... (H-599), 1646 წ.

447. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქვი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: ჩემთვის: უდგამს: თუცა: მახე: ჩემიც: გაჰკვეთს: ხორცთა: მათსა: ხრმალი: ბასრი: შუბი: ვახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

448. ვთქვი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩვენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: თქვენთა: სიმაგრენი: ამისთვისმცა: რად: დალბიან: ვინცა: მოკვდეს: მეფეთათვის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან: აწ: შევებნეთ: ხრმალნი: ჩვენნი: ცუდად: წელთა: რას: გვაბიან:

449. უბრძანე: ჩაცმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყვითა: ხაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭვითა: ჯავშან: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩვენი: მებრძოლი: ჩემმანვე: ხრმალმან: დაფითა:

450. მივეახლენით: შეგუატყვეს: მათ: ტანსა: აბჯარ: ცმულობა: კაცი: მოვიდა: მომართვეს: მეფისა: მოციქულობა: ეთქვა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩვენ: თქვენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გხედავთ: შეგქვნია: აწ: ამად: გულნაკლულობა:

451. შეუთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია: თქვენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქმნების: არ: იგია: ბრძანეთ: მოდით: შეგვებენით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქვენად: დასახოცლად: ხელი: ხრმალსა: დამიგია:

452. რა: მივიდა: მოციქული: კულავცა: რადღა: გამოგზავნეს: კვამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს: სამალავით: გამოვიდეს: თავნი: ორგნით: აქარავნეს: შექნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღმერთო: ვერა: მავნეს:

453. შუბნი: ვსთხოვენ: ჴელი: ჩავყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსწვდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წაველ: გრძელად: მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

454. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქუესა: მუნ: მივმართე: მკლავ: მაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა: კაცსა: შევეც: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჰჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავყავ: ხრმალსა: ვაქებ: ვინცა: გლესა:

455. შიგან: ასრე: გავერივე: გლონის: ჯოგსა: ვითა: ქორი: კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენკაცისა: დავდგი: გორი: კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანაჯორი: ერთობ: სრულად: ამოვწყუიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი:

456. ერთობილნი: მომეხვივნეს: მგრგვლივ: შეიქნა: ომი: დიდი: ვჰკრი: რასაცა: ვერ: დამიდგნის: სისხლსა: მჩქეფრად: გარდმოვღვრიდი: ცხენსა: კაცი: გაკვეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი: სითაც: ვიყვი: გამექციან: მათ: შექნია: ჩემი: რიდი:

457. საღამო: ჟამ: დაიზახნა: ქედით: მათმან: დარაჯამან: ნუღარა: სდგათ: წაედითო: კვლა: მოგვხედნა: რისხვით: ცამან: მოვა: მტვერი: საშინელი: შეგვაშინნა: ამად: ამან: ნუთუ: სრულად: ამოგვწყვიდნეს: უთუალავმან: ბევრმან: სპამან:

458. ჩემნი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა: რა: ეცნა: წამოსულიყვნეს: ღამე: წამორთვით: ეარა: ვერ: დაიტევდეს: მინდორი: და: არე: მთათა: ეარა: გამოსჩნდეს: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ხმა: გაუზეარა:

459. იგი: ნახეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევკივლენით: ველნი: ჩუენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდვივლენით: რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმანერთსა: გავეხრმლენით: მისნი: სპანი: ყოველნივე: დავიპყრენით: არ: მოვჰკვლენით:

460. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა: დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა: ძილისა: მიხვდა: ნაცვალი: ძილმკრთალთა: ღამეთეულთა: ტყვეთა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კვნესა: მართ: ვითა: სნეულთა:

461. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავხედით: მოსვენებად: ხელსა: ხრმლითა: დავეკოდე: წყლულად: მაჩნდა: არნაღებად: ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭვრეტლად: და: ჩემად: ქებად: ვერ: იტყვიან: ვერ: მიმხვდარნი: ქებასაცა: მოხსენებად:

462. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს: ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს: რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს: ჩემგან: ხრმლითა: განაკვეთნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს:

463. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე: ერთობ: სავსენი: მოვიდეს: თავი: ვაალაღებინე: მებრძოლთა: სისხლითა: ჩემთასა: მინდორი: შევაღებინე: არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე:

464. რამაზს: ვარქვი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე: აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე: სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყველა: ხელთა: მომათვალე: თვარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე:

465. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მომეც: ზედა: მაბატონე: ციხვანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ხელთა: მოგცემ: ყველაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე:

466. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანენ: ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყვანენ: ხელთა: მომცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანენ: საჭურჭლენი: სიმრავლენი: რასმცა: ვითა: დავაგვანენ: