ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2316. თინათინ, ნესტან-დარეჯანს კვლავ მოუთქვნა სინაზეენი, პირი მზისა უნათლესი, თმა გიშერი ვითა ტევრნი: ’’აწ ვაგლახ მე, ვით დამალეთ შუქთა სხივნი ბევრის ბევნი!’’ ჰი, ჰი ჩემთვის მოიწივნა საშინელნი მოსაწევრნი!“

2317. ამასთანათა სიტყვათა გრძლად და გულ-მდუღრად ტიროდა: მერმე ადგა და ქვანიცა ტიროდეს, ასრე სულთქმიდა; ტაგრუცსა გაესალამა, ტანსა ძაძასა იცმიდა, თავსა ნაცარსა იყრიდა, არა გვირგვინსა ირქმიდა.

2318. შინა მოვიდა, შინ მოკვდა ფრიდა მათისა სევდითა: მათს უკან აღარ ვარგიყო, არცა კარგისა ბედითა; თვალნი დაუდგა ბედ-კრულსა საგონებლითა მეტითა ნურადინ იყო მორჭმული ლარ-საქონლითა დიდითა.

2319. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა; ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

2320. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გმახარებლად.

2321. მე ვთქვი ქება თამარისა და ხმელთა შინა მნათისა ვთქვი მათი ქება, მიზეზად მქონდა ქებისა მათისა. რომანულისა თვალისა მის ბრილისა და სათისა, მემცა ვით მექო, ვერ აქებს, ბრძენნი თუ შეკრბენ ათისა.

2322. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

2323. დასრულდა ესე ამბავი მათ ხელმწიფეთა დიდისა ამოდ სასმენი, ბოლო-ჟამ საბრალო არსთა კიდისა, მოყვრენი ვინცა იყურებთ, არ ჩავარდნაა ხიდისა ნახეთ გასინჯეთ სიცრუე სოფლისა ამა ფლიდისა!

2324. ცუდია ესე სოფელი, ვითა სიზმარი ღამისა, არ მამეხმარა საჭურჭლე დედისა, არცა მამისა; უხანობისა ქარი ქრის, ვითა ერთისა წამისა, ოხრად გახდების აერი ტურფისა თვალ-წამწამისა.

2325. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

2326. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.