... (A-363), XVII ს.

446. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუა: და: წყლულნი: შეუხუივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: ისრის: პირნი: ამოართვა: დაკოდილნი: არ: ატკივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

447. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამსგავსო: ანუ: ეგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: ვინ: გაგავსო: რამან: შეგქმნა: მოყუითანოდ: ვარდ: გიშერი: რომე: რგავსო: ღ~თნ: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო:

448. მულღაზანზარის: ქალაქი: ახლოს: მე: მაქუსო: რომელი: ნურადინ: ფრიდონ: სახელ: მძეს: მეფე: ვარ: მუნა: მჯდომელი: ესე: საზღუარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამჴდომელი: ცოტა: მაქუს: მაგრა: ყოველგნით: სიკეთე: მიუწდომელი:

449. მამის: ძმა: და: მამაჩემი: პაპმან: ჩემმან: გაყუნა: ოდეს: ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს: თვით: ბიძასა: ჩემსა: მიხუდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს: მათკე: დარჩა: სანადირო: არ: მივსცემდი: მამერჩოდეს:

450. დღეს: გამოველ: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე: მუნა: გასულა: მომდომოდა: მით: მრეკალი: არ: ვაჴშირე: სპათა: უთხარ: მომიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე: ხუთთა: ოდენ: ბაზიერთა: მეტი: არა: დავიჭირე:

451. ნავითა: გავე: ზღვისაგან: შტო: რამე: გამოვიდოდა: არ: ამოვჰკრეფდი: გამყოფთა: ვთქუი: ჩემთა: რად: დავრიდო: და: დამეძაბუნნეს: სიმრავლე: მე: მათი: არ: გამვიდოდა: ვნადირობდი: და: ვიზახდი: ჴმა: ჩემი: არ: უდიოდა:

452. მართლად: იჯავრეს: წუნობა: მათი: თუ: ესე: ჴმდა: ვითა: გამომაპარნეს: ლაშქარნი: გზანი: შემიკრეს: ნავითა: თვით: ბიძას: ძენი: ჩემნიცა: შესხდეს: მათითა: თავითა: ჩემთა: გაუჴდეს: ლაშქართა: ომად: თავისა: მკლავითა:

453. მათი: მესმა: დავინახე: ზახილი: და: ჴრმალთა: ელვა: ნავი: ვსთხოვე: მენავეთა: მით: ვიყივლე: მე: ერთხელ: ვა: ზღუასა: შეველ: მომეგება: მეომარი: ვითა: ღელვა: სწადდა: მაგრა: ვეღარა: ქნეს: ჩემი: ზედა: წამოკელვა:

454. კვლა: სხუანი: დიდნი: ლაშქარნი: უკანა: მომეწეოდეს: იქით: და: აქათ: მამიჴდეს: ერთგნით: ვერ: მომერეოდეს: ვერ: მომწურვოდეს: წინანი: ზურგით: მესროდეს: მე: ოდეს: ჴრმალსა: მივენდევ: გამიტყდა: ისარნი: დამელეოდეს:

455. მომეჯარნეს: ვეღარა: ვქენ: ნავით: ცხენი: გარდვიხლტუნვე: ზღვა: ზღვა: ცურვით: წამოუველ: ჩემი: მჭურეტი: გავაცბუნვე: თანა: მყოლი: ყველაკანი: დამიხოცნეს: დარჩა: მუნვე: ვინცა: მდევდა: ვერ: შემამჴდა: მიუბრუნდი: მივაბრუნვე:

456. აწ: იგი: იქნას: რაღაცა: ენებოს: ღ~თისა: წადილსა: ვეჭუ: ჩემი: სისხლი: არ: შერჩეს: ძალი: შესწევდეს: ქადილსა: ოჴრად: გაუჴდი: ყოფასა: მათ: საღამოსა: და: დილსა: უჴმობ: ყუავთა: და: ყორანთა: მათ: ზედა: ვაქნევ: ხადილსა:

457. ამა: ყმამან: შემიკუეთა: გული: მისკენ: მიმიბრუნდა: მოვახსენე: აჩქარება: შენი: ყოლა: არად: უნდა: მეცა: თანა: წამოგყუები: დაიჴოცნენ: იგი: მუნ: და: ჩუენ: ორთავე: მეომარი: გაღანამცა: შეგვიძრწუნდა:

458. ესეცა: უთხარ: ამბავი: ჩემი: არ: გაგეგონების: უფრორე: წყნარად: გიამბობ: თუ: ჟამი: ჩვენ: გუექონების: მან: მითხრა: ლხინი: საჩემო: მაგას: რა: შეეგონების: დღედ: სიკუდილადმდის: სიცოცხლე: შენ: ჩემი: დაგემონების:

459. მივედით: მისსა: ქალაქსა: ტურფასა: მაგრა: ცოტასა: გამოეგებნეს: ლაშქარნი: ისხემდეს: მისთვის: ოტასა: პირსა: იჴოკდეს: გაჰყრიდეს: ნახოკსა: ვით: ნაფოტასა: ეხვეოდიან: ჰკოცნიდეს: ჴრმალსა: და: სალტე: კოტასა:

460. კულა: მოვეწონე: ვეტურფე: მე: მისი: გარდნაკიდარი: შემასხემდიან: ქებასა: მზეო: ხარ: ჩვენთვის: იდარი: მივედით: ვნახეთ: ქალაქი: მისი: ტურფა: და: მდიდარი: ყუელასა: ტანსა: ემოსა: ზარქაში: განაზიდარი:

შველა: ტარიელისაგან: ფრიდონისი: და: გამარჯვება: მათი:

461. მოსჯობდა: ომი: შეეძლო: ჴმარება: ცხენ: აბჯარისა: დაჰკაზმეს: ნავი: კატარღა: და: რიცხვი: სპათა: ჯარისა: კაცი: ჴმდა: მისთა: ლაშქართა: ღონემცა: ეაჯა: რისა: აწ: გითხრა: ომი: ფიცხელი: მებრძოლთა: დამსაჯარისა:

462. მათი: მესმა: დაპირეს: ჩაბალახთა: ჩამოხურვა: ნავი: წინა: მამეგება: არა: ვიცი: იყო: თუ: რვა: ფიცხლა: ზედა: შევეჯაჴე: მათ: დაიწყეს: ამოდ: ცურვა: ქუსლი: შევეც: დავუქცივე: დაიზახნეს: დიაცურ: ვა:

463. კულა: სხვასა: მიველ: მოვჰკიდე: ჴელი: ნავისა: ბაგესა: ზღუასა: დავანთქენ: დავჰჴოცე: ომიმცა: რაღა: აგესა: სხვანი: გამექცნენ: მიმართეს: მათ: მათსა: საქულბაგესა: ვინცა: მიჭურეტდის: უკვირდა: მაქებდეს: არ: მაძაგესა:

464. ზღვა: გავიარეთ: გავედით: შემოგუიტივეს: ცხენია: კულა: შევიბენით: შეიქნნეს: ომისა: სიმარცხენია: მუნ: მომეწონა: ფრიდონის: სიქუელე: სიფიცხენია: იბრძვის: ლომი: და: პირად: მზე: იგი: ალვისაც: ხენია: