ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

446. ავთანდილს უთხრა ისმენდი, ცნობა უც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და, ჩემისა დამმარხუელისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა, მის შენგან შეუყრელისა მე მიკუირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა

447. ასმათის ნახვა მიამა, ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა, ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა

448. რიდენი და ყაბაჩანი, რომე მესხნეს სამძღუნოდ მისად ერთგან შევჰკრენ გაუგზავნენ, მზესა აკლდა ოდნად მისად ასმათ დიდხანს არ გაუშვი, მე იმედად სულთა დგმისად მისგან კიდევ მამეცალა, საუბრადმცა სხუადღა რისად

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა

449. მიუწერე მზეო შუქი, შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს, სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ, სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი, განაღამცა გიმუქფენი

450. მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთვისცა ესე ჟამი, მასვე ჟამსა დავადარე სამჴრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე

451. გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩა და ასეთივე, ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა, კაცსა ვისმცა შევეპოვე

452. ქალი ადგა გამეყარა, დავსწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი საყვარელი, ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა, სულდგმულობა მამეწყინა ღამე ასრე გავათენე, მისი ჴმაცა არ მესმინა

453. დილასა ადრე სრას მიჴმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს, სახითა ოდენ სამითა რა მივე მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა

აქა რჩევა ნესტან დარეჯანის გათხოვებისა

454. მიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე,დაგვაბერნა დაცაგულია ჟამი გუახლავს სიკუდილისა, სიყმაწვილე გარდგუივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არა სმა არა გაგვა, ამად ზედა წაგვიგია

455. აწ ქალისა ჩუენისათუის, ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევანახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩუენთა, ჴმალი ჩვენთვის არ ვმახოთ

456. ვთქუი თქვენი ძისა არა სმა, გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩემად იმედად ,ვინ მზესა დაედარების ვისცა ვსთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით, მაგას რა მოეგუარების

457. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც თუცა მელია ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი, არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა, ჴელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არრომელია

458. რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება, მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი, გული მი და მო ჰკრფებოდა

459. დედოფალმან თქუა ხვარაზმშა, მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ, ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრა, რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა, დღე ჩემი სულთა მჴდომელი

460. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას, წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გაჴდა უმკვიდროდ, სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო, არ კიდევ გასათხოველი თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი

461. კაცი მოვიდა აევსო, ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას, სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხუდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა, ჩუენ ჴელსა რას ვიხდიდითა

462. კულა გაგზავნეს სხვანი კაცნი, სასიძოსა მოყვანებად დაავედნეს თუ ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი, საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწევ ჭირთა მოპოვნებად

463. მეტმან სევდამან მიმწურა, გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა, ქვე ვჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა, ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად