... (H-599), 1646 წ.

543. მემცა: დაშლა: ვითა: ვჰკადრე: რათგან: იგი: ვერ: მიმხვდარა: არ: იტყვის: თუ: ინდოეთი: უპატრონოდ: არ: მიმხდარა: ერთი: მე: ვარ: მემამულე: სხვასა: მართებს: არად: არა: ვის: მოიყვანს: არა: ვიცი: ანუ: იგი: ვინ: მომცდარა:

544. ვთქვი: ამითა: ვეღარას: ვიქ: ღონე: სხვარა: მოვიგვარო: თავსა: უთხარ: ნუ: მოგიცავ: გონებაო: მრავალგვარო: მედვა: გული: მხეცისაებრ: ათასჯერცა: მინდორს: ვარო: ვისმცა: მივეც: თავი: შენი: რადგან: შენვე: მე: არ: წამგვარო:

545. გულსა: ა: ვხდიდი: გულისათვის: კოშკი: ამად: გამებაზრა: იგი: წუიმა: შემიყვარდა: და: რომე: პირველ: ვარდი: აზრა: ვნახე: ძოწსა: მარგალიტი: გარე: ტურფად: მოემაზრა: მიბრძანა: თუ: ეგე: საქმე: მემცა: მართლად: რად: მიაზრა:

546. არ: დავიჯერებ: მე: შენსა: ღალატსა: ორგულობასა: უვარის: ქნასა: ღმრთისასა: ამისთვის: არ: მადლობასა: იაჯდი: თავსა: ჩემსა: და: მორჭმით: ინდოეთს: ფლობასა: მე: და: შენ: ვიჯდეთ: ჴელმწიფედ: სჯობს: ყოვლსა: სიძესძლობასა:

547. მე: ლმობიერად: მომიტკბა: გამწყრალი: გამქისებული: ახლოს: მიწვია: მაღირსა: აქამდის: არღირსებული: ანუ: მზე: იყო: ქვეყანად: ან: მთვარე: პირგავსებული: მეუბნებოდა: დამივსო: ცეცხლი: ამითა: გზებული:

548. მიბრძანა: თუ: გონიერი: ხამს: აროდეს: არ: აჩქარდეს: რაცა: ჯობდეს: მოაგვაროს: საწუთროსა: დაუწყნარდეს: თუ: სასიძო: არ: მოუშვა: ვაი: თუ: მეფე: გაგიმწარდეს: შენ: და: ისი: წაიკიდოთ: ინდოეთი: გარდაქარდეს:

549. კულა: თუ: სიძე: შემოუშვა: მე: შემირთავს: იყოს: ასდენ: ერთმანერთსა: გავეყარნეთ: ძოწეულნი: გაგუიფლასდენ: მათ: მორჭმულთა: მოივლინონ: ჩვენ: პატიჟნი: გაგვიახლდენ: ესე: ამბვად: არ: ეგების: რომე: სპარსნი: გაგვიხასდენ:

550. მე: ვჰკადრე: ღმერთმან: აშოროს: მის: ყმისა: შენი: ქმარობა: რა: შემოვიდენ: ინდოეთს: შევიგნა: მათი: გმირობა: უჩვენო: ჩემი: ძალგული: და: ჩემი: მეომარობა: ასრე: დავხოცო: შეეძლოს: აღარა: არ: სახმარობა:

551. მიბრძანა: თუ: ხამს: დიაცი: დიაცურად: საქმე: დედლად: დიდსა: სისხლსა: ვერ: შეგაქნევ: ვერ: ვიქმნები: შუა: კედლად: რა: მოვიდეს: სიძე: მოკალ: მისთა: სპათა: აუწყუედლად: ქნა: მართლისა: სამართლისა: ხესა: შეიქს: ხმელსა: ნედლად:

552. ასრე: ჰქენ: ჩემო: ლომო: და: მჯობო: ყოველთა: გმირთაო: მიპარვით: მოკალ: სასიძო: ლაშქართა: ნუ: მოირთაო: მისთა: სპათაცა: ნუ: დახოც: ზროხათა: ვითა: ვირთაო დიადი: სისხლი: უბრალო: კაცმანცა: ვით: იტვირთაო:

553. იგი: რა: მოჰკლა: ეუბენ: პატრონსა: ჩემსა: მამასა: ჰკადრე: თუ: სპარსთა: ვერა: ვიქ: ინდოეთისა: ჭამასა: ჩემია: მკუიდრი: მამული: არ: მივსცემ: არცა: დარასა: არ: დამეხსნები: გაგიხდი: ქალაქსა: ვითა: ტრამასა:

554. ჩემი: ყოლა: ნურა: გინდა: სიყვარული: არცა: ნდომა: ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოხდომა: ქნას: მეფემან: ყელმოტეხით: შემოხვეწა: შემოკდომა: ხელთა: მოგცეს: თავი: ჩემი: შეგვფეროდეს: ერთგან: სხდომა:

555. ესე: მეტად: მომეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაცადე: დასახოცლად: ხრმალთა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქვევა: წვევა: მწადდა: მაგრა: ვეღარა: ვქენ: შეჭიდება: შემოხუევა:

556. ხანი: დავყავ: გავეყარე: მაგრა: გავხე: ვითა: ხელი: ასმათ: წინა: წამომიძღუა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრ: ჯელ: ვაათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასლვა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

557. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: ღამით: უჭვრეტდი: ვარსკვლავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახუარი: შავთა: წამწამთა: სროლილი: მისმან: შუქმან: დამალურჯა: დამალება: დამდვა: წყლული:

აქა ხვარაზმელთ მეფის შვილის მოსვლა და ტარიელისაგან მოკვლა:

558. ხვარაზმით: გამოემართა: რამადან: მეფის: შვილიო: მენავეთაცა: უბრძანა: მოჰკაზმეთ: ყოვლგნით: ნავიო: მთვარე: კირჩხიბსა: ზედა: ზის: ჩაწყივეთ: სამძიმარიო: მათსა: ქებასა: ვინ: იტყუის: ენამ: აკრძალოს: თავიო:

559. კაცი: მოვიდა: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა: მაგრა: თუ: ღმერთი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა: მეფესა: მიხვდა: სიამე: არ: სიტყვა: ივაგლახა: რა: შვილო: მოდიო: ტარიელ: მიბრძანა: თავი: დახარა:

560. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიხადოთ: ქორწილი: ხამს: ვითა: დასასრულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია უხვად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

561. მე: გავგზავნენ: ყოვლგნით: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელნი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყვნეს: ხანსა: არდამზმელნი: შიგნით: ჩვენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხვარაზმელნი: მათ: ლაშქართა: ერთად: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ველნი: