... (H-599), 1646 წ.

619. აწ: იგი: იქნას: რაცაღა: ენებოს: ღმრთისა: წადილსა: ვეჭვ: ჩემი: სისხლი: არ: შერჩეს: ძალი: შესწევდეს: ქადილსა: უხმრად: გაუხდი: ყოფასა: მათ: საღამოსა: და: დილსა: უვმობ: ყვავთა: და: ყორანთა: მათ: ზედა: ვაქნევ: ხადილსა:

620. ამა: ყმამან: შემიკვეთა: გული: მისკე: მიმიბრუნდა: მოვახსენე: აჩქარება: შენი: ყოლა: არად: უნდა: მეცა: თანა: წამოგყვები: დაიხოცნენ: იგი: მუნ: და: ჩვენ: ორთავე: მეომარი: გაღანამცა: შეგვიძრწუნდა:

621. ესეცა: უთხარ: ამბავი: ჩემი: არ: გაგეგონების: უფრორე: წყნარად: გიამბობ: თუ: ჟამი: ჩვენ: გვექონების: მან: მითხრა: ლხინი: საჩემო: მაგას: რა: შეეწონების: დღედ: სიკვდილადმდის: სიცოცხლე: შენ: ჩემი: დაგემონების:

622. მივედით: მისსა: ქალაქსა: ტურფასა: მაგრა: ცოტასა: გამოეგებნეს: ლაშქარნი: ისხემდეს: მისთვის: ოტასა: პირსა: იხოკდეს: გაჰყრიდეს: ნახოკსა: ვით: ნაფოტასა: ეხვეოდიან: ჰკოცნიდეს: ხრმალსა: და: სალტეკოტასა:

623. კულა: მოვეწონე: ვეტურფე: მე: მისი: გარდნაკიდარი: შემასხემდიან: ქებასა: მზეო: ხარ: ჩვენთვის: იდარი: მივედით: ვნახეთ: ქალაქი: მისი: ტურფა: და: მდიდარი: ყველასა: ტანსა: ემოსა: ზარქაში: განაზიდარი:

აქა შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათი:

624. მოსჯობდა: ომი: შეეძლო: ხმარება: ცხენაბჯარისა: დავჰკაზმეთ: ნავი: კატარღა: და: რიცხვი: სპათა: ჯარისა: კაცი: ხმდა: მისთა: მჭვრეტთათვის: ღონემცა: ეაჯა: რისა: აწ: გითხრა: ომი: მოყმისა: მებრძოლთა: დამსაჯარისა:

625. მათი: მესმა: დაპირება: ჩაბალახთა: ჩამოხურვა: ნავი: წინა: მომეგება: არა: ვიცი: იყო: თუ: რვა: ფიცხლა: ზედა: შევეჯახე: მათ: დაიწყეს: ამოდ: ცურვა: ქუსლი: შევეც: დავუქცივე: დაიზახნეს: დიაცურ: ვა:

626. კულა: სხვასა: მიველ: მოვჰკიდე: ხელი: ნავისა: ბაგესა: ზღვასა: დავანთქენ: დავჰხოცე: ომიმცა: რაღა: აგესა: სხვანი: გამექცეს: მიმართეს: მათ: მათსა: საქულბაგესა: ვინცა: მჭვრეტდიან: უკვირდა: მაქებდეს: არ: მაძაგესა:

627. ზღვა: გავიარეთ: გავედით: შემოგვიტიეს: ცხენია: კულა: შევიბენით: შეიქნნეს: ომისა: სიმარცხენია: მუნ: მომეწონა: ფრიდონის: სიქველე: სიმკიცხენია: იბრძვის: ლომი: და: პირად: მზე: იგი: ალვისაც: ხენია:

628. თვით: ორნივე: ბიძაძენი: მისნი: ხმრლითა: ჩამოყარნა: მოიყვანნა: მხარდაკრულნი: ერთმან: ორნი: არ: დაყარნა: ხელნი: წმიდად: გარდაჰკუეთეს: იგი: ასრე: ასაპყარნა: მათნი: ყმანი: გაამტირლნა: მისნი: სპანი: ამაყარნა:

629. მათნი: ლაშქარნი: გაგუექცეს: ვეცენით: გაცავფანტენით: ფიცხლად: წაუღეთ: ქალაქი: არ: თავნი: გავაზანტენით: ქვითა: დავლეწეთ: წვივები: ჩვენ: იგი: გავაანტენით: მომკალით: ლარი: დავლიოთ: ან: აკიდებით: ან: ტენით:

630. ფრიდონ: ნახნა: საჭურჭლენი: და: ბეჭედნი: მისნი: დასხნა: თვით: ორნივე: ბიძის: ძენი: დაპყრობილნი: წამოასხნა: მისთა: ნაცვლად: სისხლნი: მათნი: მოღვარნა: და: ველთა: ასხნა: ჩემი: თქუეს: თუ: ღმერთსა: მადლი: ვინ: ალვისა: ხენი: ასხნა:

631. მივედით: მოქალაქეთა: ზარი: ჩნდა: რომე: ზმიდიან: აჯათა: მქნელნი: მჭვრეტელთა: გულსა: მუნ: დააბმიდიან: მე: და: ნურადინს: ყველანი: ქებასა: შეგვასხმიდიან: გვითხრობდეს: მკლავთა: თქვენთაგან: ჯერთ: მათნი: სისხლნი: მიდიან:

632. ლაშქარნი: ფრიდონს: მეფედ: და: მიხმობდეს: მეფეთ: მეფობით: თვით: თავსა: მათსა: მონად: და: ჩემსა: ყველასა: სეფობით: დაღრეჯით: ვიყავ: ვერ: მპოვეს: ვეროდეს: ვარდის: მკრეფობით: ჩემი: ვერ: ცნიან: ამბავი: მუნ: იყო: არ: იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა [.............]

633. დღესა: ერთსა: მე: და: ფრიდონ: ნადირობას: გამოვედით: ზღვასა: ზედა: წაწურვილსა: ქედსა: რასმე: გარდავდეგით: ფრიდონ: მითხრა: გითხრობ: რასმე: ვთამაშობდით: ცხენსა: ვსხედით: ერთი: რამე: საკვირველი: მე: ვნახეო: ამა: ქედით:

634. მე: ვჰკითხევდი: ფრიდონ: მეტყვის: მართ: ამბავსა: ესოდენსა: დღე: ერთ: მწადდა: ნადირობა: შევჯე: ამა: ჩემსა: ცხენსა: ზღვათა: შიგან: იხუსა: ჰგვანდა: ხმელთა: ზედა: შავარდენსა აქა: ვდეგ: და: თვალს: უგებდი: ქორსა: იქით: განაფრენსა:

635. ზოგჯერ: ზღვისკე: მივიხედნი: წავსდგომოდი: ამა: გორსა: ზღვასა: შიგან: ცოტა: რამე: დავინახე: თუცა: შორსა: ეგრე: ფიცხლად: სიარული: არას: ძალ: უც: მისსა: სწორსა: ვერად: ვიცან: გავეკვირვე: გონებასა: ამად: ორსა:

636. ვჰთქვი: რა: არის: რას: ვამსგავსო: მფრინველია: ანუ: მხეცი: ნავი: იყო: გარ: ეფარა: სამოსელი: მრავალკეცი: წინა: კაცნი: მოზიდვიდეს: თვალი: ამად: დავაცეცი: მთვარე: უჯდა: კიდობანსა: ცა: მეშვიდე: მასცა: ვეცი: