... (S-4499), XVII ს.

446. მოვინადირეთ: მინდორი: ძირი: მთისა: და: გორისა: იყო: სიმრავლე: ძაღლისა: შავარდნისა: და: ქორისა: ადრე: დავბრუნდით: ვიარეთ: არ: ეჯი: გზისა: შორისა: აღარ: იბურთეს: დაშლა: ქნეს: თამაშობისა: ორისა:

447. ჩემთა: მჭურეტელთა: მოეცვა: ქალაქი: შუკა: და: ბანი: ომ: გარდაჴდილსა: მშვენოდეს: მოემნიანნი: კაბანი: ფერ: მიჴდილ: გვარად: ვშვენოდი: ვარდი: ცრემლითა: ნაბანი: ვინცა: მიჭურეტდის: ბნდებოდის: მგზავსი: ჰყუის: ვით: კატაბანი:

448. რიდენი: რომე: მეშოვნეს: ქალაქსა: ხატაელთასა: იგი: მეხვივნეს: მშვენოდეს: ვახელებ: გულსა: ხელთასა: მეფე: გარდაჴდა: დარბაზსა: შევედით: ჩემთა: მზრდელთასა: შევჰხედენ: დავჰკრთი: ელვასა: ღაწუთა: მზეებრ: ნათელთასა:

449. მას: მზესა: ტანსა: ემოსნეს: ნარინჯისფერნი: ჯუბანი: ზურგით: უთქს: ჯარი: ხადუმთა: დას: დასად: უბანუბანი: სრულად: ნათლითა: აევსო: სახლი: შუკა: და: უბანი: მუნ: ვარდსა: შუა: შვენოდეს: ძოწმარგალიტნი: ტყუბანი:

450. ნაომარსა: დაკოდილსა: ჴელი: ყელსა: ჩამომება: დედოფალი: საჯდომთაგან: ადგა: წინა: მომეგება: ვითა: შვილი: გარდამკოცნა: ღაწვი: ვარდი: დამილება: მითხრა: ნუ: ეჭუ: ამას: იქით: თუღა: მტერი: შეღაგება:

451. ახლოს: დამისუეს: ადგილსა: მუნ: სადა: მიამებოდა: პირისპირ: მიჯდა: იგი: მზე: გული: ვისთუისცა: კუდებოდა: მალვით: უჭვრეტდი: მიჭვრეტდის: სხვად: არად: მეგონებოდა: თვალნი: მოვსწყვიდნი: სიცოცხლე: ამითა: მეარმებოდა:

452. შეიქმნა: სუმა: და: პურობა: მგზავსი: მათისა: ძალისა: სხვა: გახარება: ასეთი: არს: უნახავი: თვალისა: ჯამი: და: ჭიქა: ყველაი: ფეროზისა: და: ლალისა: არვისი: ბრძანა: მეფემან: გაშვება: არცა: მთრვალისა:

453. მე: მუნა: მყოფი: მივეცი: შვებასა: მეტისმეტასა: არ: შემომხედნის: შევხედნი: ცეცხლმან: დამიწყის: შრეტასა: კაცთა: კრძალვასა: ვაწვევდი: გულსა: შმაგსა: და: რეტასა: რა: უამია: პირისპირ: საყუარელისა: ჭურეტასა:

454. დააგდეს: მღერა: მუტრიბთა: სულეთო: თავი: ხარიან: მიბრძანეს: შვილო: ტარიელ: ვით: გითხრათ: ვით: გუიხარიან: ნეტარძი: გვაქუსო: მებრძოლნი: მით: ჩვენნი: ვაგლახ: არიან: მართალ: არს: შენნი: მჭურეტელნი: არ: ცუდად: იმკვეხარიან:

455. აწ: თუცა: გმართებს: შემოსვა: ვის: მორჭმით: მოგივლენიან: არ: შეგმოსთ: მაგა: კაბათა: არ: აგჴდით: ტურფად: გშვენიან: აწ: გქონდეს: ასი: საჭურჭლე: ვის: შუქნი: მოგიფენიან: თვით: შეიკერე: რაცა: გწადს: ჩვენგან: ნუღარა: გრცხვენიან:

456. მომართვნეს: ასნი: კლიტენი: ასთავე: საჭურჭლეთანი: თაყვანისვეც: და: დავლოცე: დოვლათი: მათთა: სუეთანი: მაკოცეს: ადგეს: ორნივე: თვით: იგი: მზენი: მზეთანი: რა: გასცნეს: ზომნი: ვით: გითხრნე: ლაშქართა: სისავსეთანი:

457. კვლაცა: დაჯდა: მხიარული: მოიმატა: სმა: და: მღერა: კვლავ: გაგრძელდა: ნადიმობა: ბარბითი: და: ჩანგთა: ჟღერა: დედოფალნი: წამოვიდნეს: შეეყარა: მწუხრსა: დღე: რა: ძილპირამდის: სიხარულსა: სიხარული: ჰგვანდა: ვერა:

458. ავიყარენით: მიგუჭირდა: სმა: დოსტაქნისა: მეტისა: საწოლს: შემოველ: შემექმნა: ცნობა: მათ: ვითა: რეტისა: ძალი: არ: მქონდა: ტყვე: ქმნილსა: მე: ამა: ცეცხლთა: შრეტისა: მეგონებოდა: მალხენდის: გონება: მისგან: ჭურეტისა:

459. მონა: მოვიდა: მიამბო: ამბავი: მე: მართალიო: თქუენსა: ამბავსა: იკითხავს: აჯიღოსანი: ქალიო: მაშინვე: ვიცან: ავიჭერ: ჩქარჩქარად: გულ: გამკრთალიო: მოვიდა: ვნახე: ასმათი: ჩემთანა: მომავალია:

460. მე: მისთვის: ვკუდები: მიამა: ასმათის: ნახვა: მე: მისად: აღარ: მიუშვი: ვაკოცე: ქნადღა: თაყვანის: სცემისად: ჴელი: მოვჰკიდე: დავისვი: ახლოს: ტახტისა: ჩემისად: ვჰკითხე: თუ: ნეტარ: მისულა: მორჩი: ალვისა: ხე: მისად:

461. მიამბე: მისი: ამბავი: სხუად: ნურად: მეუბნებია: მითხრა: თუ: გკადრებ: მართალსა: აწ: ჩემგან: არა: სთნებია: თქუენ: ერთმანერთი: გინახავს: და: ტურფად: მოგწონებია: აწე: სცნობა: სხვასა: ამბავსა: მას: ჩემგან: უბრძანებია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მოწერილი:

462. წიგნი: მომართუა: ჩავხედენ: პირისა: თემთა: მთენისა: ეწერა: ვნახე: სიტურფე: წყალ: ჯავარისა: შენისა: ომ: გარდაჴდილი: შვენოდი: შენატევები: ცხენისა: არ: ავი: მიმჩანს: მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა:

463. ღმერთმან: თუ: მცა: ენა: ჩემი: ქებად: შენად: უშენოსა: შენთვის: მკვდარი: აღარ: ვიტყვი: მაშა: მომკლავ: უშენოსა: მზემან: ლომსა: ვარდ: გიშერნი: ბაღი: ბაღჩად: უშენოსა: შენმან: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მართებს: უშენოსა:

464. თუცა: მიგდის: ღვარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არ: იდენო: ამას: იქით: ნუღარა: სტირ: ჭირსა: თავი: არიდენო: შენნი: მჭურეტნი: შენთა: მჭურეტთა: აგინებენ: არ: იდენო: რომე: წეღან: მოგეხუივნეს: იგი: ჩემთუის: არიდენო: