... (W-17), XVII ს.

449. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდისკიდე უცხო ფერთა საკურველთა დავშურები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვჰპოვე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

450. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩუენი უკუირდის ღ~თისაგან თქვის საწაულად არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე გვანდა ნაჭედსა ვთქუი ცეცხლთა შენართაულად

451. იგი საძღუნოდ მისად დავდევ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივმაგრობდა დატვირთული გავუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა

აქა წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვებისა

452. დავსწერე წიგნი მეფეო სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხტლეს თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყუიანად

453. რა ყუელაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხუენ საჭურჭლენი საჴელმწიფო დავიავრე ვერ ამომყუა აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭუენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე

454. ხატაეთისა ჴელმწიფე მომყუანდა შეპყრობილია ინდოეთს მიველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიჴსნა შემამკრა მან სახვეველი ლბილია

455. დადგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდაჴდომილსა მიალერსებდა მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

456. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უხმენით შემოჯარენით დღეს ხატაველნი მიჩვენეთ ტყუენიცა შემომგვარენით

457. რამაზ მეფე შეპყრობილი მას წინაშე მოვიყუანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან ვითა შვილი სააკუანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგუანე ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე

458. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა შეუნდობო ხატაველსა მას აქამდის ჩემსა მტერსა ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა

459. მე ვჰკადრე ღ~თი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა თქუენცა უყავით წყალობა მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანე იცოდი გაგზავნით შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კულაცაღა ჩემს წინა გაწბილებულსა

460. ხარაჯა დასდვეს შევკვეთით დრაჰკანი ასჯერ ასია კულავ ხატაური ათასი სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყუელაი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია

461. ხატაელმან დაიმადლა დადრკა მდაბლად ეთაყუანა მოახსენა ორგულობა თქვენი ღ~თნ შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო მაშინ მამკალ მემცა განა წავიდა და ყუელაკაი მისი თანა წაიტანა

462. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა შენგან გაყრივარ მას აქათ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წავიდეთ თუცა დაშრომის ჟამია

463. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქუე ჯდა შეკაზმული შვენებითა მგზავსი მზისა გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა

464. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭურეტად სასურველია მან გაანათლოს მჭურეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად ქენ არა საზოზღნელია

465. აწ მითქვამს საქმე უშენო შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფოდ ჩემგანვე სახელდებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ორნივე სრას დამხუდით მოვალ შვებული

466. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშალეს ქნეს თამაშობისა ორისა

467. ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა ქალაქი შუა და ბანი ომგარდახდილსა მშვენოდეს მეანიანნი კაბანი ფერმიჴდილ გვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭურეტდის ბნდებოდის მსგავს იყუნეს ვით კატაბანი