... (H-599), 1646 წ.

657. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს: მისთა: სპათა: მუხლმოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს: მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს: ნუ: წახვალო: და: გემონოთ: სიცოცხლეა: ჩვენი: ვირეს:

658. ეგრე: უთხარ: თქუენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების: მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების: ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქვენცა: დია: გებრალების: ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების:

659. მერმე: ფრიდონ: მოიყვანა: მიძღვნა: ესე: ჩემი: ცხენი: ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღუენი: რამცა: გავკიცხენი: მითხრა: ხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგეც: ხენი: თვით: ამანვე: მოგაწონოს: სახედრობა: სიფიცხენი:

660. ფრიდონ: გამომყვა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვლამენით: მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით: სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლად: არ: ენით: გაზრდილ: გამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავნი: დავადარენით:

661. ფრიდონისით: წამოსრულმან: წავე: ძებნად: კულა: ვიარე: რომე: არა: არ: დამირჩა: ხმელთა: ზედა: ზღვათა: გარე: მაგრა: მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე: გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მხეცთა: დავადარე:

662. ვჰთქვი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა: ნუთუ: მხეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა: მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყვა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა: ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა:

663. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქვენთა: ნუღარ: უჭვრეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თვალთა: ჩემთათ: მონადენთა: რა: ისინი: მოისმენნეს: საუბართა: ესოდენთა: მითხრეს: ჵი: რასა: ბრძანებთ: ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩვენთა:

664. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა: ნუთუ: ღმერთმან: არ: გაგვყაროს: ცხენთა: თქვენთა: ნატერფალსა: შენ: გიჭვრეტდეთ: საჭვრეტელსა: შვენიერსა: სატურფალსა: თვარა: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: აზომ: არღაფალსა:

665. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყვანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი: მაგრა: დავყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი: სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდეს: თხათა: და: მათ: ირემთანი: გავიჭერ: სრულად: დავტკეპნენ: ქვე: მინდორნი: და: ზე: მთანი:

666. ესე: ქვაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს: შემოვები: ამოვწყვიტენ: ყოლა: ვერას: ვერ: მეხაფნეს: მათ: მონანი: დამიხოცნეს: ჯაჭვი: ავად: მოექაფნეს: საწუთრომან: დამაღრიჯა: ცქაფნი: მისნი: კვლა: მეცქაფნეს:

667. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები: ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები: ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთვისვე: ცეცხლნადები: ჩემად: ღონედ: სიკვდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები:

668. რომე: ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს: ამად: მიყვარს: ტყავი: მისი: კაბად: ჩემად: მომინახავს: ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქვამს: ზოგჯერ: ახავს: რადგან: თავი: არ: მომიკლავს: ხრმალი: ცუდად: მომიმახავს:

669. მისსა: ვერ: იტყვის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები: მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მთმენები: მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მხსენები: სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკვდილისა: მქენები:

670. აწ: ათია: წელიწადი: ინდოეთით: რა: წასრულა: მის: მთვარისა: ჩემგან: პოვნა: ანუ: ნახვა: გარდასრულა: ამას: მიკვირს: ალმასისა: გული: გასძლებს: ამას: რულა ყმამან: პირსა: ხელი: იკრა: რა: ამბავნი: დაასრულა:

671. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწვი: ვარდი: აახეწა: ლალი: ქარვად: გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა: ავთანდილსცა: ცრემლი: წასდის: წამწამთაგან: ერთსახე: წა: მერმე: ქალმან: დაადუმა: მუხლმოყრილი: შეეხვეწა:

672. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დად: სამებულმან: შენ: ყველაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან: გიამბე: ჩემი: ამბავი: სიცოცხლე: გაარმებულმან: აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახვისა: მოჟამებულმან:

673. ავთანდილ: უთხრამე: შენი: გაყრა: არ: მომეთმინების: თუ: გაგეყრები: თვალთაგან: ცრემლიცა: დამედინების: მართალსა: გკადრებ: ამისი: შენ: თხრობა: ნუ: გეწყინების: შენ: ვისთვის: ჰკუდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების:

674. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი: მან: სხვა: უხმოს: მკურნალი: და: მაჯასაცა: შემტყვებარი: მან: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთა: მომდებარი: სხვისა: სხვამან: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი:

675. რაცა: გითხრა: მომისმინე: ბრძენი: გეტყვი: არა: ხელი: ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი: კარგად: ვერას: ვერ: მოავლენს: კაცი: აგრე: გულფიცხელი: აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისგან: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი:

676. იგი: ვნახო: სიყვარული: მისი: ჩემთვის: დავამტკიცო: მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო: შენ: გენუკევ: შემაჯერო: ღ~თი: იღ~თო: ცაცა: იცო: ერთმანერთი: არ: გავწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო: