... (A-363), XVII ს.

465. თუით: ორნივე: ბიძა: ძენი: თავის: ჴმრლითა: ჩამოყარნა: მოიტანნა: მხარდაკრულნი: ერთმან: ორნი: არ: დაყარნა: ჴელნი: წმიდად: გარდაჰკუეთნა: იგი: ასრე: ასაპყარნა: მათნი: ყმანი: აამტირლნა: მისნი: სპანი: ამაყარნა:

466. მათნი: ლაშქარნი: გაგვექცეს: ვეცენით: გაცავფანტენით: ფიცხლად: წაუღეთ: ქალაქი: არ: თავნი: გავაზანტენით: ქუითა: დავლეწეთ: წვივები: ჩვენ: იგი: გავაანტენით: მომკალით: ლარი: დავლიოთ: ან: აკიდებით: ან: ტენით:

467. ფრიდონ: ნახნა: საჭურჭლენი: და: ბეჭედნი: თვისნი: დასხნა: თვით: ორნივე: ბიძის: ძენი: დაპყრობილნი: წამოასხნა: მისად: ნაცულად: სისხლნი: მათნი: მოღუარნა: და: ველთა: ასხნა: ჩემი: თქუეს: თუ: ღ~თსა: მადლი: ვინ: ალვისა: ხენი: ასხნა:

468. მივედით: მოქალაქეთა: ზარი: ჩნდა: რომე: ზმიდიან: მე: და: ნურადინს: ყუელანი: ქებასა: შეგუასხმიდიან: აჯათა: მქნელნი: მჭურეტელთა: გულსა: მუნ: დააბმიდიან: გვითხრობდეს: მკლავთა: თქუენთაგან: ჯერთ: მათნი: სისხლნი: მიდიან:

469. ლაშქარნი: ფრიდონს: მეფედ: და: მიჴობდეს: მეფეთ: მეფობით: თვით: თავსა: მათსა: მონად: და: ჩემსა: ყოველასა: სეფობით: დაღრეჯით: ვიყავ: ვერ: მპოეს: ვეროდეს: ვარდის: მკრეფობით: ჩემი: ვერ: სცნიან: ამბავი: მუნ: იყო: არ: იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელისათვის:

470. დღესა: ერთსა: მე: და: ფრიდონ: ნადირობას: გამოვედით: ზღვასა: ზედა: წაწურვილსა: ქედსა: რასმე: გარდავდეგით: ფრიდონ: მითხრა: გითხრობ: რასმე: ვნადირობდით: ცხენსა: ვსხედით: ერთი: რამე: საკუირველი: მე: ვნახეო: ამა: ქედით:

471. მე: ვჰკითხევდი: ფრიდონ: მეტყუის: მართ: ამბავსა: ესოდენსა: დღე: ერთ: მწადდა: ნადირობა: შევჯე: ამა: ჩემსა: ცხენსა: ზღუასა: შიგან: იხუსა: ჰგვანდა: ჴმელთა: ზედა: შავარდენსა აქა: ვდეგ: და: თუალს: უგებდი: ქორსა: იქით: განაფრენსა:

472. ზოგჯერ: ზღუისკე: მივიხედნი: წავსდგომოდი: ამა: გორსა: ზღუასა: შიგან: ცოტა: რამე: დავინახე: თუცა: შორსა: აგრე: ფიცხლად: სიარული: არას: ძალაქუ: მისსა: სწორსა: ვერად: ვიცან: გავეკუირვე: გონებასა: ამად: ორსა:

473. ვჰთქუი: რა: არის: რას: ვამსგავსო: მფრინველია: ანუ: მჴეცი: ნავი: იყო: არ: ეფარა: სამოსელი: მრავალკეცი: წინა: კაცნი: მოზიდვიდეს: თვალი: ამად: დავაცეცი: მთვარე: უჯდა: კიდობანსა: ცა: მეშვიდე: მასცა: ვეცი:

474. ამოძურნეს: ორნი: მონანი: შავნი: მართ: ვითა: ფისანი: ქალი: გარდმოსვეს: სისხონი: ვნახენ: მისისა: თმისანი: მას: რომე: ელვა: ჰკრთებოდა: ფერნიმცა: ჰგვანდა: რისანი: მან: გაანათლა: ქვეყანა: გაცუდდეს: შუქნი: მზისანი:

475. სიხარულმან: ამაჩქარა: ამათრთოლა: დაცამლეწა: იგი: ვარდი: შემიყუარდა: რომე: თოვლსა: აეხეწა: დავაპირე: შეტევება: ვთქუი: წავიდე: მათკე: მე: წა: ჩემსა: შავსა: სულიერი: რამცა: ვითა: გარდეხვეწა:

476. ცხენი: გავქუსლე: იქმოდა: შამბი: ჴმასა: და: ხრიალსა: ვეღარ: მივესწარ: გამესწრნეს: რაზომცა: ვსცემდი: წრტიალსა: ზღვის: პირსა: მიველ: შევხედენ: ჩნდა: ოდენ: მზისა: ტიალსა: გამშორვებოდეს: წამსულოდეს: ამისთვის: დავეწვი: ალსა:

477. ესე: მესმა: ფრიდონისგან: მომემატა: ცეცხლთა: სიცხე: ცხენისაგან: გარდავიჭერ: თავი: სრულად: გავიკიცხე: ღაწუთა: ჩემთა: დანადენი: მე: ჩემივე: სისხლი: ვიცხე: უთხარ: მომკალ: უჩემოსა: ენახოსცა: ვისცა: ის: ხე:

478. ესე: ჩემგან: გაუკვირდა: ფრიდონს: უცხოდ: ეუცხოა: მაგრა: მეტად: შევებრალე: ტირილითა: მესათნოა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმოთოა: ვითა: შვილი: დამადუმა: მემუდარა: შემეპოა:

479. ვაგლახ: მეო: რა: გიამბე: ფათერაკად: მცდარმან: შმაგად: მოვახსენე: ნურა: გაგვა: ნუ: ინაღული: მაგას: მაგად: იგი: მთვარე: ჩემი: იყო: მით: მედების: ცეცხლი: მდაგად: აწ: გიამბობ: რადგან: თავი: გინდა: ჩემად: ამხანაგად:

480. ფრიდონს: უთხარ: ყუელაკაი: ჩემი: თავსა: გარდასრული: მან: მითხრა: თუ: რას: ვიტყოდი: გაკიცხული: გაბასრული: შენ: მაღალი: ჰინდოთ: მეფე: ჩემსა: რადმე: ხარ: მოსრული: საჴელმწიფო: საჯდომი: და: ტახტი: გმართებს: სრაცა: სრული:

481. კულავაცა: მითხრა: ვისცა: ღ~თი: საროს: მორჩსა: ტანად: უხებს: მას: ლახუარსა: მოაშორვებს: თუცა: პირველ: გულსა: უხებს: იგი: მოგუცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: მოგუიქუხებს: ჭირსა: ლხინად: გაგიცვალებს: არა: ოდეს: შეგვაწუხებს:

482. წამოვედით: ნატირებნი: სრას: დავსხედით: თავისწინა: ფრიდონს: უთხარ: ჩემი: შემწე: შენგან: კიდევ: არავინა: ვითა: ღ~თნ: შენი: მსგავსი: სოფლად: არა: მოავლინა: მაშა: რადგან: შეგემეცნე: ამის: მეტი: რად: რა: მინა:

483. არ: ავი: გესვა: მოყვარე: ჟამი: თუ: მომხუდეს: ჟამისად: ენა: გონება: მაჴმარე: გამოსარჩევლად: ამისად: რა: მოვაგუარო: რა: მიჯობს: სალხენლად: ჩემად: და: მისად: თუ: ვერას: ვარგებ: ვიქმნები: ვერ: დამყოვნელი: წამისად: