ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

452. ,,მოვიდა კაცი მეფისა, იგი დღე - ღამე იაროს; სარიდან ჰკადრა მეფემან:,, დავედრე, წამოიაროს; თუ ვინმე ჰყვანდეს მოსარჩლე, ვარგულად გაეზიაროს, სხვად კიდე ნუ დაიყოვნის, ფიცხლად უდგმულოდ იაროს.“

453. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამილბარობა. თვით ამირბარსა ჰინდოეთს აქვს ამირსპასალარობა. მეფე რა დაჯდეს, არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

454. “თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

455. მეფემ უძღვნა მრავალი ოქრო და საჭურჭლენია, კვლა სხვაგნით ნიბათ- ნობათი, თეთრი ქორი კი ცხენია; ,,რად მწყალობ, ლომო ფარსადან? - რაცა მაქვ, ყველა შნია. შენ გმორჩილობენ მნათობნი, მათ ვარდი კრიფონ, შენ ია.“

456. ,, ვინადიროთ მხიარულთა, მშვილდ- ისრითა მოვსრათ ველი, ტახტი დადგით მაღრიბული, ჩემგან მოსვლად ნურას მელი; ჩარყაფების ორხაოთა გააკეთეთ ზოგან ხელი, ედემისა მსგავსად ჰკაზმეთ, გაახარეთ ჩვენი მზრდელი.“

457. მუნ მეფესა მოეკაზმეს სახლი ამო სიტურფითა; თვალ - გუარი მოაფრქვივეს, მუშაკსა ჰფენენ სუმბულთა; ასრე ტურფად მოუკაზმეს, ხელმწიფესა მართებს ვითა; მისი ფერი სურნელება ხამს აღიძრას სამოთხისა.“

458. თუ რა სადა სახელმწიფო შესაქცევი პოვეს სათა, შესხდეს, თანა წაიტანეს, ზოგნი ძებნად არნეს სხვათა; მას დღე სროლა მათი იყო, შეყრილობა კაცი სპათა. მისნი მჭვრეტნი გაეკვირნეს მისთა ეგზომ ქცევა- ზმათა.“

459. ,, დღესა ერთსა ავაზათა შეექცეს და ამოსწყვიდეს, მეორესა შავარდნითა და ქორითა ინადირეს, მესამესა დღესა შესხდეს, ავაზებსა მოასხმიდეს, ვინცა ნახეს, ქება ჰკადრეს, არ აიგდეს, არ იკილთეს.“

460. ,, კვირას ერთსა ინადირეს, რაცა პოვეს, ჯარი ჰხოცდეს, სტუმარი და ხელმწიფენი ისრიან და ამოდ ჰმხოცდეს, ლაღობითა ნადირობდეს, მხეცთა ჰხოცდეს ორმოც - ოცდეს, ნაძლევითა ავსი სპასა იმათსიგან ამოჰხოცდეს.“

461. ,,რა გათავდა ნადირობა, წამოვიდეს მხიარული; ჩამოჰხდეს და ჭამად დასხდეს, მეფეს მიაჩს ტახტი სრული; კაცის თვალმან რამცა ნახა სხვა მისებრი მოკაზმული! აჰა, ძმაო, მაშინდიდგან მე მაქვს ჩემი გული წყლული.

462. გარდიხადეს ნადიმობა,ვით გასმია ხელმწიფესა; ილხენდეს და თამაშობდეს შესაფერად ქცევა- ზნისა; ლალი მრთელი, იაგუნდი, ფანტვა იყო გვირგვინისა. მე სად ღირსვარ მისთა თქმათა, მძებნელი ვარ იმა გზისა.”

463. მეფემ უძღვნა მამა-ჩემსა უსაზომო საბოძვრითა; დიდრუანი ტაბაკები სავსე თვალთა- გუარითა; უბრძანებდა:,, სარდან, შვილო! მით ამოთა საუბრითა. თავსა ხურვენ უცხოს რასემეს მუშაკთა და ამბარითა.”

464. ,, ლხინობდეს და თამაშოობდეს, გამოვიდეს ღამე- დღნი; ღმრთისა იყო ბრძანებანი, საწუთროსა კარის მღენი; დაორსულდა დედა- ჩემი, მოდგედ სრასა ძღვნის მოღენი. ღონე მქონდეს, არ მინდოდა თქმა ამბავთა ეგრე შენი.”

465. ,, კრულმც არს ჩემი დაბადება, ხელმწიფესა აცნობესა; ვაჟი მიხვდა ამილბარსა, დედოფალსა შეჰკადრესა.,, ლხინი მოგვცა შემოქმედმან, ნუ მოვიწყენთ!” - ეგრე თქვესა; ილხენდეს და თამაშობდეს, შეჭირვება დაჰკარგესა.”

466. ,, ამის მეტსა ვეღარ უძლებ, ასმათ გკადროს, რაცა ვქენა.” ადგა ასმათ, დაუწყნარდა, ყველა წვრილად მოახსენა; ,,მე სოფელსა აღარ უნდი, მით საქმითა შევიგენა” ესე თქვა და ყმამან სულთქნა, კვლა დაუწყო ცრემლმან დენა.”

467. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა; ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა! მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

468. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

469. “ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა; ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა; არა ჰგავიდოდის ფარსადანს მისი არა- სმა შვილისა.

470. ნადიმსა შიგან მოყმენი სიცილით მოგეგებნიან; მოასპარეზე - მესროლთა ღონე ჩემგანვე ძებნიან; მებრძოლთა შიგან მებრძოლნი ვერავინ ვერ შემებნიან; თვით შუბოსანი ჩემებრი არავინ არ ეგებნიან.”

471. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!