... (H-599), 1646 წ.

677. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემეპირო: მეცა: ფიცით: შეგაჯერებ: არასათვის: არ: გაგწირო: კვლა: მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკვდე: შენთვის: ვირო: ღმერთსა: უნდეს: ვისთვის: ჰკვდები: მისთვის: აგრე: არ: გატირო:

678. მან: მიუგო: უცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყვარდი: გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი: რაგვარამცა: დაგივიწყე: რაგვარამცა: უკუმქარდი: ღმერთმან: ქნას: და: კვლაცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი:

679. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: იხოს: გული: მინდორს: არ: გაიჭრეს: არ: ირმოს: არცა: ითხოს: თუ: გიტყუვო: მოგაღორო: ღმერთმან: რისხვით: გამიკითხოს: შენმან: ჭვრეტა: სიახლემან: მომაქარვოს: სევდა: მითხოს:

680. ამაზედა: შეიფიცნეს: მოყვარენი: გულსადაგნი: იაგუნდნი: ქარვის: ფერნი: სიტყვა: ბრძენნი: ცნობა: შმაგნი: შეუყვარდა: ერთმანერთი: სწვიდეს: მიწყივ: გულსა: დაგნი: მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: შვენიერნი: ამხანაგნი:

681. ავთანდილცა: მასვე: თანა: ტიროდა: და: ცრემლი: ღვარა: რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: გაეყარა: ტარიელს: თუ: ვით: ეწყინა: რა: ქნას: ამას: ვერ: მიმხვდარა: ავთანდილცა: ჩატიროდა: შამბი: შიგან: ჩაიარა:

682. ავთანდილს: ასმათ: ჩამოჰყვა: ზენარით: ეუბნებოდა: მუხლთა: უყრიდა: ტიროდა: თითითა: ეხვეწებოდა: ადრე: მოსულასა: ვედრებდა: მართ: ვითა: ია: ჭკნებოდა: მან: უთხრა: დაო: უთქვენოდ: სხვა: რამცა: მეგონებოდა:

683. ადრე: მოვალ: არ: გაგწირავ: არას: დავზამ: შინა: ხანსა: ოდენ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნუ: სად: არებს: იმა: ტანსა: აქათ: ორ: თვე: არ: მოვიდე: ვიქმ: საქმესა: დაუგვანსა: შეიგენით: მივცემივარ: ჭირსა: რასმე: თანისთანსა:

აქა ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა:

684. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა: პირსა: იხოკს: ვარდსა: აზრობს: ხელი: მისი: გაამხოკლა: სისხლმან: მისგან: დადენილსა: მხეცი: ყოვლი: გაამლოკლა: მისმან: ფიცხლად: სიარულმან: შარა: გრძელი: შეამოკლა:

685. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს: ნახეს: იცნეს: რაგვარიცა: მართებს: ეგრე: გაეხარნეს: შერმანდისცა: ახარებდეს: ფიცხლად: თავნი: არნეს: მოვიდაო: აქანამდის: ვითვის: ლხინი: გაგვიმწარნეს:

686. გაეგება: მოეხვია: ზედა: დახვდა: პირი: ხელსა: აკოცებდა: სიხარულით: ცრემლსა: ღვრიდა: ველთა: მსვრელსა: ესე: თქუა: თუ: ნეტარ: ღმერთო: ცხადსა: ვხედავ: ანუ: ბნელსა: მე: ვით: ღირს: ვარ: ამას: რომე: თვალნი: ჩემნი: ჭვრეტდენ: მრთელსა:

687. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყვანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირს: ა: ზარსა: სცემდა: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა:

688. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: მუნ: აგებული: მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული: მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმით: ლაღი: და: შვებული: ენა: მის: დღისა: შვებასა: ყოლა: ვერ: იტყვის: კლებული:

689. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალდაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მიჩს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

690. მუნ: ამბავი: შინაური: ყველაკაი: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

691. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცა: ქნად: კვლა: ხალვათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისვლისა: მათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა:

692. შესთუალა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭმით: და: დიდებით: ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით: მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უხმობდი: თავსა: ფლიდებით: აწ: ვცან: და: გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

693. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი შერმადინ: მოციქულობა: თვით: მოახსენა: ყოველი: ავთანდილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოველი: ბრძანა: ვცან: ჩემი: ღ~თისაგან: სააჯო: და: სათხოველი:

694. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: მას: უღამოსა: ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა: იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა: მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყველაი: დამოსა:

695. მეფე: შეჯდა: გაეგება: ყმასა: მუნით: მომავალსა: ამას: პირმზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა: მიეგება: მოეგება: მხიარული: გულ: მხურვალსა: დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგნი: გვანდეს: ვითა: მთვრალსა: