... (H-599), 1646 წ.

485. მოვინადირეთ: მინდორი: ძირი: მთისა: და: გორისა: იყო: სიმრავლე: ძაღლისა: შავარდნისა: და: ქორისა: ადრე: დავბრუნდით: ვიარეთ: არ: ეჯი: გზისა: შორისა: აღარ: იბურთეს: დაშლა: ქნეს: თამაშობისა: ორისა:

486. ჩემთა: მჭურეტელთა: მოეცვა: ქალაქი: შუკა: და: ბანი: ომგარდახდილსა: მშვენოდეს: მეანიანნი: კაბანი: ფერმიხდილ: გვარად: ვშვენოდი: ვარდი: ცრემლითა: ნაბანი: ვინცა: მიჭურეტდის: ბნდებოდის: მათრლად: არს: არ: კატაბანი:

487. რიდენი: რომე: მეშოვნეს: ქალაქსა: ხატაელთასა: იგი: მეხვივნეს: მშვენოდეს: ვახელებ: გულსა: ხელთასა: მეფე: გარდახდა: დარბაზსა: შევედით: ჩემთა: მზრდელთასა: შევხედენ: დავკრთი: ელვასა: ღაწვთა: მზეებრ: ნათელთასა:

488. მას: მზესა: ტანსა: ემოსნეს: ნარინჯის: ფერნი: ჯუბანი: ზურგით: უთქს: ჯარი: ხადუმთა: დასდასად: უბანუბანი: სრულად: ნათლითა: აევსო: სახლი: შუკა: და: უბანი: მუნ: ვარდსა: შუა: შვენოდეს: ძოწმარგალიტნი: ტყუბანი:

489. ნაომარსა: დაკოდილსა: ხელი: ყელსა: ჩამომება: დედოფალი: საჯდომთაგან: ადგა: წინა: მომეგება: ვითა: შვილი: გარდამკოცნა: ღაწვი: ვარდი: დამილება: მითხრა: ნუ: ეჭვ: ამას: იქით: თუღა: მტერი: შეღაგება:

490. ახლოს: დამისუეს: ადგილსა: მუნ: სადა: მიამებოდა: პირისპირ: მიჯდა: იგი: მზე: გული: ვისთვისცა: კვდებოდა: მალვით: უჭვრეტდი: მიჭვრეტდის: სხვად: არად: მეგონებოდა: თვალნი: მოვსწყვიდნი: სიცოცხლე: ამითა: მეარმებოდა:

491. შეიქმნა: სმა: და: პურობა: მგზავსი: მათისა: ძალისა: სხვა: გახარება: ასეთი: არს: უნახავი: თვალისა: ჯამი: და: ჭიქა: ყველაი: ფეროზისა: და: ლალისა: არვისი: ბრძანა: მეფემან: არცა: გაშვება: მთრვალისა:

492. მე: მუნა: მყოფი: მივეცი: შვებასა: მეტის: მეტასა: არ: შემომხედნის: შევხედნი: ცეცხლმან: დამიწყის: შრეტასა: კაცთა: კრძალვასა: ვაწვევდი: გულსა: შმაგსა: და: რეტასა: რა: უამ: არის: პირისპირ: საყვარელისა: ჭვრეტასა:

493. დააგდეს: მღერა: მუტრიბთა: “სულეთო: თავი: ხარიან: მიბრძანეს: “შვილო: ტარიელ: ვით: გითხრათ: ვით: გვიხარიან: ნეტარძი: გვაქვსო: მებრძოლნი: მით: ჩვენნი: ვაგლახ: არიან მართალან: შენნი: მჭურეტელნი: არ: ცუდად: იმკვეხარიან:

494. აწ: თუმცა: გვმართებს: შემოსვა: ვის: მორჭმით: მოგივლენიან: არ: შეგმოსთ: მაგა: კაბათა: არ: აგხდით: ტურფად: გშვენიან: აწ: გქონდეს: ასი: საჭურჭლე: ვის: მორჭმით: მოგივლელიან: თვით: შეიკერე: რაცა: გწადს: ჩვენგან: ნუღარა: გრცხვენიან:

495. მომართუნეს: ასნი: კლიტენი: ასთავე: საჭურჭლეთანი: თაყვანისვეც: და: დავლოცე: დავლანი: მათთა: სვეთანი: მაკოცეს: ადგეს: ორნივე: თვით: იგი: მზენი: მზეთანი: რა: გასცეს: ზომნი: ვით: გითხრნე: ლაშქართა: სისავსეთანი:

496. კვლაცა: დაჯდა: მხიარული: მოიმატა: სმა: და: მღერა: კვლა: გაგრძელდა: ნადიმობა: ბარბითი: და: ჩანგთა: ჟღერა: დედოფალი: წამოვიდა: შეეყარა: მწუხრსა: დღე: რა: ძილპირამდის: სიხარულსა: სიხარული: ჰგვანდა: არა:

497. ავიყარენით: მიგვჭირდა: სმა: დოსტაქნისა: მეტისა: საწოლს: შემოვე: შემექმნა: ცნობა: მათ: ვითა: რეტისა: ძალი: არ: მქონდა: ტყვექმნილსა: მე: ამა: ცეცხლთა: შრეტისა: მეგონებოდა: მალხენდის: გონება: მისგან: ჭვრეტისა:

498. მონა: მოვიდა: მიამბო: ამბავი: მე: მართალიო: შენსა: ამბავსა: იკითხავს: აჯიღოსანი: ქალიო: მაშინვე: ვიცან: ავიჭერ: ჩქარ: ჩქარად: გულ: გამკრთალიო: მოვიდა: ვნახე: ასმათი: ჩემთანა: მომავალია:

499. მე: მისთვის: ვკვდები: მიამა: ასმათის: ნახვა: მე: მისად: აღარ: მიუშვი: ვაკოცე: ქნათღა: თაყვანისსცემისად: ხელი: მოვჰკიდე: დავისვი: ახლოს: ტახტისა: ჩემისად: ვკითხე: თუ: ნეტარ: მისულა: მორჩი: ალვისა: ხე: მისად:

500. მიამბე: მისი: ამბავი: სხვად: ნურად: მეუბნებია: მითხრა: თუ: გკადრებ: მართალსა: აწ: ჩემგან: არა: სთნებია: დღეს: ერთმანერთი: გინახავს: და: ტურფად: მოგწონებია: აწ: კვლაცა: ცნობა: ამბვისა: მას: ჩემგან: უბრძანებია:

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა:

501. წიგნი: მომართვა: ჩავხედენ: პირისა: თემთა: მნათისა: ეწერა: ვნახე: სიკეთე: წყალჯავარისა: შენისა: ომ: გარდახდილი: შვენოდი: შენატევები: ცხენისა: არ: ავი: მიმიჩს: მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა:

502. ღმერთმან: თუ: მცა: ენა: ჩემი: ქებად: შენად: უშენოსა: ჩემთვის: მკვდარი: აღარ: ვიტყვი: მაშა: მომკლავ: უშენოსა: მზემან: ლომსა: ვარდგიშერნი: ბაღი: ბაღჩად: უშენოსა შენმან: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მართებს: უშენოსა:

503. თუცა: მიგდის: ღვარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არ: იდენო: ამას: იქით: ნუღარ: იდენ: ჭირსა: თავი: არიდენო: შენნი: მჭურეტნი: შენთა: მჭვრეტთა: აგინებენ: არ: იდენო: რომე: ძოღან: მოგეხვივნეს: იგი: ჩემთვის: არიდენო: