ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

492. ,,პატრონობა ჰინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა; ვნაპიროდი, თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა, ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევნი მღერა- სმათა; სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქნათა.”

493. ავთანდილ ყურსა უპყრობდა ამბავსა საამებელსა, ეტყვის თუ:,, ლომო, ნეტარძი ყოველსა შენსა მხებელსა, მე გავახარო, რა ვჰკადრო ჩემთა სახმილთა მდებელსა; ღმერთი არ მომკლავს, მგონია, თქვენზედ ვალ- დაუდებელსა.“

494. რაღაა იგი სიცოცხლე, ვინ არ ა შენდა ყოფილი! ღვარი გამრავლდა ცრემლისა, ბაღს არ აშენდა ყოფილი; გულსა ქვა-მქნილსა დანისა, ვით არა შენდა ყოფილი. შვიდთა მნათობთა სინათლე გაქვს არა შენდა ყოფილი .

495. კვლავ ასმათს ჰკადრა:,, ვიციმცა, გული ცეცხლთაგან მურია; მაგრამ სრულ- უქმენ ამბავნი, ესე ყმა მონასურია; ამასცა სჭირან პატჟნი, ვერ არის აქა მდგმურია; ადრე წავიდეს, გარგოს რა, ქნას საქმე მოძმეურია.“

496. ტარიელ დენად ცრემლისა კვლავ გაამრავლა მილები, რა მოაგონდის მოყვარე და ეეღნი წახდომილები; ვარდსა ასველებს, ინდოთა რაზმი ჩანს უნდომილები; ეგრევე შენ ხარ, სიცოცხლე, გული რაზომცა მილები.

497. ტარიელს თვალნი სისიხლისა ცრემლთაგან დაღამებიან, თქვა:,, ნახვისაცა უღირსსა ვისგან სახმილნი მდებიან! უმისოდ ძმანი რად მძმობენ, ანუ რად დანი მდებიან! აწყა ვახსენებ დღესა მას, ოდიდგან ცეცხლი მდებიან.“

498. ,,აჰა, ძმაო, რადგან მკითხე, ცხელი ცეცხლი მიახლლია; ჩემთა ჭირთა მაქრავებლად მისი მზრდელი მიახლია; მუდმით მწვევდის ცეცხლი ცხელი, მეტად ვეღარ ვეახლია, შენად შეყრად არ მომკვდარვარ, ჭირნი ასრე ვიახლია.“

499. ,,ღმერთსა კაცთა სიყვარული ჩვენზედ ოდის გამოჩნდების, ჩვენ სიკვდილი ლხინად მოგვცეს, შემოქმედსა რა აკლდების, ზოგთა შეჰკრავს წამის ყოფად, ზოგნი ცადმდე ამაღლდების; მით ერთითა შეგვიბრალოს, წყალობითა ჩვენ მოგვხვდების.“

500. “აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომე გამიჯნურდა

501. კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელთა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა?!

502. ,, ველს გავიდეთ სანადიროთ, უცხო რამე ქარი ქროდა; მეფე ბრძანებს:,,ვინადიროთ,“ ჯარი გარე ეხვეოდა; ,,ჩვენ ვიარეთ, ქვეითებსა ჭალა გარე მოესწროდა,“ რა ესე თქვა, ყმა ატირდა, ცრემლი ცხელი ჩამოსწთოდა.

503. “მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა; გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

504. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის-წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

505. ,,ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა; მეფე გარდახდა მუნ, სადა კოშკად ფარაზი გებით ა შიგნით შევედით, სრა დაგვხვდა, მოცვული ფარდაგებითა. მაშინ ნასობთა ლახვართა, სულნო, ვით დაუდგებითა!“

506. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

507. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა. ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

508. ,, ქალი მოდგა დურეჯთათვის, ტანად სარო ლამაზენი; მადლი ჰკადრა ხელმწიფემან:,,სახლი შენი ააშენი.“ ხელთა მვსცენ წასახვმელად,ააყბედნა ტკბილად ენი; მადლი მისსა შემოქმედსა, ვინ შენებრი დააშენი.“

509. “აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვა, გმირთა მემუქარენი!”

510. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია: დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!