... (H-599), 1646 წ.

504. იგი: მე: მომცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშვენოდეს: ვეჭვ: მნახო: შენცა: გიამოს: შენეულითა: მშუენოდეს: ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღაგვლენოდეს: ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს:

505. აქა: მჴეცქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: ეათასების: თქვა: მე: მაქვს: სამხრე: რომელი: კვლავ: წინას: მკლავსა: მას: ების: იგი: შეიხსნა: მოიღო: თვალვით: არ: დაიფასების: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქვე: მკუდართა: დაედასების:

506. ასრე: წვა: რომე: არ: გვანდა: მკუდარი: სამარის: კარისა: ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა: ასმათს: სდის: ღვარი: სისხლისა: ღაწვთაგან: ნახოკარისა: კვლა: წყალსა: ასხამს: უშველის: ხმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა:

507. ავთანდილცა: სულთქნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭვრიტნა: ასმათ: ვანი: გაადიდნა: ცრემლმან: მისმან: ქვანი: ხვრიტნა: მერმე: სულად: მოაქცია: ცეცხლნი: წყლითა: დაუშრიტნა: თქვა: ცოცხალვარ: საწუთრომან: აწცა: ჩემი: სისხლი: ხვრიტნა:

508. ზე: წამოჯდა: ფერ: მიხდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად: ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად: დიდხან: მათად: არა: სცალდა: საუბრად: და: არცა: ჭვრეტად: დარჩომა: და: არ: სიკვდილი: მას: უმძიმდა: მეტის: მეტად:

509. ავთანდილს: უთხრა: ისმენდი: ცნობა: უც: თუცა: ხელისა: გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხუელისა: ლხინად: მჩანს: შეყრა: მოყვრისა: მის: შენგან: შეუყრელისა: მე: მიკვირს: ჩემი: დარჩომა: სიცოცხლე: ასრე: მრთელისა:

510. ასმათის: ნახვა: მეამა: ჩემგან: დად: საესავისა: წიგნი: რა: ვნახე: მომართუა: ესე: საბამი: მკლავისა: მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიხსენ: რიდე: თავისა: იგი: უცხოა: ღარიბი: მტკიცისა: რასმე: შავისა:

511. რიდენი: და: ყაბაჩანი: რომე: მესხნეს: სამძღნოდ: მისად: ერთგან: შევჰკრენ: გაუგზავნენ: მზესა: აკლდა: ოდნად: ვისად: ასმათ: დიდხანს: არ: გაუშვი: მე: იმედად: სულთა: დგმისად მისგან: კიდევ: მომეცალა: საუბრადმცა: სხვადღა: რისად:

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა:

512. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: შენგან: მონაფენი: გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი: ხელმან: შენნი: გავიცადენ: სინატიფე: სიტურფენი: სულთა: ნაცვლად: სამსახურნი: რამცა: ვითა: გიმუქფენი:

513. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე: აწ: ჩემთვის: ესე: ჟამი: მასვე: დღესა: დავადარე: სამხრე: შენი: მომივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე: რომე: მართებს: სიხარული: ეგზომიმცა: რა: ვიხარე:

514. გაღანამცა: ვიწინაშე: აჰა: რიდე: რომე: მთხოვე: ყაბაჩაცა: ასეთივე: სხვა: მისებრი: ვერა: ვჰპოვე: დაბნედილსა: ნუ: დამაგდებ: მიშველე: რა: მარგე: მოვე: სოფელს: მყოფსა: უშენოსა: კაცსა: ვისმცა: შევეპოვე:

515. ქალი: ადგა: გამეყარა: დავწევ: ამოდ: დამეძინა: მაგრა: შევკრთი: საყვარელი: ჩემი: ვნახე: ძილსა: შინა: გამეღვიძა: აღარა: მყვა: სულდგმულობა: მომეწყინა: ღამე: ასრე: გავათენე: მისი: ხმაცა: არ: მესმინა:

516. დილასა: ადრე: სრას: მიხმეს: დღე: რა: ქნა: მწუხრმან: ჟამითა: ავდეგ: ვცან: მათი: ამბავი: წასლვა: ვქმენ: მითვე: წამითა: ვნახე: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა: რა: მიველ: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა:

517. გვიბრძანეს: თუ: ღმერთმან: ასრე: დაგუაბერნა: დაცაგულია: ჟამი: გვახლავს: სიბერისა: სიყმაწვილე: გარდგვივლია: ყმა: არ: მოგვცა: ქალი: გვიზის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია: ყმისა: არ: სმა: არა: გვაგვა: ამად: ზედა: წაგვითვლია:

518. აწ: ქალისა: ჩუენისათუის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ: რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩვენი: სახედ: ჩვენად: გამოვსახოთ: სამეფოსა: ვაპატრონოთ: სახელმწიფო: შევანახოთ: არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩვენთა: ხრმალი: ჩვენთვის: არ: ვმახოთ:

519. ვჰთქუი: თქვენი: ძისა: არა: სმა: გულსა: ვით: მიეფარების: მაგრა: კმა: ჩვენად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების: ვისცა: სთხოვთ: შვილსა: სასიძოდ: მას: დიდად: გაეხარების: სხვამცა: რა: გკადრეთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგუარების:

520. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გული: უც: თუცა: მელია: ვთქვი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: საქნელია: მეფემან: ბრძანა: ხვარაზმშა: ხელმწიფე: ხვარაზმელია: თუ: მოგუცემს: შვილსა: საჩვენოდ: მისებრივ: არ: რომელია:

521. რომე: პირველვე: დაესკვნა: მათ: ესე: შეეტყვებოდა: ერთმანერთსაცა: უჭვრეტდეს: სიტყვაცა: ეგრე: სწბებოდა: ჩემგან: დაშლისა: კადრება: მართ: ამბად: არ: ეგებოდა: ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მი: და: მო: კრფებოდა:

522. დედოფალმან: თქვა: ხვარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი: მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩვენთვის: სხვა: სჯობდა: რომელი: შეცილებამცა: ვით: ჰკადრა: რადგან: თვით: იყო: მდომელი: მოწმობა: დავრთე: დაესკვნა: დღე: ჩემი: სულთა: მხდომელი: