ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

568. “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დასწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვჰთქვენი საწუთროს გმობანი”.

569. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

570. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

571. “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი, დაუმჭნარი.

572. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

573. “დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

574. “ასმათ გამომყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვჰთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

575. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ, სიხარულით კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

576. “მე უთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ-დანამალსა”.

577. “შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

578. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი

579. “მოეწერა: “რამაზ მეფე ტარიელსა წიგნს გიწერსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ -მიერსა”.

580. “უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

581. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხვარაზმულობა.

582. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

583. “შინა მიველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, - ვჰთქვი, თუ, - ჯერცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?

584. შინა მოველ სევდიანი, არ ნადიმად ღვინოს ვსმიდი; წამ წავიდი სოფლისაგან, მადლი ღმერთსა შვსწირვიდი; ვერცა ვიჯდი, ვერცა ვიდგი არა ვიცი, რასა ვჰზმიდი, თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, მეფისაკენ წაცავიდი.“

585. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

586. მიამა, უფრო გავხელდი საქმისა მიუმხვდარია, ადლი შევჰკადრე უფალსა, ვიაჯე ზეენარია; მზესა ვეშაპი შეიპყრობს, მე მისად მსგავსად ვარია. დავაგდე სრისა ალაგი, ბაღისა ვლახე არია.“