირი: მგზავსი: ვარდისა: მაგრა: აწ: ფერნაკლულისა:

709. მუნ: სარო: მგზავსი: ვარდისა: ვნახე: მისჭირდა: მინები: იტყვის: დავჰკარგე: ბროლი: და: სადა: რთავს: ბროლსა: მინები: მით: ვიწვი: რადგან: ჩემებრვე: ცეცხლი: სწვავს: მოუთმინები: რომე: მან: ჰკადრა: ამბავი: მან: მისგან: მონასმინები:

710. სიარულსა: მისგან: ძებნად: სრულ: პატიჟთა: მოსთვლის: ჭირსა: მერმე: ჰკადრა: საწადლისა: ღმერთმან: პოვნა: ვით: აღირსა: საწუთრო: და: სოფელს: ყოფა: კაცი: უჩსო: ვით: ნადირსა: ოდენ: ხელი: მხეცთა: თანა: იარების: მინდორს: ტირსა:

711. ნუ: მკითხავ: ქება: რა: გკადრო: ჩემგან: რა: გაგეგონების: მისსა: მნახავსა: ნახული: აღარა: მოეწონების: თვალი: მჭვრეტელი: ვით: მზისა: ციაგსა: დაეღონების: ვარდი: არ: ქნილა: ზაფრანად: აწ: ია: შეიკონების:

712. წვრილად: ჰკადრა: რა: იცოდა: რა: ნახული: რა: ნასმენად: ვითა: ვეფხსა: წავარნა: ქუაბი: იმას: აქვსო: სახლად: მენად: ქალი: ახლავს: სასურველად: სულთა: დგმად: და: ჭირთა: თმენად: ვაი: სოფელმან: სოფელს: მყოფი: ყოვლი: დასვა: ცრემლთა: დენად:

713. ქალსა: რა: ესმა: ამბავი: მიხვდა: წადილი: ნებისა: განათლდა: პირი: მთუარისა: ვით: ნათლად: ნავანებისა: იტყვის: რა: უთხრა: პასუხი: მას: სათნებლისა: თნებისა: რაა: წამალი: მისისა: წყლულისა: განკურნებისა:

714. ყმა: ეტყვის: ვის: აქუ: მინდობა: კაცისა: მომცქაფავისა: მან: ჩემთვის: დაწვა: თავისი: დადვა: არ: დასაწვავისა: დრო: დამიც: ჩემგან: მისვლისა: მითქუამს: დადება: თავისა: მზე: შემიფიცავს: თავისა: ჩემგან: მზედ: სახედავისა:

715. ხამს: მოყვარე: მოყვრისათვის: თავი: ჭირსა: არ: დამრიდად: გული: მისცეს: გულისათვის: სიყუარული: გზად: და: ხიდად: კულა: მიჯნურსა: მიჯნურობა: ჭირი: უჩნდეს: ჭირად: დიდად: აჰა: მაქვსო: უმისოსა: ლხინი: არმად: თავი: ფლიდად: