... (H-599), 1646 წ.

467. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად: ქვეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყვენით: თქვენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგვწვნეს: იცოდით: დაგყარენ: გაუგვალავად:

468. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდის: კიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშვრებოდი: თუ: მოვსთვლვიდე: ერთგან: ვნახე: საკვირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუცა: ნახენ: სახელისა: ცნობასაცა: ინატრიდე:

469. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: უჩუენი: უკვირდის: ღმრთისაგან: თქვის: საწაულად: არცა: ლარულად: გდებოდა: მას: ქსელი: არ: ორხაულად: სიმტკიცე: ჰგვანდა: ნაჭედსა: ვჰთქვი: ცეცხლთა: შენართაულად:

470. იგი: საძღუნოდ: მისად: დავსხენ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათვის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორა: ქლემი: ათჯერ: ასი: ყველაკაი: წვივმაგრობდა: ატვირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

აქა წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე:

471. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სვემცაა: თქვენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხთლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გვიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან: ტყვიანად:

472. რა: ყველაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე: წამოვიხვენ: საჭურჭლენი: სახელმწიფო: დავიავრე: ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭვნე: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

473. ხატაეთისა: ხელმწიფე: მომყვანდა: შეპყრობილია: ინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ხელი: გამიხსნა: შემომკრა: მან: სახვეველი: ლბილია:

474. დადგეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩვენისა: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდახდომილსა: მიალერსებდა: მიჭვრეტდა: წინაშე: ახლოს: მჯდომელსა:

475. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: “ლაშქარი: უხმენით: შემოჯარენით: დღეს: ხატაელნი: მიჩვენეთ: ტყვენიცა: შემომგვარენით:

476. რამაზ: მეფე: მას: წინაშე: შეპყრობილი: მოვიყუანე: ტკბილად: ნახა: ხელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგვანე: ესე: არის: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულვანე:

477. მას: მეფესა: ხატაელსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიხმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყვასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაელსა: მას: აქამდის: შენამტერსა:

478. მე: ვჰკადრე: “ღმერთი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქვენცა: წყალობა: მას: ღონე: გაცუდებულსა: რამაზს: უბრძანებს: “იცოდი: გაგზავნით: შეწყალებულსა: მაგრა: ნუ: გნახავთ: კვლაცაღა: ჩვენს: წინა: გაწბილებულსა:

479. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკვეთეს: დრაჰკანი: ასჯერ: ასია: კვლა: ხატაური: ათასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია: მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხვისა: ფასია:

480. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: მოახსენა: “ორგულობა: თქვენი: ღმერთმან: შემანანა: თუღა: ოდეს: შეგცოდოღა: მაშინ: მომკალ: მემცა: განა: წავიდა: და: ყველაკაი: მისი: თანა: წაიტანა:

აქა ასმათისაგან სამხრის მორთმევა:

481. მოვიდა: კაცი: მეფისა: ცისკრობს: არ: დანაღამია: ებრძანა: “შენგან: გაყრივარ: მას: აქათ: თვეო: სამია: მინდორს: მოკლული: ისრითა: ნადირი: არ: მიჭამია: არ: დამაშვრალხარ: წავიდეთ: თუცა: დაშრომის: ჟამია:

482. შევეკაზმე: დარბაზს: მიველ: დამხვდა: ჯარი: ავაზისა: შავარდნითა: სავსე: იყო: სრულად: არე: დარბაზისა: მეფე: ქვე: ჯდა: შეკაზმული: შვენებითა: მგზავსი: მზისა: გაეხარნეს: მისულა: ჩემი: ტურფისა: და: ლამაზისა:

483. იდუმალ: ცოლსა: ეუბნა: მართ: ჩემგან: უცოდნელია: “ომით: მოსრული: ტარიელ: საჭვრეტად: სასურველია: მან: გაანათლოს: მჭვრეტელთა: გული: რაზომცა: ბნელია: რაცა: დაგვედრო: საქნელად: ქენ: არა: საზოზღნელია:

484. აწ: მითქვამს: საქმე: უშენო: შენცა: სცნა: ესე: მცნებული: რადგან: ქალია: სამეფოდ: ჩვენგანვე: სახელდებული: ვინცაღა: ნახავს: აწ: ნახოს: აჰა: დღე: ედემს: ხლებული: გვერდსა: დაისვი: ორნივე: სრას: დამხვდით: მოვალ: შვებული: