... (H-599), 1646 წ.

600. ზღვა: ზღვა: ცურვა: მომეწყინა: მით: გამოვე: ზღვისა: პირსა: გული: სრულად: გამიმჴეცდა: არ: ვუსმენდი: არც: ვაზირსა: ყველაკაი: დამეფანტნენ: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა:

601. ერთაი: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემამგონანი: მისი: ვერა: ვცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდის: ლხინად: და: მდინდიან: ცრემლთა: ფონანი:

აქა ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს შემოეყარა:

602. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: ჰგვანდა: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყვნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავხე: მოსვენებად: დამხვდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

603. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასოვლებდა: თვალთა: ჩემთა: მონაწური:

604. ზახილი: მესმა: შევხედენ: მოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოირბევდა: ზღვის: პირპირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა: ხრმლისა: ნატეხი: დასვრილი: აქვს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: წყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

605. ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მითქს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწივე: მისისა: შეყრისა: ვიყავ: მდომელი: შევსთვალე: დადეგ: მიჩვენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

606. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყუა: მოუსმინა: ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: წაუსწარ: წაველ: წინა: უთხარ: დადეგ: გამიგონე: შენი: საქმე: მეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

607. გამიცადა: ღ~თსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: სიტყვანი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ: უკაზმავსა: მიღალატეს: საჭვრველნი: ასრე: ვითხენ:

608. მე: უთხარ: დადეგ: დაწყნარდი: გარდავხდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილთა: კვეთასა: თანა: წამომყვა: წავედით: უტკბოსი: მამაძეთასა: მე: გავეკვირვე: ჭვრეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა:

609. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუა: და: წყლულნი: შეუხვივნა: ისრის: პირნი: ამოართვაა: დაკოდილნი: არ: ატკივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

610. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამსგავსო: ანუ: ეგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: რამ: გაგავსო: რამან: შეგქმნა: მოყვითანოდ: ვარდ: გიშერი: რომე: გავსო: ღმერთმან: მისი: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო:

611. მულღაზანზარის: ქალაქი: ახლოს: მე: მაქვსო: რომელი: ნურადინფრიდონ: სახელ: მძეს: მეფე: ვარ: მუნა: მჯდომელი: ესე: სამძღვარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამხდომელი: ცოტა: მაქვს: მაგრა: ყოველგნით: სიკეთე: მიუთხრობელი:

612. მამის: ძმა: და: მამაჩემი: პაპმან: ჩემმან: გაყვნა: ოდეს: ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს: თვით: ბიძასა: ჩემსა: მიხვდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს: მათკე: დარჩა: სანადიროარ: მივსცემდი: მომერჩოდეს:

613. დღეს: გამოველ: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე: მუნა: გასვლა: მომდომოდა: მით: მრეკალი: არ: ვახშირე: სპათა: უთხარ: მომიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე: ხუთთა: ოდენ: ბაზიერთა: მეტი: არა: დავიჭირე:

614. ნავითა: გავე: ზღვისაგან: შტო: რამე: გამოვიდოდა: არ: ამოვჰკრეფდი: გამყოფთა: ვთქვი: ჩემთა: რად: დავრიდო: და: დამეძაბუნეს: სიმრავლე: მე: მათი: არ: გამვიდოდა: ვნადირობდი: და: ვიზახდი: ხმა: ჩემი: არ: უდიოდა:

615. მართლად: იჯავრეს: წუნობა: მათი: თუ: ესე: ხმდა: ვითა: გამომაპარნეს: ლაშქარნი: გზანი: შემიკრეს: ნავითა: თვით: ბიძასძენი: ჩემნიცა: შესხდეს: მათითა: თავითა: ჩემთა: გაუხდეს: ლაშქართა: ომად: მათითა: მკლავითა:

616. მათი: მესმა: დავინახე: ზახილი: და: ხრმალთა: ელვა: ნავი: ვსთხოვე: მენავესა: მით: ვიყივლე: მე: ერთხელ: ვა: ზღვასა: შეველ: მომეგება: მეომარი: ვითა: ღელვა: სწადდა: მაგრა: ვეღარა: ქნეს: ჩემი: ზედა: წამოქელვა:

617. კვლა: სხვანი: დიდნი: ლაშქარნი: უკანა: მომეწეოდეს: იქით: და: აქათ: მომიხდეს: ერთგნით: ვერ: მომერეოდეს: არ: მომწურვოდეს: წინანი: ზურგით: მესროდეს: მე: ოდეს: ხრმალსა: მივენდევ: გამიტყდა: ისარნი: დამელეოდეს:

618. მომეჯარნეს: ვეღარა: ვქენ: ნავით: ცხენი: გარდვიხლტუნვე: ზღვა: ზღვა: ცურვით: წამოუველ: ჩემი: მჭვრეტი: გავაცბუნვე: თანა: მყოლი: ყველაკანი: დამიხოცნეს: დარჩა: მუნვე: ვინცა: მდევდა: ვერ: შემამხვდა: მიუბრუნდი: მივაბრუნვე: