... (H-461), XVIII ს.

448. უბრძანა჻ თუ჻ მოახსენე჻ ასმათ჻ დაჯდეს჻ ამირბარსა”჻ მან჻ ბალიში჻ დამართებით჻ დადვა჻ მას჻ მზედ჻ საქებარსა.჻ დავჯე჻ მივეც჻ გულსა჻ ლხინი჻ საწუთროსა჻ დამგმობარსა჻ მიკვირს჻ სულნი჻ რადღა჻ მიდგან჻ ვიტყვი჻ მისგან჻ ნაუბარსა.჻

449. მიბრძანა჻ ძოღან჻ გეწყინა჻ გაგზავნა჻ ამოლბარისა჻ მზემან჻ გაყრითა჻ დაგაჭკნე჻ ვითა჻ ყვავილი჻ ბარისა჻ დაგსჯიდა჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა჻ მაგრა჻ ჴამს჻ ჩემგან჻ სირცხუილი჻ და჻ რიდი჻ ამილბარისა჻

450. ზედა჻ წიგნსა჻ საფიცარსა჻ შეჰვფიცე჻ და჻ შემომფიცა჻ მისგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ამით჻ უფრო჻ დაამტკიცა჻ უშენოსა჻ მოწონება჻ ვისიცაო჻ გულსა჻ მიცა჻ ღ~თი჻ მომკლავს჻ ამას჻ თავსვე჻ ამას჻ ვსწურთვნიცა჻

451. თუცა჻ მართებს჻ დედაკაცსა჻ მამაცისა჻ დიდი჻ კრძალვა჻ მაგრა჻ მეტი჻ უარეა჻ არათქუმა჻ და჻ ჭირთა჻ მალვა჻ მე჻ თუ჻ ზეპირ჻ რა჻ მიცინია჻ ქვე჻ მითქვამს჻ იდუმალ჻ ვა჻ ძოღან჻ ქალი჻ გამოვგზავნე჻ ვქენ჻ მართლისა჻ შემოთვალვა჻

452. ერთმანერთისა჻ მას჻ აქათ჻ რაცა჻ ორთავე჻ ვიცითა჻ აწცა჻ მიცოდი჻ საშენოდ჻ მითვე჻ პირითა჻ მტკიცითა჻ ამას჻ შევსჯერდი჻ დიდითა჻ ზენარითა჻ და჻ ფიცითა჻ გიტყუო჻ ღ~თნ჻ მიწა჻ მქმნას჻ რისტვისმცავე჻ ვზი჻ ცითა჻

453. წა჻ შეები჻ ხატაელთა჻ ილაშქრე჻ და჻ ინაღირე჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ გაგემარჯოს჻ მორჭმულიმცა჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე჻ მაგრა჻ რა჻ ვქნა჻ კვლავცა჻ ნახვა჻ მამხვდებოდეს჻ შენი჻ ვირე჻ გული჻ მოგცე჻ გულისათვის჻ ჩემი჻ ჩემთვის჻ დაიჭირე჻

454. დავჰყავ჻ ხანი჻ მას჻ წინაშე჻ სიტყვანიცა჻ ტკბილნი჻ ვთქვენით჻ ვჭამეთ჻ ხილი჻ ამო჻ რამე჻ ერთმანერთსა჻ ვეუბენით჻ მერე჻ ავდექ჻ წამოსავლად჻ ტირილით჻ და჻ ცრემლთა჻ დენით჻ მისთა჻ შუქთა჻ შუენებანი჻ ნათლად჻ მადგეს჻ გულსა჻ ფენით჻

455. მოვახსენე჻ არ჻ მეწყალვის჻ თავი჻ შენთვის჻ დასაწველად჻ მაგრა჻ რადგან჻ დამარჩინე჻ არ჻ გამოსჩნდი჻ ჩემად჻ მკვლელად჻ შენ჻ სინათლედ჻ თვალთა჻ ჩემთათ჻ მიჩნდე჻ მზეებრ჻ სანახველად჻ დია჻ ღმერთო჻ შეცავება჻ მუნ჻ გამოჩნდეს჻ ლომი჻ ქველად჻

456. აწ჻ რასაცა჻ თქვენ჻ მაღირსებჴორციელი჻ არა჻ ღირსა჻ მოწყალება჻ იჩქითია჻ ღმერთსა჻ ამად჻ არ჻ მკვირსა჻ შენთა჻ შუქთა჻ შემამადგომთა჻ გულსაზედა჻ ნათლად჻ ჭვირსა჻ შენი჻ ვიყო჻ სადამდისცა჻ დამიყოფდეს჻ მიწა჻ პირსა”.჻

457. დილასა჻ შევჯე჻ უბრძანე჻ ჰკარით჻ ბუკსა჻ და჻ ნობასა჻ სრულთა჻ სპათასა჻ ვერ჻ გითხრობ჻ სისწრაფე჻ არ჻ უნზებოსა჻ ლომმან჻ მივმართე჻ ხატაეთს჻ ვერვინ჻ მიძრახავს჻ ხდლობასა჻ უგზოსა჻ ვლიდეს჻ ლაშქარნივერვინ჻ ეტყოდეს჻ გზობასა჻

458. მეძნელებოდა჻ სიშორე჻ მისი჻ ბროლ჻ ბალახშ჻ მინისა჻ მე჻ გამიარმდა჻ სოფელი჻ მქონდა჻ სიმრავლე჻ ლხინისა჻ ჩემად჻ ჩნდა჻ იგი჻ სინათლე჻ ეთერით჻ ზედ჻ ნაჩინისა჻ აწ჻ მიკვირს჻ მისსა჻ გამყრელსა჻ გული჻ მიც჻ კლდისა჻ ტინისა჻

459. დავაგდე჻ მზღვარი჻ ინდოთა჻ მევლო჻ პაშტაი჻ ხანია჻ რამაზის჻ კაცი჻ მემთხვია჻ ვინ჻ ხატაეთის჻ ხანია჻ მოციქულობა჻ მამართვა჻ გულისა჻ მოსაფხანია჻ ჩუვნთა჻ მგელთაცა჻ დასჭამენ჻ თქვენი჻ ინდოთა჻ თხანია჻

460. შემამძღუნა჻ რამაზისგან჻ მე჻ საჭურჭლე჻ საშინელი჻ ეთქვა჻ გკადრებს჻ ნუ჻ ამოგვწყვეტ჻ არის჻ თქვენგან჻ არ჻ საქნელი჻ ზენაარიც჻ გამოგვართვით჻ ჩვენ჻ გვაბიაყელსა჻ წნელი჻ მოურვებლად჻ მოგახსენნეთ჻ თავნი჻ შვილნი჻ საქონელი჻

461. რაცა჻ შეგცოდეთ჻ შეგვინდევ჻ თვით჻ ჩვენვე჻ შეგვინანია჻ თუ჻ ღმრთულად჻ შეგვიწყალებდეთ჻ აქა჻ ნუ჻ მოვლენ჻ სპანია჻ ქვეყანა჻ ჩუენი჻ არ჻ ასწყდეს჻ რისხვით჻ არ჻ დაგვტყდენ჻ ცანია჻ თქვენ჻ მოგცეთ჻ ციხე჻ ქალაქი჻ მოგყვენ჻ ცოტანი჻ ყმანია჻

462. გვერცა჻ დავისხენ჻ ვეზირნი჻ ვიუბნეთ჻ გავიზრახენით჻ მითხრეს჻ თუ჻ ხარო჻ ყმაწვილი჻ ბრძენი჻ მით჻ გკადრებთ჻ გლახ჻ ენით჻ არიან჻ ერთობ჻ მუხთალნი჻ ჩვენ჻ ერთხელ჻ კიდევ჻ ვნახენით჻ არამცა჻ მოგკლეს჻ ღალატად჻ არამცა჻ ვივაგლახენით჻

463. ჩვენ჻ ამას჻ ვარჩევთ჻ წახვიდე჻ კარგად჻ მითა჻ მამაცითა჻ ლაშქარნი჻ ახლოს჻ გეკიდნენ჻ სცნობდენ჻ ამბავსა჻ კაცითა჻ გულ჻ მართლად჻ იყვნენ჻ მიენდევ჻ აფიცე჻ ღ~თითა჻ და჻ ცითა჻ არ჻ დაგმორჩილდენ჻ შერისხდი჻ რისხვითა჻ კვლა჻ და჻ კვლაცითა჻

464. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ ვაზირთა჻ ნავაზირები჻ შევსთვალე჻ რამაზ჻ მეფეო჻ ვცან჻ შენი჻ დანაპირები჻ სიკვდილსა჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ დაგვიდგამს჻ ვერ჻ ქვითკირები჻ ლაშქართა჻ დავჰყრი჻ წამოვალ჻ ცოტათა჻ შენ჻ კერძ჻ ვირები჻

465. მათ჻ ლაშქართაგან჻ სამასნი჻ კარგი჻ მოყმენი჻ ქველანი჻ თანა჻ წამომყვეს჻ წავედით჻ არ჻ მეკვეხრების჻ მთქმელანი჻ დავვედრე჻ ფიცხლავ჻ სადა჻ მე჻ მევლოს჻ თქვენც჻ მოათქვესანი჻ ახლოს჻ მამდევდით჻ იფრთხილეთ჻ გიჴმო჻ თუ჻ მინდეთ჻ ყველანი჻

466. სამ჻ დღე჻ ვიარე჻ სხვა჻ კაცი჻ მემთხვია჻ მისვე჻ ხანისა჻ კვლავ჻ ეძღვნა჻ უცხო჻ მრავალი჻ შესამოსელი჻ ტანისა჻ ებრძანა჻ მწადსო჻ სიახლე჻ შენ჻ ლაღისა჻ და჻ ჯანისა჻ რა჻ შეგეყარო჻ მაშინ჻ სცნა჻ შენ჻ ძღვნობა჻ ამისთანისა჻

467. კვლავცა჻ ეთქვა჻ მართალია჻ აზომ჻ ჩემი჻ მონახსენი჻ მე჻ თვით჻ წინა჻ მოგეგებვი჻ მესწრაფების჻ ნახვა჻ თქვენი შევთვალე჻ თუ჻ დია჻ ღმერთო჻ ბრძანება჻ რადგან჻ თქვენი჻ ტკბილად჻ ვნახეთ჻ ერთმანერთი჻ ვიყვნეთ჻ ვითა჻ მამა჻ ძენი჻