... (H-599), 1646 წ.

637. ამოძვრნეს: ორნი: მონანი: შავნი: მართ: ვითა: ფისანი: ქალი: გარდმოსვეს: სისხონი: ვნახენ: მისისა: თმისანი: მას: რომე: ელვა: კრთებოდა: ფერნიმცა: გვანდეს: რისანი: მან: გაანათლა: ქვეყანა: გაცუდდეს: შუქნი: მზისანი:

638. სიხარულმან: ამაჩქარა: ამათრთოლა: დაცამლეწა: იგი: ვარდი: შემიყვარდა: რომე: თოვლსა: ეახეწა: დავაპირე: შეტევება: ვთქვი: წავიდე: მათკე: მე: წა: ჩემსა: შავსა: სულიერი: რამცა: ვითა: გარდეხვეწა:

639. ცხენი: გავქუსლე: იქმოდის: შამბი: ხმასა: და: ხრიალსა: ვეღარ: მივესწარ: გამესწრნეს: რაზომცა: ვსცემდი: წრტიალსა: ზღვის: პირსა: მიველ: შევხედენ: ჩნდა: ოდენ: მზისა: ტიალსა: გამშორვებოდეს: წამსლვოდა: ამისთვის: დავეწვი: ალსა:

640. ესე: მესმა: ფრიდონისგან: მომემატა: ცეცხლთა: სიცხე: ცხენისაგან: გარდავიჭერ: თავი: სრულად: გავიკიცხე: ჩემთა: თვალთა: დანადენი: მე: ჩემივე: სისხლი: ვიცხე: უთხარ: მომკალ: უჩემოსა: ენახოსმცა: ვისცა: ის: ხე:

641. ესე: ჩემგან: გაუკვირდა: ფრიდონს: უცხოდ: ეუცხოა: მაგრა: მეტად: შევებრალე: ტირილითა: მესათნოვა: ვითა: შვილი: დამადუმა: მემუდარა: შემეპოვა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმოსთოვა:

642. ვაგლახ: მეო: რა: გიამბე: ფათერაკად: მცდარმან: შმაგად: მოვახსენე: ნურა: გაგვა: ნუ: ინაღვლი: მაგას: მაგად: იგი: მთვარე: ჩემი: იყო: მით: მედების: ცეცხლი: მდაგად: აწ: გიამბობ: რადგან: თავი: გინდა: ჩემად: ამხანაგად:

643. ფრიდონს: უთხარ: ყველაკაი: ჩემი: თავსა: გარდასრული: მან: მითხრა: თუ: რას: ვიტყოდი: მოცთომილი: გაბასრული: შენ: მაღალი: ინდოთ: მეფე: ჩემსა: რადმე: ხარ: მოსრული: სახელმწიფო: საჯდომი: და: ტახტი: გმართებს: სრაცა: სრული:

644. კვლავაცა: მითხრა: საროს: მორჩსა: ვისცა: ღმერთი: ტანად: უხებს: მას: ლახვარსა: მოაშორვებს: თუცა: პირველ: გულსა: უხებს: იგი: მოგვცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: მოგვიქუხებს: ჭირსა: ლხინად: შეგვიცვალებს: არა: ოდეს: შეგვაწუხებს:

645. წამოვედით: ნატირებნი: სრას: დავსხედით: თავისწინა: ფრიდონს: უთხარ: ჩემი: შემწე: შენგან: კიდევ: არავინა: ვითა: ღმერთმან: შენი: მგზავსი: სოფლად: არა: მოავლინა: მაშა: რადგან: შეგემეცნე: ამის: მეტი: რად: რა: მინა:

646. არ: ავი: მესვა: მოყვარე: ჟამი: თუ: მომხვდეს: ჟამისად: ენა: გონება: მახმარე: გამოსარჩევლად: ამისად: რა: მოვაგვარო: რა: მიჯობს: სალხენლად: ჩემად: და: მისად: თუ: ვერას: ვარგებ: ვიქმნები: ვერ: დამყოვნელი: წამისად:

647. მან: მითხრა: ბედი: ღმრთისაგან: მიჯობსღა: ამას: რომელი: მოსრულხარ: ჩემად: წყალობად: მეფე: ინდოეთს: მჯდომელი: მემცა: რად: ვიყავ: ამისთვის: მადლისა: რასმე: მნდომელი: ერთი: ვარ: მონა: მონებად: წინაშე: თქვენსა: მდგომელი:

648. ესე: ქალაქი: ზღვა: არის: ნავთა: ყოველგნით: მავალთა: შემომკრებელი: ამბავთა: უცხოთა: რათმე: მრავალთა: აქა: მოგესმის: წამალი: შენ: რომე: გწვავს: ალთა: ნუთუ: ქნას: ღმერთმან: გარდასვლა: ამაგა: ჭირთა: მრავალთა:

649. ჩუენ: გავგზავნნეთ: მენავენი: რომელთაცა: კვლა: უვლია: მოგვინახონ: იგი: მთვარე: ვისთვის: ჭირი: არ: გვაკლია: მანამდისცა: მოიჭირვე: გონებამან: არ: დაგლია: ყოლა: ჭირი: არ: ეგების: თუმცა: ლხინმან: არ: დასძლია:

650. კაცნი: უხმეთ: მასვე: წამსა: ესე: საქმე: დავიურვეთ: უბრძანეთ: თუ: ნავებითა: წადით: ზღვა: ზღვა: მოიცურვეთ: მოგვინახეთ: საყვარელსა: მისსა: მისთვის: მოვასურვეთ: თავთა: ჭირი: უათასეთ: რადმც: უშვიდეთ: რადმცა: ურვეთ:

651. აჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს: უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს: მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: მორე: მლხენოდეს: უმისოდ: ლხინი: მინახავს: ამა: დღისათვის: მრცხვენოდეს:

652. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საბატონოსა: მითხრა: თუ: მცდარ: ვარ: აქამდის: ვერ: მივხვდი: გასაგონოსა: ხარ: დიდი: მეფე: ინდოთა: რა: ვით: ვინ: მოგაწონოსა: ვინ: არის: კაცი: ასეთი: თავი: არ: დაგამონოსა:

653. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოვლგნით: ამბისა: მძებნელნი: ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი: ვერა: ვერ: ეცნა: ვერ: იყვნეს: ვერას: ამბისა: მცნობელნი: მე: უფრო: მდინდეს: თუალთაგან: კვლა: ცრემლი: შეუშრობელნი:

654. ვთქვი: რა: მაკლდა: სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭვრეტ: და: ვსვამ: იგია: მე: ვიშვებ: და: იგი: ტყვედა: ზღვათა: შიგა: წამიგია: ხრმალსა: ხელსა: ვეღარას: ვხდი: ცუდად: შიგან: რას: მიგია: კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია:

655. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: ვითა: მესაზაროების: ამისად: მოწმად: ღ~თი: მყავს: სათქმელად: მეუცხოვების: უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დღეცა: მესაღამოების: დახსნილ: ვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების:

656. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი: ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი: ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: ცრემლითა: მუნ: მორწყო: ველი: მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ჩემი: ლხინი: ყოველი: