ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

511. “მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

512. [იგი უე]რო მნათი რა იქს სარ[. . . . . . . . . . . .] გამოჰკრთის მუნით სინათლე ამ[ . . . . . .] მზერა[სა] ეს ქვე ძეს მისთვის უცნობო, იგი ტახტსა ზის ზე რასა? წიგნსა უკითხვენ, სწამლობენ, სინჯვენ მაჯის ძგერასა.

513. [............................................... ...................... ] დიდნი [............................................... ........... ] იგ ზაფრან[ .............] სრბებენ ლალ[............. ] მტერ- დაცე[...............]ვინ რას მიიკვალ [....................... ]

514. “დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, - დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდა ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

515. “შიგა ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედა მტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

516. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა? სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა უთხარ, ვითა შმაგი, შევეკრთია; კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

517. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

518. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, დედოფალი ზღვასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

519. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

520. “ვთქვი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა ამადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავარკინე.

521. “ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

522. “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

523. “წამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მიველ, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მიველ, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა!”

524. ფარსადან ღმერთსა შესწირა, რაცა აქვს მოგებულია; ყოველნი მადლსა შესწირვენ, მცირე და დიდებულია; დედოფალი ტირს, ცხელითა ცრემლითა მილ -გებულია, წამწამ მოვიდის, მნახვიდის ტან -სარო აგებულია.“

525. “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან, ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

526. ქალი მოვიდა, იკითხა ამბავი რაზმთა მფრეწისა, ტანად ალვა და ლომგული, პირად მზე მინა რეწისა; მისთა შუქთაგან მთვარესა არ ძალ -აქვ გარდახვეწისა; მიხმეს, მიბრძანეს ამბავი, მე მივეგებე მეწისა.“

527. “მონააო ასმათისი” - “რა იცისო” ვარქვი, “ვკითხე.” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად გულისა ვითამცა ვქენ მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

528. ,,წიგნი მომცა ასმათისი:,, გული შენი ნუ დაბნდების; ვნახოთ ამა მუხთალთაგან ჩვენსა თავსა რა მოჰხდების!“ მას მიჯნური არა ჰქვიან, ვინცა დღისა წინ მოჰკვდების, რასთვის უშობ, რასთვის ბნდები, სული რასთვის ამოგხდების?

529. “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

530. “დღენი გამოჰხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა; ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მიველ; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.